4 არამედ ყველაფერში წარვადგენთ თავს, როგორც ღვთისმსახურნი: დიდი მოთმინებით, მწუხარებაში, გაჭირვებაში, შევიწროებაში, 5 დარტყმებში, საპყრობილეებში, შფოთში, უძილობაში, მარხვაში, 6 სიწმიდეში, ცოდნაში, დიდსულოვნებაში, სიკეთეში, წმიდა სულში და უანგარო სიყვარულში, 7 ჭეშმარიტების სიტყვაში, ღმერთის ძალაში, სიმართლის საჭურველით მარჯვენასა და მარცხენაში, 8 დიდებისა და შერცხვენისას, გმობისა და ქებისას, როგორც შემცდარნი, მაგრამ ჭეშმარიტნი, 9 როგორც უცნობნი, მაგრამ ცნობილნი, როგორც მომაკვდავნი, მაგრამ ცოცხალნი! დასჯილნი, მაგრამ ვერ მოკლულნი; 10 როგორც მწუხარენი, მაგრამ მუდამ მოხარულნი; როგორც ღატაკნი, მაგრამ მრავალთა გამამდიდრებელნი, როგორც უქონელნი, მაგრამ ყველაფრის მქონენი.