იგავნი სოლომონისა 8:22-29

By
ნოემბერი 8, 2015
22 უფალმა შემქმნა თავისი გზის დასაწყისში, ყველა თავის ქმნილებამდე, იმ ჟამითვე. 23     უწინარეს საუკუნეთა აღმოვცენდი, ჟამთ უწინარეს, ქვეყნიერების დასაბამს. 24     უფსკრულთა უწინარეს გავჩნდი, მაშინ, როცა წყალუხვი წყაროებიც ჯერ არ იყო; 25 მე დავიბადე მთების დაფუძნებამდე, ბორცვთა აღმართვამდე, 26 როცა ჯერ კიდევ არ შეექმნა უფალს მიწა და ველ-მინდვრები, სამყაროს დასაბამი მტვერი. 27 როცა ის განამზადებდა ცათა, მე მასთან ვიყავ. როცა წრეს ავლებდა უფსკრულის პირზე, 28 როცა ღრუბელთა ზემოთ ზესკნელს ამყარებდა, როცა ამაგრებდა უფსკრულთა ნაკადებს, 29 როცა ზღვებს წესს უდგენდა, რათა წყლებს არ გადაელახათ ნაპირები, როცა დედამიწას საფუძველს უყრიდა,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close