საქმეები 8:26-29

By
დეკემბერი 18, 2015
26 უთხრა უფლის ანგელოზმა ფილიპეს: „ადექი და სამხრეთით დაუყევი უდაბურ გზას, რომელიც იერუსალიმიდან ღაზას ეშვება”. 27 ადგა და წავიდა. და აჰა, ერთი ეთიოპიელი კაცი, საჭურისი, ეთიოპიის დედოფლის, კანდაკის დიდებული, მთელი მისი საგანძურის მცველი, რომელიც თაყვანსაცემად იყო მოსული იერუსალიმში; 28 უკან ბრუნდებოდა და ეტლში მჯდომი, წინასწარმეტყველ ესაიას კითხულობდა. 29 მაშინ უთხრა სულმა ფილიპეს: „მიდი, ახლოს დაუდექი მაგ ეტლს”.

კომენტარის დატოვება

Close
Close