1 ცოდვა ელაპარაკება უღმერთოს თავისივე გულის სიღრმეში: არ არის ღვთის შიში მის თვალთა წინაშე. 2 პირფერობით იტყუებს თავს, თითქოს ეძებს თავის დანაშაულს, რომ შეიძულოს ის. 3 ბოროტება და სიყალბეა მისი ბაგეების სიტყვები, მიტოვებული აქვს სიბრძნე და სიკეთის ქმნა. 4 უსამართლობას იზრახავს თავის სარეცელზე, უკეთურ გზას ადგას, ბოროტებაზე უარს არ ამბობს.