1 ანტიოქიის ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველები და მოძღვრები: ბარნაბა და სიმონი, ნიგერი რომ ერქვა, ლუციუს კვირინელი და მანაინი – მეოთხედმთავარ ჰეროდეს ძუძუმტე, და სავლე. 2 უფლის მსახურებასა და მარხვაში იყვნენ ისინი, რომ უთხრა მათ სულიწმიდამ: „გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რისთვისაც მოვუწოდე”. 3 მარხვისა და ლოცვის შემდეგ ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს.