ქრისტეს სინათლე ბიბლიის მუხლები

იოანეს 8:12
კვლავ ელაპარაკა ხალხს იესო; უთხრა: „მე ვარ სინათლე ქვეყნისა, ვინც მე მომყვება, ბნელში არ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება”.

იოანეს 9:5
სანამ წუთისოფელში ვარ, წუთისოფლის სინათლე ვარ”.

ესაია 42:6
„მე, უფალმა, მოგიწოდე სიმართლით, ხელი ჩაგჭიდე და თვალს გადევნებ, აღთქმად დაგადგენ ხალხებისთვის და სინათლედ – ერებისთვის.

ლუკას 2:30-32
რადგან იხილეს ჩემმა თვალებმა ხსნა შენმიერი, რომელიც შენ განამზადე ყოველი ხალხის წინაშე. სინათლე წარმართთათვის გასანათებლად და შენი ხალხის, ისრაელის სადიდებლად”.

იოანეს 12:46
მე სინათლედ მოვედი წუთისოფელში, რათა არც ერთი, ვისაც ჩემი სწამს, არ დარჩეს ბნელში.

იოანეს 3:19
მსჯავრი კი ის არის, რომ სინათლე მოვიდა წუთისოფელში და სინათლეზე მეტად ბნელი შეიყვარეს ადამიანებმა, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმენი.

იოანეს 1:4
მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე.

იოანეს 1:7-9
იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ და ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით. ის არ ყოფილა სინათლე, არამედ მოვიდა რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ. იყო სინათლე ჭეშმარიტი, რომელიც წუთისოფლად მომსვლელ ყველა ადამიანს უნათებს.

ლუკას 1:78
ჩვენი ღმერთის გულმოწყალებით, რომლითაც გადმოგვხედა მზის აღმოსავლის სიმაღლიდან,

1 იოანეს 2:8
ამასთან, ახალ მცნებასაც გწერთ, რომელიც ჭეშმარიტია მასშიც და თქვენშიც; რადგან სიბნელე გადადის და ჭეშმარიტი სინათლე უკვე ბრწყინავს.

იოანეს 12:35-36
მაშინ უთხრა მათ იესომ: „კიდევ მცირე ხანს იქნება თქვენ შორის სინათლე. იარეთ სანამ სინათლე გაქვთ, რათა ბნელმა არ მოგიცვათ. ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის. სანამ გაქვთ სინათლე, ერწმუნეთ სინათლეს, რათა გახდეთ სინათლის ძენი”. ეს სიტყვები რომ თქვა, წავიდა იესო და მიეფარა მათ თვალთაგან.

საქმეები 26:23
რომ უნდა წამებულიყო ქრისტე და პირველი აღმდგარიყო მკვდართაგან; და სინათლე ექადაგა ამ ხალხისთვის და წარმართებისთვის”.

2 კორინთელთა 4:4-6
ურწმუნოთათვის, რომლებსაც ამ წუთისოფლის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა არ ებრწყინა მათთვის სახარების ნათელს ქრისტეს დიდებაზე, რომელიც ღვთის ხატია. ვინაიდან ჩვენს თავს კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოს, უფალს; ხოლო ჩვენ თქვენი მონები ვართ იესოსთვის. ვინაიდან ღმერთმა, რომელმაც ბრძანა, სინათლე გამობრწყინებულიყო ბნელიდან, ჩვენი გულებიც გაანათა; რათა მოეცა ღვთის დიდების შემეცნების სინათლე, რომელიც ქრისტეს სახეზეა.

მათეს 17:2
და ფერი იცვალა მათ წინაშე: მზესავით გაბრწყინდა მისი სახე, ხოლო მისი ტანისამოსი სინათლესავით გასპეტაკდა.

საქმეები 22:9
ჩემთან მყოფებმაც იხილეს ნათელი, მაგრამ ჩემი მოლაპარაკის ხმა არ სმენიათ.

Close
Close