ქადაგების აუცილებლობა ბიბლიის მუხლები

მარკოზის 16:15
უთხრა მათ: „წადით მთელ ქვეყნიერებაზე და ყველა ქმნილებას უქადაგეთ სახარება.

მათეს 28:18-20
მოვიდა მათთან იესო და უთხრა: “მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ზეცაში და დედამიწაზე. ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე”. ამინ!

იონა 1:1-2
და იყო უფლის სიტყვა იონა ამითაის ძის მიმართ: „ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში და გამოუცხადე მას, რომ ჩემამდე მოაღწია მისმა ბოროტებამ!”

მათეს 10:5-7
ეს თორმეტი გაგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა: “წარმართთა გზაზე არ იაროთ და სამარიელთა ქალაქში არ შეხვიდეთ; არამედ წადით ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან. როდესაც მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სამეფო.

მარკოზის 6:7-12
ოუხმო თორმეტს და დაიწყო მათგან ორ-ორის გაგზავნა; და მისცა მათ ხელმწიფება არაწმიდა სულებზე.და დაარიგა, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა კვერთხისა: არც პური, არც ფუთა, არც სპილენძი სარტყლით. ჩაეცვათ სანდლები და არ მოესხათ ორი მოსასხამი. და ეუბნებოდა: „რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით, სანამ არ გამოხვალთ იქიდან; თუ ვინმე არ მიგიღებთ და არ მოგისმენთ, იქიდან გამოსვლისას, თქვენი ფეხიდან მტვერი ჩამოიბერტყეთ მათდა დასამოწმებლად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომისა და გომორასთვის უფრო ასატანი იქნება სამსჯავროს დღეს, ვიდრე იმ ქალაქისთვის”. წავიდნენ და ქადაგებდნენ მონანიებას.

ლუკას 9:1-5
მოუხმო თორმეტს, მისცა მათ ძალა და ხელმწიფება ყველა ეშმაკზე, და სნეულებათა განსაკურნებლად. მიავლინა ისინი ღმერთის სამეფოს საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნად. უთხრა მათ: „გზაში არაფერი წაიღოთ, არც კვერთხი, არც ფუთა, არც პური, არც ვერცხლი და არც ორი მოსასხამი იქონიოთ. რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით და იქიდანვე გაემგზავრეთ.  ხოლო თუ სადმე არ მიგიღონ, იმ ქალაქიდან გამოსვლისას თქვენს ფერხთაგან მტვერი დაიბერტყეთ მათ წინააღმდეგ დასამოწმებლად”.

ეფესელთა 3:7-9
სწორედ ამ სახარების მსახური გავხდი ღვთის მადლის ნიჭით, ჩემთვის მოცემული მისი ძალის მოქმედებით. მე, ყველა წმიდას შორის უმცირესს, მომეცა ეს მადლი, რათა წარმართთათვის მეხარებინა ქრისტეს აურაცხელი სიმდიდრე და გამეცხადებინა ყველასთვის, რა არის საუკუნეთაგან დაფარული საიდუმლოს გამგებლობა, ყოვლის შემქმნელ ღმერთში.

რომაელთა 15:15-16
მეც მეტი გაბედულებით გწერდით აქა-იქ, როგორც თქვენდამი შეხსენებას ღვთის მიერ ჩემთვის მოცემული მადლით, რომ ვიყო იესო ქრისტეს მსახური წარმართებთან და ღვთის სახარების მღვდელმსახური, რათა მისაღები გახდეს წარმართთა შესაწირი, სულიწმიდის მიერ განწმედილი.

საქმეები 1:8
არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე”.

ესაია 61:1-3
უფლის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა გლახაკთა სახარებლად, წარმომგზავნა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და პატიმართა გასათავისუფლებლად. უფლის სასურველი წელიწადისა და ჩვენი ღმერთის შურისგების დღის გამოსაცხადებლად, რათა ვანუგეშო ყველა მგლოვიარე. მივმადლო სიონის მგლოვიარეთ, მივცე მათ გვირგვინი ფერფლის ნაცვლად, სიხარულის ზეთი – გლოვის ნაცვლად, ქების მოსასხამი – უძლურების სულის ნაცვლად. და უწოდებენ მათ უფლის მიერ დანერგილ სიმართლის სვეტებს, რათა განდიდდეს იგი.

ლუკას 24:46-49
უთხრა: „ასე წერია, რომ ქრისტე უნდა დაიტანჯოს და მკვდრეთით აღდგეს მესამე დღეს; და იქადაგება მისი სახელით მონანიება ცოდვათა მისატევებლად იერუსალიმიდან მოყოლებული ყველა ხალხში. თქვენ კი ამის მოწმენი ხართ. და აჰა, მე მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს. თქვენ კი, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებოდეთ, ქალაქში დარჩით.

საქმეები 10:44
პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ეს სიტყვა ესმოდა.

1 კორინთელთა 2:4-5
ჩემი სიტყვა და ქადაგება ჩემი სიბრძნის დამარწმუნებელი სიტყვებით კი არ იყო, არამედ სულისა და ძალის გამოვლინებით, რათა თქვენი რწმენა იყოს არა კაცთა სიბრძნით, არამედ ღვთის ძალით.

მარკოზის 1:38
უთხრა მათ: „წავიდეთ სხვა ახლო-მახლო ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, ვინაიდან ამისთვის ვარ მოსული”.

ეფესელთა 2:17
მოვიდა და მშვიდობა გახარათ თქვენ – შორეულთ და ახლობელთ.

მათეს 4:23
დადიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სამეფოს სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველნაირ უძლურებას ხალხში.

გალატელთა 2:7
პირიქით, როცა დაინახეს, რომ მე წინადაუცვეთელებისთვის მაქვს მონდობილი ხარება, ისევე, როგორც პეტრეს – წინადაცვეთილებისთვის

1 თესალონიკელთა 2:4
არამედ, როგორც ღვთისგან გამოვიცადეთ, რომ ჩვენთვის მოენდო სახარება, ისე ვლაპარაკობთ, და ვაამებთ არა ადამიანებს, არამედ ღმერთს, რომელიც სცდის ჩვენს გულებს.

ტიტეს 1:3
მაგრამ თავის დროზე გამოაცხადა თავისი სიტყვით, ქადაგებაში, რომელიც მე მომენდო ჩვენი მაცხოვარი ღმერთის ბრძანებით.

Close
Close