1 პეტრეს 1:13
ამიტომ შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და იესო ქრისტეს გამოცხადებით თქვენთვის მოსაცემი მადლის სრული იმედი იქონიეთ.
გამოსვლა 19:11
მზად იყვნენ მესამე დღისთვის, რადგან მესამე დღეს ჩამოვა უფალი მთელი ხალხის თვალწინ სინაის მთაზე.
გამოსვლა 19:15
უთხრა ხალხს: „მზად იყავით მესამე დღისთვის, ცოლებს ნუ მიეკარებით”.
გამოსვლა 34:2
მზად იყავი განთიადისთვის; ამოდი დილას სინაის მთაზე და იქ, მთის წვერზე დადექი ჩემთან.
3 მეფეთა 18:46
უფლის ხელი იყო ელიაზე, სარტყელი შემოირტყა წელზე და სირბილით გადაასწრო ახაბს იზრეყელამდე.
იობი 38:3
წელზე სარტყელი შემოირტყი, როგორც კაცს შეჰფერის; შეგეკითხები და მიპასუხე:
4 მეფეთა 4:29
უთხრა გეხაზს: „შემოისარტყლე, აიღე ჩემი კვერთხი და წადი. თუ ვინმეს შეხვდი, ნუ მიესალმები და თუ მოგესალმოს ვინმე, ნუ უპასუხებ. სახეზე დაადე ყრმას კვერთხი”.
4 მეფეთა 9:1
მოუხმო ელისე წინასწარმეტყველმა ერთ-ერთს წინასწარმეტყველთა ძეთაგან და უთხრა: “სარტყელი შეიბი წელზე, აიღე ეს ზეთის ჭურჭელი და გილყადის რამოთს წადი.
ესაია 52:10
გაიშიშვლა უფალმა წმიდა მკლავი ყველა ერის თვალწინ, რათა დედამიწის ყველა კიდემ იხილოს ჩვენი ხსნა ღვთისმიერი.
იოანეს 21:7
მოწაფემ, იესოს რომ უყვარდა, უთხრა პეტრეს: „ეს უფალია”. როცა გაიგონა სიმონ-პეტრემ, უფალიაო, მოსასხამი მოიხვია, რადგან შიშველი იყო, და ზღვაში გადაეშვა.
ეზეკილეი 7:14
საყვირს ჩაჰბერავენ და გაემზადებიან, მაგრამ ვერავინ გავა საბრძოლველად, რადგან ჩემი რისხვაა მთელ მათ სიმრავლეზე.
იგავნი 24:27
დაასრულე შენი საქმე გარეთ, მოამზადე მინდორი, შემდეგ კი აიშენე სახლი.
ეზეკიელი 38:7
გაემზადეთ და საჭურველი აისხით შენ და მთელმა შენმა რაზმმა, შენთან შემოკრებილმა, და სარდლად დაუდექი.
ნაუმი 2:1
აღდგა შენი მიმომფანტველი შენს წინააღმდეგ, დაიცავი სიმაგრეები, თვალი გეჭიროს გზაზე, წელი გაიმაგრე და ძალა მოიკრიბე.
მათეს 25:4
ხოლო გონიერებმა ლამპრებთან ერთად ზეთიც თან გაიყოლეს ჭურჭლებით.
მარკოზის 14:15
და ის გიჩვენებთ ზემო ოთახს, მოფარდაგებულსა და გამზადებულს. იქ მოგვიმზადეთ ჩვენ”.
საქმეები 23:15
თქვენ და სინედრიონმა ათასისთავს შეუთვალეთ, რომ თქვენთან მოიყვანოს იგი, ვითომ უფრო დაწვრილებით გინდათ მისი საქმის გამოძიება; ჩვენ კი, ვიდრე თქვენამდე მოაღწევს, მზად ვიქნებით მის მოსაკლავად”.
ტიტეს 3:1
შეახსენე მათ – დაემორჩილონ და მოუსმინონ გამგებლებსა და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისთვის.
ლევიანნი 16:22
იტვირთავს ვაცი ყველა მათ ცოდვას, წაიღებს უდაბურ ქვეყანაში; და გაუშვებს კაცი თხას უდაბნოში.
საქმეები 23:21
მაგრამ ნუ დაუჯერებ მათ; ორმოცზე მეტი კაცი, რომელთაც ფიცი დადეს, არც ჭამონ და არც სვან, სანამ პავლეს არ მოკლავენ, ჩასაფრდნენ და გამზადებულნი არიან, შენს ბრძანებასღა ელიან”.
გამოცხადება 8:6
და შვიდი ანგელოზი, შვიდი საყვირი რომ ჰქონდა, მოემზადა დასაყვირებლად.
გამოცხადება 9:15
და აიხსნა ოთხი ანგელოზი, რომლებიც იმ საათისა და დღის, თვისა და წლისთვის იყვნენ გამზადებულნი, ადამიანთა მესამედი რომ უნდა ამოეწყვიტათ.