მათეს 10:37
ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი; ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი;
იოანეს 21:15-17
ნასაუზმევს, უთხრა სიმონ-პეტრეს იესომ: „სიმონ იოანესავ, ამათზე მეტად გიყვარვარ?” მიუგო: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ”. უთხრა: „აძოვე ჩემი კრავები”. კვლავ ეუბნება მას მეორედ: „სიმონ იოანესავ, გიყვარვარ?” მიუგო: “დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ”. უთხრა მას: „მწყემსე ჩემი ცხვრები”. ეუბნება მას მესამედ: „სიმონ იოანესავ, გიყვარვარ?” დამწუხრდა პეტრე, მესამედ რომ ჰკითხა, გიყვარვარო? უთხრა მას: „უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ!” უთხრა იესომ: „აძოვე ჩემი ცხვრები.
იოანეს 14:21
ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, ის არის ჩემი მოყვარული, ჩემს მოყვარულს კი მამაჩემიც შეიყვარებს; მეც შევიყვარებ მას და მე თვითონ გამოვეცხადები”.
იოანეს 14:28
ხომ მოისმინეთ, რაც გითხარით: მე მივდივარ და კვლავ მოვალ თქვენთან. რომ გყვარებოდით, გაიხარებდით, რადგან ვთქვი: მამასთან მივდივარ-მეთქი, რადგან მამა ჩემზე დიდია.
იოანეს 16:27
ვინაიდან თვითონ მამას უყვარხართ, რაკი მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ ღმერთისგან გამოვედი.
ეფესელთა 6:24
მადლი იყოს ყველასთან, ვისაც უხრწნელი სიყვარულით უყვარს ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ამინ!