იობი 11:16
რადგან დაგავიწყდება ტანჯვა-წამება, როგორც ჩავლილ წყალს, ისე გაიხსენებ.
ფსალმუნები 29:5
რადგან წამიერია მისი რისხვა, მისი წყალობა კი – მთელი სიცოცხლე; ღამით გლოვა დაისადგურებს, განთიადისას კი – სიხარულის ყიჟინა.
ფსალმუნები 33:19-20
მრავალი სიავე ხვდება მართალს და ყველაფრისგან იხსნის უფალი. მის ყოველ ძვალს იცავს იგი, მათგან ერთიც არ შეიმუსრება.
ფსალმუნები 40:3
უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; ავადმყოფობის სარეცელიდან წამოაყენებს მას.
ფსალმუნები 49:15
მომიხმე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.
ფსალმუნები 93:12
ნეტარია კაცი, რომელსაც წვრთნი უფალო, და ასწავლი შენს რჯულს.
ფსალმუნები 137:7
შუაგულ ჭირშიც რომ გავდიოდე, შენ შემინარჩუნებ სიცოცხლეს; ხელს გამოიწვდი ჩემი მტრების რისხვის წინააღმდეგ და მიხსნის მარჯვენა შენი.
ესაია 43:2
ვერ წაგლეკავენ წყლები და მდინარეები, როდესაც მათში გაივლით, რადგან მე ვიქნები თქვენთან. ვერც ცეცხლი დაგწვავთ, როცა მასში გაივლით, ალი ვერ მოგწვდებათ.
ესაია 14:1-2
როცა შეიბრალებს უფალი იაკობს, ისევ აირჩევს ისრაელს და მათივე მიწაზე დაასახლებს; შეუერთდებიან მათ უცხოტომელნი და იაკობის სახლს შეემატებიან. აიყვანენ მათ ხალხები, მოიყვანენ თავიანთ ადგილზე და დაიმკვიდრებს მათ ისრაელის სახლი უფლის მიწაზე მონებად და მხევლებად, თავიანთ დამატყვევებლებს დაატყვევებენ და თავიანთ მჩაგვრელებზე გაბატონდებიან.
რომაელთა 8:28
ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევა.
2 კორინთელთა 4:17
ვინაიდან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა, გარდამეტებულ საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის;
2 კორინთელთა 12:9
და მითხრა: „საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა”. ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემს უძლურებებში, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში!
1 პეტრეს 4:12-13
საყვარელნო, ნუ გაგაოცებთ თქვენზე მოვლენილი ცეცხლოვანი განსაცდელი, თითქოს უცხო რამ მოგსვლოდეთ. არამედ გიხაროდეთ როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა მისი დიდების გამოცხადებაშიც იხაროთ და იმხიარულოთ.
გამოცხადება 7:13-14
შემდეგ მომიგო ერთმა უხუცესთაგანმა და მკითხა: „ვინ არიან ეს თეთრი სამოსით შემოსილები ან საიდან მოვიდნენ?” ვუპასუხე: “უფალო, შენ იცი”. მან მითხრა: „ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები; რომელთაც გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს კრავის სისხლით.
გამოცხადება 21:4
მოსწმენდს ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; აღარ იქნება გლოვა, გოდება და ტკივილი, ვინაიდან გადაიარა უწინდელმა”.