გონიერება ბიბლიური ციტატები

იგავნი 8:12
მე, სიბრძნე, გონიერებასთან ვმკვიდრობ და ცოდნასა და წინდახედულობას ვპოვებ.

იგავნი 1:1-6
იგავნი სოლომონისა, დავითის, ისრაელის მეფის ძისა. სიბრძნისა და დარიგების შესაცნობად, გონივრული ნათქვამის გასაგებად; ბრძნული დარიგების, სიმართლის, სამართლისა და სამართლიანობის მისაღებად; გულუბრყვილოთათვის საზრიანობის, ხოლო ყმაწვილთათვის ცოდნისა და განსჯის უნარის მისაცემად. მოისმენს ბრძენი და ცოდნას გაიმრავლებს, გონიერი და – დაკვალიანდება; იგავის, ქარაგმის, ბრძენთა სიტყვებისა და არაკების გასაგებად.

იგავნი 14:15
გულუბრყვილოს ყველა სიტყვისა სჯერა, გონიერი კი აკვირდება თავის ნაბიჯებს.

იგავნი 12:16
უგუნური მყისვე ავლენს თავის გაბრაზებას, გონიერი კი არ იმჩნევს წყენას.

იგავნი 14:8
წინდახედულის სიბრძნე თავისი გზის შეცნობაშია, ბრიყვთა სიბრიყვე კი – საკუთარი თავების მოტყუებაში.

იგავნი 22:3
გონიერი წინასწარ ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს, ბრიყვი კი გზას აგრძელებს და ისჯება.

იგავნი 23:1-3
როცა მთავართან დაჯდები სადილად, კარგად დააკვირდი, რა არის შენს წინ; და ყელზე დანა მიიბჯინე, თუ მსუნაგი ხარ. ნუ მოისურვებ მის ნუგბარს, ვინაიდან მაცდურია ის პური.

ამოსი 5:13
ამიტომაც დუმს გონიერი კაცი ასეთ დღეებში, რადგან სიავის ჟამია ეს.

იგავნი 12:23
გონიერი კაცი ცოდნას ფარავს, უგუნურთა გული კი სისულელეს აცხადებს.

იგავნი 14:18
გულუბრყვილო სიბრიყვეს დაიმკვიდრებს, საზრიანი კი ცოდნით არის დაგვირგვინებული.

მათეს 7:6
ნუ მისცემთ წმიდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხით არ გათელონ და შემობრუნებისას თქვენც არ დაგგლიჯონ.

იგავნი 21:23
ვინც თავის ბაგესა და ენას უფრთხილდება უბედურებისგან იცავს თავის თავს.

იაკობის 3:5-8
ასევეა ენაც. პატარა ასოა და ბევრს იქადის. აჰა, რა მცირე ალი ჰბუგავს დიდ ტყეს. ენაც ცეცხლია, უმართლობის მთელი სამყარო. ენა ჩვენს ასოებს შორის არის მოთავსებული. ის ბილწავს მთელს სხეულს და ჩვენი ყოფიერების ბორბალს აალებს. თვითონაც აალებულია ჯოჯოხეთისგან. რადგან მხეცთა და ფრინველთა, ქვეწარმავალთა და ზღვის ცხოველთა ყოველგვარი ბუნება თვინიერდება და მოთვინიერებულია ადამიანის ბუნების მიერ. ენის დამორჩილება კი კაციშვილს არ შეუძლია. დაუკავებელი ბოროტებაა ეს და მომაკვდინებელი გესლითაა სავსე.

იგავნი 15:5
ბრიყვი უარყოფს მამის შეგონებას, მხილების შემსმენი კი გონიერდება.

იგავნი 6:6-11
ჭიანჭველასთან მიდი უქნარავ, მის გზებს დააკვირდი, და ჭკუა ისწავლე. არც უფროსი ჰყავს მას, არც ბატონი და არც ზედამხედველი; ზაფხულში იმარაგებს თავის საზრდოს, მკის დროს აგროვებს თავის საკვებს. როდემდე უნდა იწვე ზარმაცო? როდის გაიღვიძებ? ცოტა ძილი, ცოტა თვლემა, ცოტა გულზე ხელის დაკრეფა მოსასვენებლად, და მაწანწალასავით მოგადგება სიღატაკე და იარაღიანი კაცივით – გაჭირვება.

იგავნი 24:27
დაასრულე შენი საქმე გარეთ, მოამზადე მინდორი, შემდეგ კი აიშენე სახლი.

იგავნი 22:26-27
ნუ იქნები იმათგანი ხელს რომ ურტყამენ ხელზე და თავდებად უდგებიან სესხზე, რადგან თუ ვერ გადაიხდი, ქვეშაგებსაც კი გამოგაცლიან ძირიდან.

Close
Close