უფლის სული ბიბლიური ციტატები

მსაჯულნი 3:10
უფლის სული იყო მასზე ისრაელში სამსაჯულოდ. გავიდა საომრად და ხელში ჩაუგდო უფალმა ქუშან-რიშათაიმი, არამის შუამდინარეთის მეფე; და განამტკიცა თავისი ხელი ქუშან-რიშათაიმზე;

ესაია 61:1
უფლის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა გლახაკთა სახარებლად, წარმომგზავნა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და პატიმართა გასათავისუფლებლად.

მსაჯულნი 6:34
უფლის სულმა მოიცვა გედეონი, ჩაჰბერა საყვირს და შეიყარნენ აბიყეზერელნი მის დაძახილზე.

1 მეფეთა 16:13-14
აიღო სამუელმა რქა ზეთით და მისი ძმების თანდასწრებით სცხო მას; და დაივანა უფლის სულმა დავითზე იმ დღიდან მოყოლებული. ადგა სამუელი და რამათს წავიდა. განშორდა საულს უფლის სული და აწვალებდა მას ბოროტი სული უფლისგან.

2 მეფეთა 23:2
უფლის სული ლაპარაკობს ჩემი პირით და სიტყვა მისი, ჩემს ენაზეა.

3 მეფეთა 22:24
მივიდა ციდკია ქენაყანის ძე, სახეში გაარტყა მიქას და უთხრა: „როგორ, ნუთუ ჩემგან განვიდა უფლის სული, რომ შენში ელაპარაკა?”

4 მეფეთა 2:16
უთხრეს: „აჰა, შენს მსახურთ ორმოცდაათი ძლიერი კაცი გვყავს, წავიდნენ და მოძებნონ შენი ბატონი. იქნებ აიტაცა უფლის სულმა და სადმე მთაში ან ველზე დააგდო!” მიუგო ელისემ: „ნუ გაგზავნით”.

ესაია 11:2
და დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და ძლიერებისა, სული ცოდნისა და უფლის მოშიშებისა.

ესაია 63:14
როგორც ნახირი ჩადის ხეობაში, ისე დაატარებდა მოსასვენებლად თავის ხალხს უფლის სული; ამგვარად მიუძღოდი შენს ხალხს, რათა დიადი სახელი დაგემკვიდრებინა.

ეზეკიელი 11:5
გადმოვიდა უფლის სული ჩემზე და მითხრა: „თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი: ასე და ასე ფიქრობთ, ისრაელის სახლო, რადგან ვიცი მე თქვენი აზრები.

ეზეკიელი 37:1
უფლის ხელი იყო ჩემზე; გამომიყვანა უფლის სულით და შუაგულ ველზე დამსვა, ძვლებით რომ იყო სავსე.

ლუკას 4:18
„უფლის სულია ჩემზე, რადგან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და ბრმათათვის თვალის ასახელად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად,

2 კორინთელთა 3:17
უფალი სულია და სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა.

Close
Close