ქრისტეს დროება ბიბლიური ციტატები

გალატელთა 4:4
და როცა მოვიდა სისრულე დროისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისგან იშვა და დაემორჩილა რჯულს.

რომაელთა 5:6
რადგან ქრისტე, როცა ჯერ კიდევ უძლურნი ვიყავით, განსაზღვრულ დროს მოკვდა უღმრთოთათვის.

იოანეს 7:8
თქვენ ადით ამ დღესასწაულზე, ხოლო მე ჯერ არ ავალ, რადგან ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა”.

იოანეს 7:30
ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო, რადგან ჯერ არ მოსულიყო მისი დრო.

მათეს 4:17
იმ დროიდან დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო”.

მათეს 26:18
მან უთხრა: „წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით, ასე ამბობს-თქო მოძღვარი, მოახლოვდა ჩემი დრო, შენთან მოვიმზადებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად”.

მათეს 26:45
მაშინ მივიდა მოწაფეებთან და უთხრა: „თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? აჰა, მოახლოვდა ჟამი და მიეცემა ძე კაცისა ცოდვილთა ხელში.

იოანეს 12:23
იესომ მიუგო და უთხრა მათ: „დადგა ჟამი, რომ განდიდდეს ძე კაცისა.

იოანეს 13:1
პასექის დღესასწაული ახლოვდებოდა. იესომ იცოდა, რომ დადგა ამ წუთისოფლიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი. შეიყვარა რა თავისიანები, წუთისოფელში რომ იყვნენ, ბოლომდე უყვარდა ისინი.

ლუკას 17:22
მოწაფეებს უთხრა: „დადგება დღეები, როცა ინატრებთ, თუნდაც ერთი დღით იხილოთ ძე კაცისა, მაგრამ ვერ იხილავთ.

ლუკას 17:24-30
ვინაიდან, როგორც ელვა გაიელვებს ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე, ასევე იქნება ძე კაცისაც თავის დღეს. ოღონდ თავდაპირველად მისი ხვედრია მრავალი ტანჯვის ატანა და უარყოფა ამ თაობის მიერ. როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება ძე კაცისას დღეებშიც. ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ, თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე შევიდოდა ნოე კიდობანში. მერე მოვიდა წარღვნა და ყველა დაიღუპა. ისევე, როგორც ლოტის დროს იყო: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდდნენ, ყიდულობდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ. იმ დღეს კი, როცა ლოტი სოდომიდან გამოვიდა, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეციდან და ყველა დაიღუპა. ასევე იქნება იმ დღესაც, როცა ძე კაცისა გამოჩნდება.

იოანეს 8:56
აბრაჰამს, მამათქვენს, ახარებდა ჩემი დღის ხილვა. იხილა და გაიხარა”.

იოანეს 12:27
ახლა შფოთავს ჩემი სული და რა ვთქვა? მამაო, მიხსენი ამ ჟამისგან! მაგრამ ამისთვის მოვედი ამ ჟამს.

1 ტიმოთეს 6:15
რომელსაც თავის ჟამს გამოავლენს ნეტარი და ერთადერთი ხელმწიფე, მეფეთა მეფე, უფალთა უფალი,

Close
Close