გამოსვლა 4:11
უთხრა უფალმა: „ვინ მისცა ბაგე კაცს; ვინ შექმნა მუნჯი ან ყრუ, მხედველი ან ბრმა? განა მე არა, უფალმა?
იგავნი 20:12
მსმენელი ყური და მხილველი თვალი – ერთიც და მეორეც უფალმა შექმნა.
მარკოზის 8:23
მან ხელი ჩაჰკიდა ბრმას, სოფლიდან გაიყვანა, თვალებზე დააფურთხა, ხელები დაადო და ჰკითხა: „ხედავ რამეს?”
ლუკას 6:42
ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: ძმაო, მიმიშვი, ბეწვი ამოგიღო თვალიდან, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ უნდა ამოუღო შენს ძმას ბეწვი თვალიდან.
ლუკას 10:23
მიუბრუნდა მოწაფეებს და ცალკე უთხრა: „ნეტარია თვალები, რომლებიც ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ;
მათეს 13:14
მათზე სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება, რომელიც ამბობს: სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით.
საქმეები 28:26
მიდი ამ ხალხთან და უთხარი: სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ.
ლუკას 8:10
მან თქვა: „თქვენ მოგეცათ ღმერთის სამეფოს საიდუმლოებათა ცოდნა, სხვებს კი იგავებით მიეცათ ისე, რომ უყურებდნენ და ვერ ხედავდნენ, ისმენდნენ და ვერ იგებდნენ.
რომაელთა 8:24
ვინაიდან იმედით ვიქენით დახსნილნი, ხილული იმედი კი აღარ არის იმედი; რადგან, თუ ხედავს კაცი, რაღას იმედოვნებს?
ებრაელთა 11:3
რწმენით ვგებულობთ, რომ საუკუნენი ღმერთის სიტყვით არის მოწყობილი, რადგან უხილავისგან წარმოიშვა.
გამოცხადება 3:8
ვიცი შენი საქმენი; აჰა, მოგეცი შენს წინაშე ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუძს; მცირე ძალა გაქვს, მაგრამ შეინახე ჩემი სიტყვა და არ უარყავი ჩემი სახელი.
2 კორინთელთა 5:7
ვინაიდან რწმენით დავდივართ და არა ხილვით.
იაგვნი 4:25
დაე, შენმა თვალებმა წინ იყურონ, და შენი წამწამები არ დახარო.
ეკლესიასტე 6:9
სჯობს თვალით ნანახი, ვიდრე ნაოცნებარი – ესეც ამაოებაა და დევნა ქარისა.