იოანეს 1:1
დასაწყისში იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.
იოანეს 1:15
იოანე მოწმობს მის შესახებ, ღაღადებს და ამბობს: „ეს იყო ის, რომლის შესახებაც ვამბობდი: ჩემ შემდეგ მომავალი, ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო.
იაონეს 1:30
ეს არის, რომელზეც ვთქვი: ჩემ შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო.
იოანეს 8:58
უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სანამ აბრაჰამი იქნებოდა, მე ვარ”.
იოანეს 8:28
ამიტომ უთხრა მათ იესომ: „როცა აამაღლებთ ძე კაცისას, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და ჩემით არაფერს ვაკეთებ, არამედ, რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ.
იოანეს 13:19
წინასწარ გეუბნებით, სანამ ახდებოდეს, რათა, როცა ახდება, ირწმუნოთ, რომ მე ვარ.
იოანეს 8:24
ამიტომ გითხარით: თქვენს ცოდვებში დაიხოცებით-მეთქი; რადგან, თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით”.
მათეს 14:27
მაგრამ იესო მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: „გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!”
მარკოზის 6:50
რადგან ყველამ დაინახა იგი და შეძრწუნდნენ; ის მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: „გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!”
ლუკას 24:39
შეხედეთ ჩემს ხელებსა და ფეხებს. ეს მე ვარ თვითონ. შემეხეთ და ნახეთ, რადგან სულს არ აქვს ხორცი და ძვლები, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ”.
ლუკას 6:20
თვალი მიაპყრო თავის მოწაფეებს და თქვა: „ნეტარნი ხართ გლახაკნი, რადგან თქვენია ღმერთის სამეფო.
მარკოზის 14:62
იესომ თქვა: „მე ვარ. და იხილავთ ძე კაცისას ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებზე მომავალს”.
იოანეს 18:5
იუგეს მას: „იესო ნაზარეველს”. უთხრა მათ: “მე ვარ”. მისი გამცემი იუდაც მათთან იდგა.
იოანეს 18:8
იესომ მიუგო: „ხომ გითხარით, მე ვარ-მეთქი. თუ მე მეძებთ, ეს კაცები გაუშვით, წავიდნენ”.
იოანეს 18:6
როცა უთხრა: მე ვარო, უკან დაიხიეს და მიწაზე დაემხნენ.