ეზეკიელი 11:12
და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, რადგან ჩემი წესებით არ დადიოდით და ჩემი დადგენილებებით არ იქცეოდით, არამედ იმ ხალხების წესებით იქცეოდით, თქვენ გარშემო რომ არიან”.
ფსალმუნები 45:10
შეჩერდით და შეიცანით, რომ მე ვარ ღმერთი; ავმაღლდები ერებს შორის, ავმაღლდები დედამიწაზე.
ესაია 5:16
ამაღლდება ცაბაოთ უფალი სამართალში და გამოჩნდება წმიდა ღმერთი სიმართლეში.
გამოსვლა 6:7
მიგიღებთ ჩემს ხალხად და მე ვიქნები თქვენი ღმერთი; და გეცოდინებათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი – თქვენი გამომყვანი ეგვიპტელთა უღლიდან.
გამოსვლა 7:5
და შეიტყობენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი, როდესაც გავიწვდი ხელს ეგვიპტეზე და გამოვიყვან მათგან ისრაელის შვილებს”.
გამოსვლა 14:4
გავუმძვინვარებ გულს ფარაონს და დაგედევნებათ უკან. განვდიდდები ფარაონსა და მთელ მის ჯარზე; და გაიგებენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი”. ასეც მოიქცნენ.