იაკობის 1:2-3
ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით. რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას ქმნის;
1 პეტრეს 1:7
რათა თქვენი გამოწრთობილი რწმენა, ცეცხლში გამობრძმედილ, ხრწნად ოქროზე ბევრად ძვირფასი აღმოჩნდეს, ქების, პატივისა და დიდებისთვის იესო ქრისტეს გამოჩენისას,
იობი 7:17-18
რა არის კაცი, ასე რომ განადიდებ და მისკენ მიგიპყრია გულისყური? ყოველ დილას რომ ინახულებ და სცდი ყოველ წამს?
იობი 23:10
თუმცა იცის მან ჩემი გზები, რომლითაც დავდივარ და როცა გამომცდის, ოქროსავით ხალასი გამოვალ.
მეორე რჯული 8:2
გახსოვდეს მთელი გზა, რომლითაც გატარა უდაბნოში უფალმა, შენმა ღმერთმა, ეს ორმოცი წელიწადი, რათა მოერჯულებინე და გამოეცადე, რომ შეეტყო, რა გაქვს გულში, დაიცავდი მის მცნებებს თუ არა.
გამოცხადება 3:10
რაკი დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდელის ჟამისგან, რომელიც მოვა მთელს ქვეყანაზე, რომ გამოსცადოს დედამიწის მკვიდრნი.
მათეს 16:1
მივიდნენ მასთან ფარისეველნი და სადუკეველნი და გამოსაცდელად სთხოვეს, ეჩვენებინა მათთვის ნიშანი ზეციდან.
1 თესალონიკელთა 5:21
არამედ ყველაფერი გამოსცადეთ და კეთილს ჩაეჭიდეთ.
ესაია 1:25
შენს წინააღმდეგ მოვაქცევ ხელს და სახმილით განვწმედ შენს ნატამალს, მოვაცილებ მთელ მინარევს.
მალაქია 3:3
დაჯდება ვერცხლის გამომდნობელივით და გამწმედელივით; გაწმედს ლევის ძეებს და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს, რათა სიმართლეში მიართვან უფალს შესაწირი.
მეორე რჯული 8:2-3
გახსოვდეს მთელი გზა, რომლითაც გატარა უდაბნოში უფალმა, შენმა ღმერთმა, ეს ორმოცი წელიწადი, რათა მოერჯულებინე და გამოეცადე, რომ შეეტყო, რა გაქვს გულში, დაიცავდი მის მცნებებს თუ არა. გათვინიერებდა, გაშიმშილებდა და მანნას გაჭმევდა, რომელიც არც შენ იცოდი და არც შენმა მამებმა იცოდნენ, რათა მიმხვდარიყავი, რომ არა მხოლოდ პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით.
მეორე რჯული 8:16
გკვებავდა უდაბნოში მანნით, რომელსაც არ იცნობდნენ შენი მამები, რომ თავმდაბლობა ესწავლებინა შენთვის და გამოეცადე, რათა ბოლოს სასიკეთოდ მოგწეოდა;
დაბადება 22:1-2
ამ ამბების შემდეგ გამოსცადა ღმერთმა აბრაჰამი; დაუძახა: „აბრაჰამ!” და უპასუხა: „აქა ვარ!” მან უთხრა: „წაიყვანე შენი ერთადერთი ძე ისაკი, რომელიც ძალიან გიყვარს; წადი მორიას მხარეში და სრულადდასაწველ მსხვერპლად შესწირე ერთ მთაზე, რომელსაც გაჩვენებ”.
2 ნეშტთა 12:7-9
როცა იხილა უფალმა მათი დამდაბლება, გამოეცხადა უფლის სიტყვა შემაყიას და უთხრა: „რადგან თავები დაიმდაბლეს, აღარ მოვსპობ მათ, ცოტა ხანში გამოვიხსნი და არ გადმოვღვრი შიშაკის ხელით ჩემს გულისწყრომას იერუსალიმზე. მაგრამ მონებად გაუხდებიან მას, რათა იცოდნენ რა სხვაობაა ჩემს მსახურებასა და ქვეყნიერების მეფეთა მსახურებას შორის”. გაილაშქრა შიშაკმა, ეგვიპტის მეფემ, იერუსალიმზე და წაიღო მეფის სასახლისა და უფლის ტაძრის საგანძური. ყველაფერი წაიღო და სოლომონის გაკეთებული ოქროს ფარებიც.
მათეს 15:22-28
და აჰა, ქანაანელი დედაკაცი გამოვიდა იმ ადგილებიდან და შეჰღაღადა მას: „შემიწყალე, უფალო, ძეო დავითისა, ჩემი ქალიშვილი მძიმე ეშმაკეულია”. მას კი სიტყვაც არ უთქვამს მისთვის. მოწაფეები მივიდნენ და სთხოვეს: „გაუშვი იგი, რადგან ზურგში მოგვყვირის”. მან კი უთხრა პასუხად: „მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან ვარ მოვლინებული”. მივიდა, თაყვანი სცა და უთხრა: “მიშველე, უფალო!” ხოლო მან მიუგო: „არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო”. უთხრა დედაკაცმა: „დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეცებს, მათი ბატონების სუფრიდან რომ ცვივა”. მაშინ მიუგო იესომ პასუხად: „ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა, მოგეცეს, რაც გსურს”. და იმ ჟამიდან განიკურნა მისი ქალიშვილი.
მარკოზის 8:17-21
იესო მიხვდა ამას და უთხრა მათ: „რას მსჯელობთ, პური რომ არა გაქვთ? ნუთუ კიდევ ვერ ხედავთ და ვერ გაგიგიათ? გული გაგიქვავდათ? თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით? და არც გახსოვთ? როცა ხუთი პური დავტეხე ხუთი ათასი კაცისთვის, რამდენი გოდორი გაავსეთ ნარჩენებით?” უთხრეს: „თორმეტი”. „როცა ოთხი ათასისთვის შვიდი პური დავტეხე, რამდენი კალათი გაავსეთ ნარჩენებით?” უთხრეს: “შვიდი”. უთხრა მათ: „მაშ, როგორ ვერ ხვდებით?”
ფსალმუნები 138:23
გამომიკვლიე უფალო და შეიცანი ჩემი გული; შემამოწმე და გაიგე ჩემი აზრები.
გალატელთა 6:4
ამიტომ, ყველამ თავისი საქმე გამოსცადოს და მაშინ ექნება საკვეხნი, მხოლოდ საკუთარ თავთან და არა სხვასთან.
1 კორინთელთა 3:12-15
და ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე – ოქროს, ვერცხლს, პატიოსან ქვებს, ხეს, ნამჯას, თივას – თითოეულის საქმე გამომჟღავნდება. ვინაიდან დღე გამოაჩენს, რადგან ის ცეცხლით ცხადდება და თვითონ ცეცხლი გამოცდის თითოეული ადამიანის საქმეს. ვისი აშენებული საქმეც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს. ვისი საქმეც დაიწვება, ის იზარალებს; თვითონ კი გადარჩება, მაგრამ როგორც ცეცხლისგან.
გამოსვლა 17:2
ამიტომ წაეჩხუბა ხალხი მოსეს. ეუბნებოდნენ: „მოგვეცით წყალი დასალევად”. უთხრა მათ მოსემ: „რად მეჩხუბებით? რატომ ცდით უფალს?”
მეორე რჯული 6:16
არ გამოსცადო უფალი, შენი ღმერთი, როგორც მასაში გამოსცადე.
მათეს 4:7
ესომ უპასუხა: „ასევე დაწერილია: არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი”.
მათეს 19:3
მაშინ მივიდნენ მასთან ფარისეველნი და გამოსაცდელად ჰკითხეს: „თუ არის ნებადართული კაცისთვის ნებისმიერი მიზეზით გაუშვას ცოლი?”
საქმეები 15:10
ახლა რაღატომ გინდათ გამოსცადოთ ღმერთი და მოწაფეებს ისეთი უღელი დაადგათ ქედზე, რომლის ტარება ვერც ჩვენმა მამებმა შეძლეს და ვერც ჩვენ?
ებრაელთა 3:8-9
ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც ამბოხის ჟამს, უდაბნოში გამოცდის დღეს, სადაც გამომცადეს თქვენმა მამებმა და ხედავდნენ ჩემს საქმეებს ორმოც წელიწადს.
1 იოანეს 4:1
საყვარელნო, ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი, ღვთისგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი გამოვიდა წუთისოფელში.