ხელისუფალთა პატივისცემა ბიბლიის მუხლები

ტიტეს 3:1
შეახსენე მათ – დაემორჩილონ და მოუსმინონ გამგებლებსა და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისთვის.

მათეს 22:21
თქვეს: კეისრისა! მაშინ უთხრა მათ: მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს – ღმრთისა!

მარკოზის 12:17
იესომ უთხრა მათ: მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთისა – ღმერთს. და გაუკვირდათ მისი.

ლუკას 20:25
მაშინ უთხრა მათ: ჰოდა, მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა.

1 ტიმოთეს 2:1-2
ამრიგად, შეგაგონებ, უწინარეს ყოვლისა, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისთვის, მეფეებისა და ყველა ზემდგომთათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობითა და პატიოსნებით;

1 პეტრეს 2:13
დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ მმართველობას უფლის გულისთვის, იქნება ეს მეფე, როგორც უმაღლესი მმართველი,

Close
Close