ქრისტეს გამოცდა ბიბლიური ციტატები

მათეს 16:1
მივიდნენ მასთან ფარისეველნი და სადუკეველნი და გამოსაცდელად სთხოვეს, ეჩვენებინა მათთვის ნიშანი ზეციდან.

მარკოზის 8:11
გამოვიდნენ ფარისეველნი, დავა დაუწყეს და ციდან ნიშანი მოსთხოვეს, რომ გამოეცადათ.

ლუკას 11:16
ზოგი კი, გამოსაცდელად, ციდან ნიშანს მოითხოვდა მისგან.

მათეს 22:35
ერთმა მათგანმა, რჯულის მცოდნემ, გამოსაცდელად ჰკითხა იესოს:

მათეს 19:3
მაშინ მივიდნენ მასთან ფარისეველნი და გამოსაცდელად ჰკითხეს: „თუ არის ნებადართული კაცისთვის ნებისმიერი მიზეზით გაუშვას ცოლი?”

მარკოზის 10:2
მივიდნენ ფარისევლები იესოსთან და გამოსაცდელად ჰკითხეს: „ნებადართულია თუ არა კაცისთვის ცოლის გაშვება?”

ლუკას 10:25
აჰა, ერთი რჯულის მცოდნე წამოდგა და გამოსაცდელად ჰკითხა: „მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო,

იოანეს 8:6
ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი წაეყენებინათ მისთვის. მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერდა.

მათეს 22:18
იესომ იცოდა რა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ: „რატომ მცდით, თვალთმაქცნო?

მარკოზის 12:15
იცოდა რა მათი თვალთმაქცობა, უთხრა მათ: „რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი, რომ დავხედო”.

ლუკას 22:28
თქვენ კი ისინი ხართ, რომლებიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში.

ლუკას 23:14
უთხრა მათ: „თქვენ მოიყვანეთ ჩემთან ეს კაცი, როგორც ხალხის წამქეზებელი. და აჰა, მე გამოვიძიე თქვენს წინაშე და ვერ ვპოვე ამ კაცში ვერავითარი დანაშაული, რაშიც ადანაშაულებთ;

Close
Close