საქმეები 5:21
გაუგონეს მას, განთიადისას ტაძარში შევიდნენ და ასწავლიდნენ. როდესაც მოვიდნენ მღვდელმთავარი და მასთან მყოფნი, მოიწვიეს სინედრიონი და ისრაელიანების უხუცესთა საბჭო და გაგზავნეს საპყრობილეში მათ მოსაყვანად.
საქმეები 11:16
როგორც კი ნახა, ანტიოქიაში ჩაიყვანა. მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ეკლესიაში და დიდძალ ხალხს ასწავლიდნენ; პირველად ანტიოქიაში ეწოდათ მოწაფეებს ქრისტიანები.
საქმეები 15:35
ხოლო პავლე და ბარნაბა ანტიოქიაში დარჩნენ ბევრ სხვასთან ერთად, ასწავლიდნენ და ახარებდნენ უფლის სიტყვას.
საქმეები 18:11
წელიწადნახევარს დარჩა იქ და ასწავლიდა მათ ღვთის სიტყვას.
საქმეები 20:20
სასარგებლო არაფერი დამიკავებია თქვენთვის, რაც არ გაგიცხადეთ და გასწავლეთ საჯაროდ თუ სახლებში;
1 კორინთელთა 4:17
ამისთვის გამოვგზავნე თქვენთან ტიმოთე, ჩემი საყვარელი და ერთგული შვილი უფალში, რომელიც გაგახსენებთ ჩემს გზებს ქრისტე იესოში, როგორც ვასწავლი ყველგან, ყველა ეკლესიაში.
1 კორინთელთა 14:6
ახლა კი, ძმებო, თუ მოვალ თქვენთან და ენებით ვილაპარაკებ, რა სარგებლობას მოგიტანთ, თუ არ გეტყვით ან გამოცხადებით, ან ცოდნით, ან წინასწარმეტყველებით, ანდა სწავლებით?
1 კორინთელთა 14:19
მაგრამ მირჩევნია ეკლესიაში ხუთი სიტყვა ვთქვა ჩემი გონებით, რათა სხვებსაც ვასწავლო, ვიდრე ათი ათასი – ენებით.
1 კორინთელთა 14:26
მაშ, რაღა ძმებო? შეკრებისას თითოეულს აქვს ფსალმუნი, აქვს სწავლება, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება. ყოველივე ეს ხდებოდეს ასაშენებლად.
გალატელთა 6:6
სიტყვაში დამოძღვრილი ყოველივე სასიკეთოს უზიარებდესდამმოძღვრავს.
კოლასელთა 3:16
უხვად დამკვიდრდეს უფლის სიტყვა თქვენში სრული სიბრძნით; ასწავლეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ფსალმუნით, გალობით და სულიერი სადიდებლებით, და უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით.
2 თესალონიკელთა 2:15
მაშ ასე, ძმებო, მტკიცედ იდექით და გეპყრათ გადმოცემები, რაშიც განისწავლეთ ჩვენი სიტყვით თუ წერილებით.
1 ტიმოთეს 2:7
რის მქადაგებლად და მოციქულადაც ვარ დადგენილი – ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ ქრისტეში, არ ვცრუობ, – წარმართთა მასწავლებლად რწმენასა და ჭეშმარიტებაში.
1 ტიმოთეს 5:17
ხუცესნი, რომლებიც წესიერად მმართველობენ, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, განსაკუთრებით კი ისინი, ქადაგებითა და დამოძღვრით რომ შრომობენ.
1 ტიმოთეს 6:2
ის კი, ვისაც მორწმუნე ბატონი ჰყავს, ნუ უგულებელჰყოფს მას, აქაოდა ძმა არისო, არამედ უფრო მეტად ემსახუროს, ვინაიდან მორწმუნენი – საყვარელნი და ქველმოქმედნი არიან. ეს ასწავლე და შეაგონე.
2 ტიმოთეს 1:11
რომლის მოქადაგედ, მოციქულად და მასწავლებლადაც ვარ დადგენილი.
2 ტიმოთეს 4:2
რომ დაჟინებით იქადაგო სიტყვა მოსახერხებელ და მოუხერხებელ დროს, ამხილო, შერისხო, შეაგონო მთელი სულგრძელობითა და სწავლებით.
ტიტეს 2:3
ხნიერი ქალებიც – ქცევით ღირსეულნი, არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მონანი, არამედ სიკეთის მოძღვარნი,
ებრაელთა 13:7
გახსოვდეთ თქვენი წინამძღოლნი, რომლებიც ღვთის სიტყვას გიქადაგებდნენ; მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენმა მიბაძეთ მათ რწმენას.
მათეს 28:20
ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე”. ამინ!
1 ტიმოთეს 4:11
ეს ამცნე და ასწავლე.
მათეს 28:29
ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით.
2 ტიმოთეს 2:2
და რაც მრავალი მოწმის თანდასწრებით მოისმინე ჩემგან, ის გადაეცი ერთგულ ადამიანებს, რომელთაც სხვათა განსწავლის უნარიც ექნებათ.
ტიტეს 2:4
რათა ასწავლონ ყმაწვილქალებს ქმრისა და შვილების სიყვარული,
რომაელთა 12:7
თუ მსახურებაა – მსახურებაში; თუ დამოძღვრაა – დამოძღვრაში.
1 ტიმოთეს 2:12
დედაკაცს არ ვაძლევ სწავლების ან კაცზე ბატონობის ნებას, არამედ იყოს მდუმარედ.
1 ტიმოთეს 4:13
სანამ მოვალ, ყურადღება გაამახვილე კითხვაზე, შეგონებასა და მოძღვრებაზე.
ებრაელთა 5:12
ვინაიდან დროის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უკვე მასწავლებლები უნდა ყოფილიყავით, მაგრამ თქვენ ჯერ ისევ ღვთის სიტყვის პირველსაწყისები გაქვთ შესასწავლი. მაგარი საჭმელი კი არა, რძე გჭირდებათ.