ძალ-ღონე ბრძოლაში ბიბლიური ციტატები

ფსალმუნები 17:39
შენ შემმოსე ძალით საომრად, ჩემს ქვეშ მოდრიკე ჩემი მოწინააღმდეგენი.

2 მეფეთა 22:40
შენ შემომსარტყლავ ძალას საომრად, ჩემს წინაშე აჩოქებ ჩემს წინააღმდგომთ.

იესო ნავეს ძე 14:11
ჯერ კიდევ ძლიერი ვარ, როგორც იმ დღეს, მოსემ რომ გამგზავნა; რა ძალაც მაშინ მქონდა, ახლაც ის ძალა მაქვს საომრად, გასასვლელად და შემოსასვლელად.

ფსალმუნები 139:7
უფალო ღმერთო, ჩემი გადარჩენის ძალავ! შენ გადამეფარე თავზე ფარად ბრძოლის დღეს.

ფსალმუნები 143:1
კურთხეულ იყოს უფალი, ჩემი კლდე, რომელიც ბრძოლას ასწავლის ჩემს ხელებს და ომს – ჩემს თითებს.

ესაია 28:6
უფალი იქნება სიმართლის სული სასამართლოში მჯდომისათვის, და სიმამაცე კარიბჭეზე მომწყდარი მტრის მომგერიებელთათვის.

ფსალმუნები 17:32
რადგან ვინ არის ღმერთი, გარდა უფლისა? ანდა ვინ არის ბურჯი, გარდა ჩვენი ღმერთისა?

ებრაელთა 11:32-34
კიდევ რა გითხრათ? დრო არ მეყოფა, რომ გედეონზე, ბარაკზე, სამსონზე, იფთახზე, დავითზე, სამუელსა და წინასწარმეტყველებზე ვილაპარაკო, რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკრავდნენ ლომებს. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს,

იგავნი 21:31
ცხენს ბრძოლის დღისთვის ამზადებენ, მაგრამ გამარჯვება უფლისგანაა.

ფსალმუნები 26:3
ლაშქარმაც რომ დაიბანაკოს ჩემს წინააღმდეგ, არ შეშინდება ჩემი გული; ომიც რომ ატყდეს ჩემს წინააღმდეგ, მაინც იმედი მაქვს.

Close
Close