დანიელი 10:18-19
კვლავ შემეხო ადამიანის მსგავსება და გამამაგრა. მითხრა: „ნუ გეშინია, სათნო კაცო! მშვიდობა შენდა! განმტკიცდი და გამხნევდი!” როცა მელაპარაკებოდა, განვმტკიცდი და ვუთხარი: „ილაპარაკე ჩემო ბატონო, ვინაიდან გამამაგრე”.
ლუკას 22:43
ეჩვენა ანგელოზი ციდან და ამაგრებდა.
საქმეები 9:19
საჭმელი ჭამა და მომაგრდა. რამდენიმე დღე დამასკოში, მოწაფეებთან გაატარა.
საქმეები 14:22
ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს, შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენით, და ეუბნებოდნენ: მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველშიო.
საქმეები 15:41
დადიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს.
საქმეები 16:5
ეკლესიები კი, მტკიცდებოდნენ რწმენაში და დღითი დღე იზრდებოდა მათი რიცხვი.
საქმეები 18:23
დადიოდა სირიასა და კილიერთხანს იქ დაჰყო, შემდეგ წამოვიდა და ჯერ გალატია დაიარა, მერე კი – ფრიგია, და განამტკიცებდა ყველა მოწაფეს.კიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს.
საქმეები 15:32
ხოლო იუდამ და სილამ, რომლებიც თვითონაც წინასწარმეტყველნი იყვნენ, მრავალი სიტყვით ანუგეშეს და განამტკიცეს ძმები.
1 თესალონიკელთა 3:2
და გამოვგზავნეთ ტიმოთე, ჩვენი ძმა და ღვთის მსახური, ჩვენივე თანამშრომელი ქრისტეს სახარებაში, რათა გაგვემტკიცებინეთ და გვენუგეშებინეთ თქვენს რწმენაში,
რომაელთა 1:11
ვინაიდან ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გაგიზიაროთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად,