გრძნეულება ბიბლიური ციტატები

მეორე რჯული 18:9-14
როცა მიხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ნუ გაიმეორებ იმ ხალხთა სისაძაგლეებს. არ იყოს შენს შორის თავისი ძისა და ასულის ცეცხლში გამტარებელი, არც ჯადოქარი, არც მისანი, არც მარჩიელი, არც გრძნეული, არც მომჯადოვებელი, არც სულთა და არც მკვდართა გამომკითხველი, ვინაიდან საზიზღარია უფლის წინაშე ყოველივე ამის მოქმედი; ამ სისაძაგლეთა გამო სდევნის მათ შენგან უფალი, შენი ღმერთი. უბიწო იყავი უფლის, შენი ღმერთის წინაშე, რადგან ეს ხალხები, რომლებსაც იპყრობთ, მისნებსა და ჯადოქრებს უსმენენ, შენ კი ეს არ მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა.

გამოცხადება 18:23
ლამპრის სინათლე აღარ გაგინათებს; აღარ გაისმება შენში ნეფე-დედოფლის ხმა, რადგან შენი ვაჭრები იყვნენ დედამიწის დიდებულები და შენი გრძნეულება აცდუნებდა ხალხს.

მიქა 5:12
ხელიდან გამოგგლეჯ ჯადოქრებს და აღარ გეყოლება მკითხავები.

გალატელთა 5:19-21
ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულობა, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, შუღლი, უთანხმოება, განხეთქილება, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის მკეთებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს.

საქმეები 19:19
ბევრმა მათგანმა, ვინც ჯადოსნობას ეწეოდა, მოაგროვა წიგნები და დაწვა ყველას თვალწინ. აღრიცხეს მათი ფასი და ორმოცდაათი ათასი ვერცხლი გამოვიდა.

გამოცხადება 21:8
ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შემბილწველთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით. ეს არის მეორე სიკვდილი”.

გამოსვლა 22:18
ჯადოქარს ნუ აცოცხლებ.

გამოცხადება 22:15
მის მიღმა არიან ძაღლები და გრძნეულები, მეძავები და კაცისმკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და ყველა, ვისაც სიცრუე უყვარს და სჩადის.

საქმეები 13:6-8
პაფომდე რომ მოიარეს მთელი კუნძული, ნახეს ერთი გრძნეული და ცრუწინასწარმეტყველი იუდეველი, სახელად ბარიესუ, რომელიც პროკონსულ სერგიუს-პავლიუსთან, გონიერ კაცთან იყო. მან მოუხმო ბარნაბას და სავლეს, ვინაიდან ღვთის სიტყვის მოსმენა სურდა. თუმცა წინ აღუდგა მათ გრძნეული ელიმასი (ასე ითარგმნება მისი სახელი), და ცდილობდა რწმენისგან გადაეცდინა პროკონსული.

რიცხვნი 23:23
რადგან არაა შელოცვა იაკობის წინააღმდეგ და ჯადოქრობა ისრაელის წინააღმდეგ. იტყვიან თავის დროზე იაკობსა და ისრაელზე: აი, რას აკეთებს ღმერთი!

მალაქია 3:5
მოვალ თქვენთან განსასჯელად და მაშინვე გამოვალ მოწმედ ჯადოქართა და მრუშთა წინააღმდეგ, ცრუმოფიცართა და დაქირავებულთათვის საზღაურის დამკავებელთა წინააღმდეგ, ქვრივ-ობლის მჩაგვრელთა წინააღმდეგ, ხიზნის გამგდებთა და მათ წინააღმდეგ, ვისაც არა აქვს ჩემი შიში! – ამბობს ცაბაოთ უფალი.

საქმეები 8:9-13
იმავე ქალაქში იყო ერთი კაცი, სახელად სიმონი, რომელიც ადრე ჯადოქრობდა და აოცებდა სამარიელ ხალხს; თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა. ყველა, დიდიან-პატარიანად, ყურს უგდებდა მას და ამბობდა: „ეს ის ღვთიური ძალაა, დიადად რომ იწოდება”. ყურს კი იმიტომ უგდებდნენ, რომ დიდი ხნის მანძილზე აოცებდა მათ ჯადოქრობით. ხოლო, ერწმუნენ რა ფილიპეს, რომელიც ღმერთის სამეფოსა და იესო ქრისტეს სახელს ახარებდა, ინათლებოდნენ როგორც მამაკაცები, ისე დედაკაცებიც. სიმონმაც ირწმუნა და მოინათლა, აღარ შორდებოდა ფილიპეს და მოხდენილ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს რომ ხედავდა, უკვირდა.

გამოსვლა 7:22
და იგივე გააკეთეს ეგვიპტის გრძნეულებმა თავ-თავისი ჯადოქრობით; გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ ისმინა მათი, როგორც ჰქონდა ნათქვამი უფალს.

ლევიანნი 19:28
არ ჭამოთ სისხლიანად, არ იმარჩიელოთ და არ იჯადოქროთ.

ლევიანნი 19:31
ნუ მიმართავთ მიცვალებულთა გამოძახებას და ჯადოსნობას; ნუ გაიუწმიდურებთ თავს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

გამოცხადება 9:21
არ მოინანიეს ჩადენილი მკვლელობანი, არც თავიანთი გრძნეულებანი, არც თავიანთი მეძავობანი და არც თავიანთი ქურდობანი.

4 მეფეთა 21:6
ცეცხლში გაატარა თავისი ვაჟი, მისნობდა და სულთა მხმობელნი განაწესა. ბევრ ბოროტებას აკეთებდა უფლის თვალში მის განსარისხებლად.

საქმეები 16:16
ისე მოხდა რომ, როცა ლოცვისთვის მივდიოდით, ერთი გოგონა შეგვხვდა, რომელსაც პითონის სული ჰქონდა და მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს.

Close
Close