მათეს 24:6
ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს; იცოდეთ, ნუ შეშინდებით, რადგან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.
ეზეკიელი 7:26
უბედურებას უბედურება მოჰყვება, ამბავს ამბავი დაემატება, წინასწარმეტყველისგან ხილვას მოითხოვენ, მაგრამ რჯული დაეკარგება მღვდელს და რჩევა უხუცესებს.
ეზეკიელი 23:1
და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
იოანეს 21:23
ამიტომ გამოვიდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ არ მოკვდებოდა ის მოწაფე. მაგრამ იესოს არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუ მსურს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს იგი, შენ რაო?
იერემია 51:46
ნუ დაგისუსტდებათ გულები და ნუ შეგეშინდებათ ხმისა, ქვეყნად რომ გაისმის; ეს ხმა მოვა ამ წელს, მომდევნო წელს – სხვა ხმა; არ შეწყდება ძალადობა ქვეყანაზე და მბრძანებელი მბრძანებელზე აღდგება.
მარკოზის 13:7
თქვენ კი, როცა მოისმენთ ომების შესახებ და ომების ამბებს, ნუ შეძრწუნდებით, ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.
1 ტიმოთეს 4:7
ოღონდ უღვთო და დედაბრულ ზღაპრებს მოერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე;
იგავნი 17:4
ბოროტმოქმედი უსამართლოს ბაგეს უსმენს, ცრუ ადამიანი დამანგრეველ ენას უგდებს ყურს.
იგავნი 16:28
უკუღმართი კაცი განხეთქილებას თესავს, ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს.
იგავნი 26:24
მოძულე კაცი თავისი ბაგეებით თავს ინიღბავს, გულში კი მზაკვრობა უდევს;
1 ტიმოთეს 3:11
ცოლებიც ღირსეული უნდა იყვნენ: არა მაბეზღარნი, კდემამოსილნი და ყველაფერში ერთგულნი.
1 ტიმოთეს 5:13
და კიდევ, უსაქმურობაში კარდაკარ სიარულს ეჩვევიან, და მარტო უსაქმურნი კი არა, ყბედნი და ცნობისმოყვარენიც ხდებიან, და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რაც არ არის მართებული.
1 ტიმოთეს 6:11
შენ კი, ღვთის კაცო, გაერიდე ამას და მისდიე სიმართლეს, ღვთისმოსაობას, რწმენას, სიყვარულს, მოთმინებასა და სიმშვიდეს.
2 მეფეთა 13:30
ჯერ კიდევ გზაში იყვნენ ისინი, რომ ამბავი მოუვიდა დავითს: „ამოჟლიტაო აბესალომმა მეფის ძეები, ერთიც არ გადარჩენილა”.
4 მეფეთა 19:7
აჰა, მოვუვლენ სულს, მოისმენს ამბავს და თავის ქვეყანაში გაბრუნდება. მისსავე ქვეყანაში დაეცემა მახვილით!”
ესაია 37:7
აჰა, სულს ჩავუდებ, ამბავს გაიგებს და დაბრუნდება თავის ქვეყანაში; მახვილით დავცემ მისივე ქვეყანაში”.
ნეემია 6:6
წერილში ეწერა: „ერებში ხმა დადის და გაშმუც ამბობს, რომ შენ და ებრაელებს ამბოხება გაქვთ განზრახული და კედელსაც ამიტომ აშენებ. ამავე ხმების თანახმად, მათზე გამეფება გაქვს განზრახული.
ლუკას 1:65
შიშმა მოიცვა ყველა, ვინც მათ ირგვლივ ცხოვრობდა; და დიდი მითქმა-მოთქმა იყო ამის თაობაზე იუდეის მთიანეთში.