სიზარმაცეს მოჰყვება ბიბლიური ციტატები

იგავნი 10:4
ზარმაცი ხელი აღარიბებს, გამრჯე ხელი ამდიდრებს.

იგავნი 20:13
ძილს ნუ შეიყვარებ, თორემ გაღარიბდები; გაახილე თვალები და პურით გაძღები.

იგავნი 20:4
ზარმაცს ზამთარში ხვნა ეზარება; მკის დროს მოიკითხავს და არაფერი ექნება.

იგავნი 24:34
და ყაჩაღივით მოგადგება შენი სიღატაკე და შენი გაჭირვება – იარაღასხმული კაცივით.

იგავნი 19:15
სიზარმაცემ ძილქუში იცის და უქნარა კაცი იშიმშილებს.

იგავნი 12:24
ბეჯითის ხელი იბატონებს, ზარმაცი კი მონად იქცევა.

იგავნი 13:4
ზარმაცის სულს სწადია და არა აქვს, ბეჯითთა სული კი დამსუყდება.

იგავნი 21:25
ზარმაცს საკუთარი სიხარბე კლავს, რადგან მისი ხელები უარს ამბობენ მუშაობაზე;

იგავნი 24:30-31
ზარმაცი კაცის მინდორთან და ჭკუათხელი ადამიანის ვენახთან ჩავიარე; აჰა, ჭინჭრითა და ეკლით იყო ყველაფერი დაფარული, ყორე კი ჩამონგრეულიყო.

1 ტიმოთეს 5:13
და კიდევ, უსაქმურობაში კარდაკარ სიარულს ეჩვევიან, და მარტო უსაქმურნი კი არა, ყბედნი და ცნობისმოყვარენიც ხდებიან, და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რაც არ არის მართებული.


მსგავსი თემები:

სიზარმაცე

Close
Close