სულიერი სიმშვიდე ბიბლიური ციტატები

გოდება 5:19-22
შენ კი, საუკუნოდ ხარ, უფალო, შენი ტახტი თაობიდან თაობამდეა. სამუდამოდ რატომ დაგვივიწყე? ასე დიდხანს რად მიგვატოვე? შენკენ მოგვაბრუნე, უფალო, და მოვბრუნდებით! განგვიახლე დღეები, როგორც უწინ, თუ საბოლოოდ მოგვიძულე და უზომოდ მრისხანებ ჩვენზე?

ფსალმუნები 54:4-8
თრთის ჩემ შიგნით ჩემი გული და სიკვდილის ძრწოლა დამატყდა თავს.  შიში და თრთოლა დამეუფლა და შიშის ზარი მიპყრობს.  ვთქვი, რომ მქონდეს-მეთქი მტრედის ფრთები, გავფრინდებოდი და მოვისვენებდი!  აჰა, შორს გადავიხვეწებოდი, უდაბნოში დავიდებდი ბინას.  ვისწრაფებდი, რომ მეპოვა თავშესაფარი ძლიერი ქარისგან და ქარიშხლისგან.

გოდება 3:25-26
კეთილია უფალი მისი მომლოდინესთვის, მისი მაძიებელი სულისთვის. სიკეთე მას, ვინც მოთმინებით მოელის ხსნას უფლისგან.

1 ტიმოთეს 2:2
მეფეებისა და ყველა ზემდგომთათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობითა და პატიოსნებით;

მათეს 11:28-30
მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ! იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გულით თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ თქვენი სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი სასიამოვნოა და ჩემი ტვირთი მსუბუქი!”

გამოსვლა 33:14
თქვა უფალმა: „მე თავად წამოვალ და დაგასვენებ”.

ფსალმუნები 22:2
ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება.

ფსალმუნები 50:12
შენი ხსნის სიხარული დამიბრუნე და შენი დიდებული სულით გამამაგრე.

ფსალმუნები 90:1-13
უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს.  ვეტყვი უფალს: ჩემი თავშესაფარი და სიმაგრე ხარ, ჩემი ღმერთი ხარ, შენ გენდობი.  რადგან ის დაგიხსნის მონადირის ხაფანგიდან, მომაკვდინებელი ჭირისგან.  თავის ბუმბულს გადაგაფარებს და მის ფრთებქვეშ პოვებ თავშესაფარს; ფარი და ბურჯი იქნება მისი ჭეშმარიტება შენთვის.  არ შეგაშინებს ღამის საშინელება, ისარი დღისით გამოფრენილი. ბნელში მოარული შავი ჭირი და შუადღის მომსვრელი უბედურება.  დაეცემა შენს გვერდით ათასი და ათი ათასი შენს მარჯვნივ, შენ კი არ მოგიახლოვდება.  მხოლოდ შენი თვალებით შეხედავ და დაინახავ ბოროტეულთა საზღაურს.  ვინაიდან, უფალი გაიხადე თავშესაფრად და შენს სამკვიდროდ აირჩიე უზენაესი, არ შეგემთხვევა სიავე და წყლული ვერ მიეკარება შენს კარავს. რადგან თავის ანგელოზებს უბრძანებს დაგიცვან ყველა შენს გზაზე. ხელში აყვანილს გატარებენ, რომ ფეხი არ წამოჰკრა ქვას.  ლომსა და ასპიტს ფეხს დაადგამ, ლომის ბოკვერსა და ურჩხულს გათელავ.

ესაია 26:3-4
აზრებში მტკიცეს სრულყოფილ სიმშვიდეში დაიფარავ, რადგან შენზეა მონდობილი. სამარადისოდ მიენდეთ უფალს, რადგან მარადიული კლდეა უფალი ღმერთი.

იოანეს 14:27
მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. წუთისოფელი რომ იძლევა, მე ისე არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.

რომაელთა 5:1
მაშასადამე, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით,

გალატელთა 1:3
მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან,

გალატელთა 5:22
ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება,

კოლასელთა 1:20
რათა მისი მეშვეობით შემოერიგებინა ყოველი და მშვიდობა დაემყარებინა მისი ჯვრის სისხლით, დედამიწაზე თუ ზეცაში.

ებრაელთა 4:9-11
ესეიგი, შაბათის სიმშვიდე კვლავ რჩება ღვთის ხალხისთვის. ვინაიდან ვინც მის სიმშვიდეში შევიდა, მანაც ისევე დაისვენა თავისი საქმეებისგან, როგორც ღმერთმა თავისისგან. მაშ, ვეცადოთ იმ სიმშვიდეში შესვლას, რათა მათ მსგავსად ურწმუნოებით არ დავეცეთ.

ფსალმუნები 1:3
და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილი ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია.

ფსალმუნები 36:7
დაემორჩილე უფალს და მოთმინებით დაელოდე მას. ნუ განრისხდები თავის გზაზე წარმატებულ, ბოროტის განმზრახველ კაცზე.

ფსალმუნები 115:7
უფალო, ნამდვილად შენი მსახური ვარ; მსახური ვარ შენი, ძე შენი მხევლისა; შენ შემხსენი ბორკილები.

ფსალმუნები 118:165
დიდია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთათვის და არ არსებობს მათთვის დაბრკოლება.

ფსალმუნები 124:1
სიონის მთასავითაა უფალზე დანდობილი – არ შეირყევა, მარადიულად იდგება.

იგავნი 29:25
ადამიანის მოშიშარს მახე დაეგება, უფალზე დანდობილი კი – დაცული იქნება.

ესაია 30:15
რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი, ისრაელის წმიდა: „მონანიებასა და სიმშვიდეში იქნებოდით დახსნილნი, სიწყნარესა და მყუდროებაში იქნებოდა თქვენი ძალა. მაგრამ არ ინდომეთ.

ესაია 58:11
მუდამ წინ წაგიძღვება უფალი, გვალვებში სურვილს დაგიკმაყოფილებს, ძვლებს გაგიმაგრებს და იქნები მორწყული ბაღივით და წყაროსავით, რომლის წყლებიც არ გამოილევა.

იერემია 6:16
ასე ამბობს უფალი: „დადექით გზებზე, შეხედეთ, გამოიკითხეთ ძველი ბილიკი, რომელი გზაა უკეთესი. მასზე იარეთ და სულის სიმშვიდეს ჰპოვებთ; მათ კი თქვეს, არ ვივლითო!

იოანეს 14:1
„ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.

რომაელთა 8:6
რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები – სიცოცხლე და მშვიდობა.

1 პეტრეს 3:4
არამედ შინაგან, დაფარულ კაცში, უხრწნელ სილამაზეში, ფაქიზ და მშვიდ სულში, რაც ესოდენ ძვირფასია ღმერთის წინაშე.

ფსალმუნები 111:10
ბოროტი ნახავს და განრისხდება, კბილებს დააღრჭენს და გაცამტვერდება; ბოროტეულთა საწადელი მოისპობა.

ესაია 48:22
„არ არის მშვიდობა ბოროტეულთათვის!” ამბობს უფალი.

ესაია 28:12
ეუბნებოდნენ მათ: „აჰა, მოსვენება; მიეცით დაქანცულს მოსვენება, აჰა, სიმშვიდე”, მაგრამ არ უნდოდათ მოსმენა.

Close
Close