იოანეს 1:18
ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, მან გაგვიცხადა.
გამოსვლა 33:20
თქვა: „ვერ შეძლებ ჩემი სახის ხილვას, რადგან არ ძალუძს ადამიანს მიხილოს და ცოცხალი დარჩეს”.
ესაია 55:8-9
რადგან ჩემი ზრახვები თქვენი ზრახვები არ არის, და თქვენი გზები ჩემი გზები არ არის! – ამბობს უფალი; და როგორც ზეცაა დედამიწაზე მაღალი, ჩემი გზებიც ასევე მაღალია თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები – თქვენს ზრახვებზე.
იოანეს 6:46
იმიტომ კი არა, რომ ვინმეს უხილავს მამა, იმის გარდა, ვინც ღმერთისგან არის, მან იხილა მამა.
1 იოანეს 4:12
ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში რჩება და მისი სრულყოფილი სიყვარული ჩვენშია.
იობი 11:7
ნუთუ გამოიკვლევ ღვთის სიღრმეებს და მიაღწევ ყოვლადძლიერის საზღვრებს?
იობი 9:4
გულით ბრძენია და ძალით ძლიერი, ვინ გაუჯიუტდა მას და არ დაზიანდა?
იობი 23:3-9
ო, ნეტავ ვიცოდე, სად ვიპოვო იგი და მის სამყოფლამდე მივიდოდი, წინ დავუდებდი ჩემს სარჩელს და ჩემი პირით გავიმართლებდი თავს. მოვისმენდი მის სიტყვებს და გავიგებდი, რასაც მეტყოდა. ნუთუ მთელი თავისი ძლიერებით იპაექრებდა ჩემთან? არა, უსათუოდ ყურს დამიგდებდა! იქ შეუძლია წრფელს გამართლება, სამუდამოდ დავიხსნიდი თავს ჩემი მსაჯულისგან; აჰა, წინ მივდივარ და არ არის იგი, უკან და – ვერ ვპოვებ მას; ჩემს მარცხნივ თუ იქმს რასმე – ვერ ვამჩნევ, მარჯვნივაა შეფარული და ვერ ვხედავ მას.
იობი 26:14
აჰა, ეს არის კიდეები მისი გზებისა და რა ცოტა რამ გვსმენია მასზე! ვინ ჩასწვდება მისი ძლიერების გრგვინვას?”
იობი 36:26
აჰა, ამაღლებულია ღმერთი და ვერ შევიცნობთ მას, ვინ გამოიკვლევს მის წელთა რიცხვს.
იობი 37:5
გრგვინავს ღმერთი თავის საკვირველ ხმაზე, იქმს დიად საქმეებს, ვერ ჩავწვდებით მისი სიდიადის ძალას.
ფსალმუნები 138:6
გაოცებული ვარ, როგორ შემიცანი ასე; ჩემს გონებას აღემატება.
ფსალმუნები 144:3
დიდია უფალი და საქებარია ფრიად, ჩაუწვდომელია მისი სიდიადე.
ესაია 40:13-14
ვინ მომართა უფლის სული? ვინ განასწავლა იგი თავისი რჩევით? ვისთან თათბირობდა, ვინ მისცა გონიერება? ვინ ასწავლა სამართლის ბილიკი და ვინ ჩააგონა გზა ცოდნისა და გონიერებისა?
რომაელთა 11:23
ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები!
2 კორინთელთა 4:4
ურწმუნოთათვის, რომლებსაც ამ წუთისოფლის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა არ ებრწყინა მათთვის სახარების ნათელს ქრისტეს დიდებაზე, რომელიც ღვთის ხატია.
იოანეს 1:5
სინათლე ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი.
რომაელთა 1:18-32
ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღმერთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უმართლობაზე, უმართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას. იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც შეიძლება იცოდნენ ღმერთზე, რადგან ღმერთმა განუცხადა მათ. ვინაიდან, ქვეყნიერების დასაბამიდან, ქმნილებათა განხილვით შეიცნობა უხილავნი ღვთისა – მისი მარადიული ძალა და ღვთაებრივობა – ასე რომ, ვერ გამართლდებიან ისინი. რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ. და უხრწნადი ღმერთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში. ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმების უწმიდურებას, რათა თვითონვე შეებილწათ თავიანთი სხეულები ერთმანეთში. რომელთაც ღმერთის ჭეშმარიტება სიცრუით შეცვალეს, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ! ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი შეცვალეს ბუნებრივი ურთიერთობის წესი ბუნების საწინააღმდეგოთი. ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი ურთიერთობის წესი და ავხორცობით გახურდნენ ერთიმეორის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს, და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის. და რაკი არ ეცადნენ, რომ გონებით ჩაწვდომოდნენ ღმერთს, ღმერთმა უკუღმართ გონებას გადასცა ისინი, რათა დაუწესებელი ეკეთებინათ. აღვსილნი არიან ყოველგვარი უმართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღრობით. ცილისმწამებელნი, ღმერთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარნი, ბოროტგანმზრახველნი, მშობლების ურჩნი, უგუნურნი, ვერაგნი, არასანდონი, არამოყვარულნი და ულმობელნი. იციან მათ ღმერთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ; მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც უწონებენ.
1 კორინთელთა 1:21
და რადგან ქვეყნიერებამ სიბრძნის მეშვეობით ვერ შეიცნო ღმერთი თავის ღთაებრივ სიბრძნეში, ღვთისთვის სათნო იყო მორწმუნეთა გადარჩენა ქადაგების უგუნურებით.
1 კორინთელთა 2:14
მშვინვიერი ადამიანი კი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისგანაა, ვინაიდან სისულელედ მიაჩნია და არ ძალუძს გაგება, რადგან სულიერად განისჯება.
2 კორინთელთა 3:14
მაგრამ გონება დაეხშოთ მათ, ვინაიდან ძველი აღთქმის კითხვისას დღემდე რჩება იგივე მოუხდელი რიდე, რომელიც ქრისტეში იხსნება.
1 იოანეს 5:20
ვიცით ისიც, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონიერება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ ღმერთის ჭეშმარიტ ძეში, იესო ქრისტეში. ის არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.
იოანეს 1:14-18
და სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენ შორის მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისგან მხოლოდშობილის დიდება. იოანე მოწმობს მის შესახებ, ღაღადებს და ამბობს: „ეს იყო ის, რომლის შესახებაც ვამბობდი: ჩემ შემდეგ მომავალი, ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო. მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ. ვინაიდან რჯული მოსეს მეშვეობით მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მეშვეობით გამოჩნდა”. ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, მან გაგვიცხადა.
იოანეს 17:3
ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე – იესო ქრისტეს.
კოლოსელთა 1:15-20
ვინც არის უხილავი ღვთის ხატება, პირმშო ყოველი ქმნილებისა, ვინაიდან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და დედამიწაზეა, ხილული და უხილავი, ტახტები და მეფობანი, მმართველობანი და ხელმწიფებანი – ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი. ის არის უწინარეს ყოვლისა და ყოველივე მისით დგას. ის არის თავი სხეულისა, რომელიც ეკლესიაა. ის არის დასაბამი, პირმშო მკვდართაგან, რათა მას ჰქონდეს პირველობა ყველაფერში. ვინაიდან სასურველი იყო მამისთვის, რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სისავსე, რათა მისი მეშვეობით შემოერიგებინა ყოველი და მშვიდობა დაემყარებინა მისი ჯვრის სისხლით, დედამიწაზე თუ ზეცაში.