გამოცხადება წინასწარმეტყველების მეშვეობით ბიბლიური ციტატები

ებრაელთა 1:1
ღმერთი, ძველთაგან მრავალჯერ და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა მეშვეობით,

2 პეტრეს 1:21
ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღმერთისაგან წარმოთქვამდნენ მას.

მეორე რჯული 18:15-22
და წინასწარმეტყველს აღადგენს შენგან, შენს ძმათაგან, ჩემს მსგავსად აღადგენს უფალი, თქვენი ღმერთი; მას უსმინეთ;  ვინაიდან ასე ითხოვეთ უფლისგან, თქვენი ღმერთისგან ხორებთან შეკრების დღეს: მეტად ნუღარ გავიგონებთო უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას, და ნუღარ ვიხილავთო ამ დიდ ცეცხლს, რათა არ დავიხოცოთ.  მითხრა უფალმა: „კარგია ის, რაც თქვეს.  გამოვუყვან მათ თავის ძმათაგან წინასწარმეტყველს შენს მსგავსად, ჩემს სიტყვას ჩავუდებ პირში და ყველაფერს გამოუცხადებს მათ, რასაც ვუბრძანებ.  ის, ვინც არ შეისმენს სიტყვებს, რომელთაც ჩემი სახელით ილაპარაკებს იგი, მე თვითონ მოვკითხავ მას.  მაგრამ წინასწარმეტყველი, რომელიც გათავხედდება და ჩემი სახელით ილაპარაკებს იმას, რაც მე არ მიბრძანებია მისთვის ან სხვა ღმერთების სახელით ალაპარაკდება, უნდა მოკვდეს”.  თუ იტყვი გულში: როგორ გავიგო, რომელი სიტყვა არ მოდისო უფლისგან?  თუ უფლის სახელით ილაპარაკებს წინასწარმეტყველი, მაგრამ არ ასრულდება სიტყვა და არ ახდება, მაშინ არ ყოფილა ეს სიტყვა უფლის ნათქვამი; თვითნებურად ილაპარაკა წინასწარმეტყველმა. ნუ გეშინიათ მისი.

1 მეფეთა 28:6
უთხრა საულმა თავის მსახურებს: „მომიძებნეთ სულთა გამომძახებელი ქალი, მივალ და ვამკითხვინებ”. უთხრეს მსახურებმა: „აჰა, ყენდორშია სულთა გამომძახებელი ქალი”.

2 მეფეთა 23:2
უფლის სული ლაპარაკობს ჩემი პირით და სიტყვა მისი, ჩემს ენაზეა.

3 მეფეთა 14:11-12
მათ, ვინც ქალაქში მოუკვდება იერობყამს – ძაღლები შეჭამენ, ხოლო, ვინც მინდორში – ცის ფრინველები დაჯიჯგნიან, ვინაიდან უფალმა ბრძანა ასე.  შენ კი ადექი და წადი შენს სახლში, როგორც კი ფეხს შედგამ ქალაქში, მოკვდება ყრმა.

4 მეფეთა 21:10
ამბობდა უფალი თავის მსახურთა, წინასწარმეტყველთა მეშვეობით:

2 ნეშტთა 20:20
დილაადრიანად ადგნენ და თეკოაყის უდაბნოსკენ გავიდნენ. გასვლისას ადგა იოშაფატი და თქვა: „ისმინეთ ჩემი, იუდეველნო და იერუსალიმის მკვიდრნო! ირწმუნეთ უფლის, თქვენი ღმერთის და განმტკიცდებით; ირწმუნეთ მისი წინასწარმეტყველების და წარმატება გექნებათ”.

2 ნეშტთა 20:12-16
ღმერთო ჩვენო! განა არ განიკითხავ მათ?! რადგან უძლურნი ვართ ამოდენა ურდოს წინაშე, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მოდის და არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, ვინაიდან შენკენაა მოპყრობილი ჩვენი თვალი!”  მთელი იუდა იდგა უფლის წინაშე, თავიანთი ჩვილებით, ცოლებითა და ძეებით.  მაშინ გადმოვიდა უფლის სული შუაგულ კრებულში იახაზიელ ზაქარიაჰუს ძეზე, რომელიც ბენაიას, იეყიელის და ლევიანი მათანიას შთამომავალი იყო, ასაფიანთაგან.  თქვა: „ისმინე, მთელო იუდავ, იერუსალიმის მკვიდრნო და მეფე იოშაფატ! ასე ამბობს უფალი: ნუ შეგაშინებთ და შეგაძრწუნებთ ეს დიდი ურდო, რადგან თქვენი კი არაა ეს ბრძოლა, არამედ ღმერთის.  ჩადით ხვალ მათთან; აჰა, ისინი ჰაციცის მაღლობზე ამოვლენ და ხევის ბოლოს, იერუელის უდაბნოს წინ წააწყდებით მათ.

ესაია 6:1-8
მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, დიდებულ და აღზევებულ ტახტზე მჯდარი და მისი სამოსლის კალთები ავსებდა ტაძარს.  სერაფიმნი იდგნენ მის ზემოთ: თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა, ორით სახეს იფარავდნენ, ორით – ფეხებს და ორით დაფრინავდნენ. გასძახოდნენ ერთიმეორეს და ამბობდნენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა ცაბაოთ უფალი! სავსეა მისი დიდებით მთელი დედამიწა!”  და შეირყა წირთხლთა საძირკვლები ძახილის ხმაზე და კვამლით აივსო სახლი.  ვთქვი: “ვაი! დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ, ჩემმა თვალებმა კი მეფე, ცაბაოთ უფალი იხილეს”.  და მოფრინდა ჩემთან ერთ-ერთი სერაფიმი, რომელსაც ხელში სამსხვერპლოდან აღებული მოგიზგიზე მუგუზალი ეჭირა მაშით.  ბაგეზე შემახო და თქვა: „აჰა, შეეხო მუგუზალი შენს ბაგეს და მოგცილდა ურჯულოება, მიგეტევა შენი ცოდვა”.  და მოვისმინე უფლის ხმა, რომელიც ამბობდა: „ვინ წარვგზავნო და ვინ გაგვეგზავნება?” ვთქვი: „აქ ვარ, მე წარმგზავნე!”

ეზეკიელი 1:3
გამოეცხადა უფლის სიტყვა მღვდელ ეზეკიელს, ბუზის ძეს, ქალდეველთა ქვეყანაში, მდინარე ქებარის პირას. უფლის ხელი იყო მასზე.

ეზეკიელი 2:3-5
მითხრა: „ძეო კაცისავ! გაგზავნი ისრაელის ძეებთან, მეამბოხე ხალხთან, რომლებიც ამიჯანყდნენ. დღემდე სცოდავენ ჩემ წინაშე თვითონაც და მათი მამებიც.  ურჩ და ჯიუტ ხალხთან გაგზავნი; უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი!  მოგისმენენ თუ არ მოგისმენენ, ვინაიდან მეამბოხენი არიან, დაე გაიგონ, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის.

ეზეკიელი 3:1-10
მითხრა: „ძეო კაცისავ, ჭამე, რასაც შენ წინ ხედავ. შეჭამე ეს გრაგნილი, მერე წადი და ელაპარაკე ისრაელის სახლს”.  გავაღე პირი და მან შემაჭამა ეს გრაგნილი.  მითხრა: „ძეო კაცისავ! შეჭამე გრაგნილი, რომელსაც მე გაძლევ და მისით აივსე მუცელი”. მეც შევჭამე და თაფლივით დამიტკბა პირში.  მითხრა: „ძეო კაცისავ! მიდი ისრაელის სახლთან და ელაპარაკე ჩემი სიტყვები.  გაუგებარ და მძიმე ენაზე მოლაპარაკე ხალხთან კი არა, ისრაელის სახლთან გაგზავნი,  არა გაუგებარ და მძიმე ენაზე მოლაპარაკე ხალხებთან, რომელთა ლაპარაკსაც ვერ გაიგებდი. მათთან რომ გამეგზავნე, ისინიც კი მოგისმენდნენ,  ხოლო ისრაელის სახლი არ ისურვებს შენს მოსმენას, რადგან ჩემი მოსმენა არ სურთ; ჭეშმარიტად, მთელი ისრაელის სახლი ჯიუტი და თვითნებაა.  აჰა, გავამაგრებ შენს სახეს მათი სახის პირისპირ და შენს შუბლს მათი შუბლის პირისპირ.  კაჟზე მაგარი ალმასივით გაგიმაგრე შუბლი. ნუ შეგეშინდება მათი, ნუ შეგაკრთობს მათი სახე, რადგან მოჯანყე სახლია”. მითხრა: „ძეო კაცისავ! ყველა სიტყვა, მე რომ გეტყვი, გულში ჩაიდე და ყურადღებით მოისმინე.

ოსია 6:5
ამის გამო ვცემდი მათ წინასწარმეტყველთა ხელით და ვანადგურებდი ჩემი პირის სიტყვებით; შენი განკითხვა სინათლეზე გამოვა.

ზაქარია 7:7
განა ეს სიტყვები არ არის, უფალმა რომ ილაპარაკა წინანდელ წინასწარმეტყველთა მეშვეობით, როცა დასახლებული და დამშვიდებული იყო იერუსალიმი, მის გარშემო არსებულ ქალაქებთან, ნეგებთან და დაბლობთან ერთად?

საქმეები 3:18
ხოლო ღმერთმა, როგორც წინასწარ გვამცნო ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა წამებულიყო, ასევე აღასრულა კიდეც.

გამოცხადება 10:7
მაგრამ მეშვიდე ანგელოზის ხმის დღეებში, როცა ის დააყვირებს საყვირს, აღსრულდება ღვთის საიდუმლო, თავის მსახურ წინასწარმეტყველებს რომ ახარა.

Close
Close