კოლასელთა 1:28
რომელსაც ვქადაგებთ ჩვენ, რათა შევაგონოთ ყოველ ადამიანს და ვასწავლოთ ყოველ ადამიანს ყოველგვარი სიბრძნე, რათა ყოველი კაცი წარვადგინოთ სრულქმნილად ქრისტე იესოში.
ტიტეს 3:10
მწვალებელს პირველი და მეორე შეგონების შემდეგ გაერიდე.
ებრაელთა 2:1
ამიტომ გვმართებს მეტი გულისყურით ვიყოთ მოსმენილისადმი, რათა არ გადავუხვიოთ.
ებრაელთა 3:1
ამიტომ, ძმანო წმიდანო, ზეციური მოწოდების ზიარნო, დაუკვირდით მოციქულსა და ჩვენი აღსარების მღვდელმთავარს, იესო ქრისტეს,
ეზეკილი 3:17-21
„ძეო კაცისავ! ისრაელის ტაძრის გუშაგად დამიდგენიხარ. ჩემი პირიდან მოისმენ სიტყვას და ჩემი სახელით გააფრთხილებ მათ. როცა ბოროტმოქმედს ვეტყვი: უსათუოდ მოკვდები-მეთქი! მაგრამ შენ არ გააფრთხილებ და არაფერს ეტყვი, რომ თავის ბოროტ გზას ჩამოშორდეს და იცოცხლოს, მოკვდება ბოროტმოქმედი თავის ურჯულოებაში, ხოლო მის სისხლს შენგან მოვიკითხავ. მაგრამ თუ გააფრთხილებ ბოროტმოქმედს, ის კი არ მოიქცევა თავისი ბოროტებიდან და ბოროტი გზიდან, ის თავის ურჯულოებაში მოკვდება, შენ კი თავს იხსნი. ხოლო როცა მართალი თავისი სიმართლისგან მიიქცევა და ურჯულოებას ჩაიდენს, დაბრკოლებას დავუდებ წინ და მოკვდება, რადგან არ გააფრთხილე. თავის ცოდვაში მოკვდება ის და მართალ საქმეებს, მან რომ მოიმოქმედა, აღარ გაიხსენებენ; მის სისხლს კი შენგან მოვიკითხავ. თუ გააფრთხილებ მართალს, რომ არ შესცოდოს მართალმა და ისიც არ შესცოდავს, უსათუოდ იცოცხლებს, რადგან მიიღო გაფრთხილება, შენ კი თავს იხსნი”.
ეზეკილი 33:2-9
„ძეო კაცისავ! ელაპარაკე შენი ხალხის ძეებს და უთხარი: თუ მახვილს მოვუვლენ რომელიმე ქვეყანას და ამ ქვეყნის ხალხი თავისი წიაღიდან ერთ კაცს გამოარჩევს და თავის გუშაგად დაადგენს მას, დაინახავს იგი ქვეყანაზე მოვლენილ მახვილს, საყვირს ჩაბერავს და ხალხს გააფრთხილებს; ის, ვინც გაიგონა საყვირის ხმა და არ იფრთხილა, მოვიდა მახვილი და წაიყვანა, მისი სისხლი მისავე თავზე იქნება. საყვირის ხმა გაიგონა და არ იფრთხილა – მისი სისხლი მასზევე იქნება; რომ გაფრთხილებულიყო, თავს გადაირჩენდა. თუ გუშაგი დაინახავს მომავალ მახვილს, მაგრამ არ ჩაბერავს საყვირს და ხალხს არ გააფრთხილებს, მოვა მახვილი და ვინმეს წაიყვანს, ის თავისი ურჯულოების გამო იქნება წაყვანილი; ოღონდ გუშაგს მოვკითხავ მის სისხლს. აჰა, ძეო კაცისავ! ისრაელის ტაძრის გუშაგად დამიდგენიხარ, ჩემი პირიდან მოისმენ სიტყვას და ჩემგან გააფრთხილებ მათ. ბოროტეულს რომ ვეტყვი, უსათუოდ მოკვდები-მეთქი, ბოროტეულო! შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი მისი გზის გამო, მოკვდება ბოროტეული თავის ურჯულოებაში; მის სისხლს კი შენ მოგკითხავ. მაგრამ თუ გააფრთხილებ ბოროტეულს, რომ მოიქცეს თავისი გზიდან და არ მოიქცა, ის თავისი ურჯულოების გამო მოკვდება, შენ კი თავს იხსნი.
ეზეკილი 3:18 როცა ბოროტმოქმედს ვეტყვი: უსათუოდ მოკვდები-მეთქი! მაგრამ შენ არ გააფრთხილებ და არაფერს ეტყვი, რომ თავის ბოროტ გზას ჩამოშორდეს და იცოცხლოს, მოკვდება ბოროტმოქმედი თავის ურჯულოებაში, ხოლო მის სისხლს შენგან მოვიკითხავ.
ეზეკილი 3:20
ხოლო როცა მართალი თავისი სიმართლისგან მიიქცევა და ურჯულოებას ჩაიდენს, დაბრკოლებას დავუდებ წინ და მოკვდება, რადგან არ გააფრთხილე. თავის ცოდვაში მოკვდება ის და მართალ საქმეებს, მან რომ მოიმოქმედა, აღარ გაიხსენებენ; მის სისხლს კი შენგან მოვიკითხავ.
ეზეკილი 33:6
თუ გუშაგი დაინახავს მომავალ მახვილს, მაგრამ არ ჩაბერავს საყვირს და ხალხს არ გააფრთხილებს, მოვა მახვილი და ვინმეს წაიყვანს, ის თავისი ურჯულოების გამო იქნება წაყვანილი; ოღონდ გუშაგს მოვკითხავ მის სისხლს.
ეზეკილი 33:8
ბოროტეულს რომ ვეტყვი, უსათუოდ მოკვდები-მეთქი, ბოროტეულო! შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი მისი გზის გამო, მოკვდება ბოროტეული თავის ურჯულოებაში; მის სისხლს კი შენ მოგკითხავ.