განახლებული გული ბიბლიური ციტატები

2 ნეშტთა 11:16
ისრაელის ყველა ტომიდან მიჰყვებოდნენ ლევიანებს, ვინც გულით ეძებდა უფალს, ისრაელის ღმერთს, რომ მოსულიყვნენ იერუსალიმში და მსხვერპლი შეეწირათ უფლისთვის, თავიანთი მამების ღმერთისთვის.

2 ნეშტთა 19:3
თუმცა კეთილი საქმეებიც გიკეთებია, რადგან მოსპე აშერის კერპები ქვეყნიდან და გული ღვთის საძიებლად მოიმზადე.

ეზრა 7:10
რადგან გულში ჩაიდო ეზრამ, უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება და წესებისა და დადგენილებების სწავლება ისრაელში.

ფსალმუნები 9:17
შავეთს დაუბრუნდებიან ბოროტეულნი, ყველა ერი, ვინც დაივიწყა ღმერთი.

ფსალმუნები 56:7
მტკიცეა ჩემი გული ღმერთო, მტკიცეა ჩემი გული, გიმღერებ და გიგალობებ.

ფსალმუნები 111:7
ცუდი ამბისა არ შეეშინდება, მტკიცეა მისი გული, უფალზეა მინდობილი.

1 მეფეთა 2:1
ილოცა ხანამ და თქვა: „ხარობს ჩემი გული უფალში და მომიმაღლა რქა უფალმა; ბაგე გამეხსნა მტრების წინააღმდეგ, რადგან ვხარობ შენმიერ ხსნაში.

ზაქარია 10:7
გმირივით იქნება ეფრემი და გამხიარულდება მათი გული, როგორც ღვინისგან; იხილავენ მათი ძენი და გამხიარულდებიან; უფლით გაიხარებს მათი გული.

3 მეფეთა 8:61
ამიტომ სრულად იყოს თქვენი გული მიძღვნილი უფლისადმი, თქვენი ღმერთისადმი, რათა ცხოვრობდეთ მისი წესებით და იცავდეთ მის მცნებებს, როგორც დღეს!”

ფსალმუნები 101:2
ნუ დამიფარავ შენს სახეს ჩემი გაჭირვების ჟამს, მომაპყარ ყური, ოდეს მოგიხმობ და მალე მიპასუხე.

ფსალმუნები 96:11
სიმართლემ გამოანათა მართალთათვის და გულით წრფელთათვის – მხიარულებამ.

ფსალმუნები 124:4
სიკეთე გაუკეთე უფალო კეთილთ და მათ, ვინც გულით მართალია.

ფსალმუნები 72:1
ნამდვილად კეთილია ღმერთი ისრაელისადმი, გულით სუფთების მიმართ.

ფსალმუნები 23:4
ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც ამაო კერპებს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცია,

მათეს 5:8
ნეტარ არიან გულით სუფთანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ.

1 მეფეთა 24:5
წუხდა ამის შემდეგ გულში დავითი, რადგან კიდე მოაჭრა საულის მოსასხამს.

საქმეები 2:46
ყოველდღე ერთსულოვნად იყვნენ ტაძარში, სახლებში პურს ტეხდნენ და მხიარულებითა და გულუბრალოებით ღებულობდნენ საზრდოს.

ებრაელთა 10:22
მივუახლოვდეთ მას მართალი გულებით და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისგან სხურებით გულგაწმედილნი და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი.

ლუკას 8:15
კარგ ნიადაგზე დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც წრფელი და კეთილი გულით ისმენენ სიტყვას, იცავენ და მოთმინებით იძლევიან ნაყოფს.

ფსალმუნები 50:17
შესაწირი ღმერთისა – სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გულს არ დაამცირებ, ღმერთო.

რომაელთა 6:17
ხოლო მადლობა ღმერთს, რომ თქვენ ადრე ცოდვის მონები, შემდგომ გულით დაემორჩილეთ იმ მოძღვრებას, რომელსაც გადაეცით თქვენი თავი.

ფსალმუნები 118:11
გულში დავიუნჯე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო.

იერემია 32:40
სამარადისო აღთქმას დავდებ მათთან, რომ ზურგს აღარ ვაქცევ და სიკეთით მოვექცევი; ჩემს შიშს ჩავუნერგავ გულებში, რომ აღარ განმიდგნენ.

მეორე რჯული 30:6
გულებს წინადაგიცვეთთ უფალი, შენი ღმერთი, შენ და შენს შთამომავლობას, რათა გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი თქვენი გულითა და არსებით, რათა იცოცხლოთ.

რომაელთა 2:29
არამედ იუდეველი ისაა, ვინც შინაგანად არის, და წინადაცვეთილობა ისაა, რაც გულით არის, სულში და არა ასოში; რისი ქებაც კაცთაგან კი არა, ღვთისგანაა.

2 კორინთელთა 6:11
ბაგე ჩვენი გახსნილია თქვენ მიმართ, კორინთელნო, და გული ჩვენი – ღია.

Close
Close