გამოსვლა 12:25-27
და როცა მიხვალთ ქვეყანაში, რომელსაც მოგცემთ უფალი, როგორც მან ილაპარაკა, იქაც დაიცავთ ამ მსახურებას. და იქნება, რომ გკითხავენ თქვენი შვილები: ეს რა მსახურება გაქვთ? ეტყვით: ეს არის პასექის მსხვერპლი უფლისთვის, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელის შვილთა სახლებს ეგვიპტეში, როდესაც შემუსრა მან ეგვიპტე და გადაარჩინა ჩვენი სახლები”. და მოიდრიკა ხალხი და თაყვანი სცა.
გამოსვლა 12:2-11
„თვეთა დასაბამად იყოს თქვენთვის ეს თვე; პირველი იყოს ის თქვენთვის წლის თვეებში. ასე უთხარით ისრაელის ყოველ თემს: ამ თვის მეათე დღეს აიყვანოს თავისთვის თითოეულმა თითო კრავი ოჯახზე, თითო კრავი სახლეულზე. და თუ კრავის შესაჭმელად მცირერიცხოვანია სახლეული, მაშინ შეუამხანაგდეს კარის მეზობელს სულადობისამებრ; ივარაუდეთ, ვინ რამდენს შეჭამს. უნაკლო, მამალი, ერთწლიანი უნდა იყოს კრავი ან თიკანი. შენახული გყავდეთ ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე და მწუხრის ჟამს დაკლას იგი ისრაელის თემის მთელმა კრებულმა. აიღონ მისი სისხლი და სცხონ კარის ორივე წირთხლს და ზედა ძელს, სადაც უნდა ჭამონ. იმ ღამეს ჭამონ ცეცხლზე შემწვარი ხორცი; ხმიადებით და მწარე მწვანილეულით ჭამონ იგი. არ ჭამოთ უმი ან წყალში მოხარშული, არამედ ცეცხლზე შემწვარი – თავფეხიანად და შიგნეულიანად. დილისთვის ნურაფერს მოირჩენთ; თუ დარჩა რამე – ცეცხლში დაწვით. ასე ჭამეთ – წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხსაცმელი გეცვათ, კვერთხი ხელში გეჭიროთ, აჩქარებით ჭამეთ; ეს საუფლო პასექია.
რიცხვნი 9:1-5
ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსვლის მეორე წლის პირველ თვეს ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში: „დაე, აღასრულონ ისრაელის ძეთ პასექი მისთვის დანიშნულ დროს. ამ თვის მეთოთხმეტე დღეს, მწუხრის ჟამს, მისთვის დანიშნულ დროს, ყოველი მისი დადგენილებისა და წესისამებრ აღასრულეთ იგი”. უთხრა მოსემ ისრაელიანებს პასექის აღსრულების შესახებ და აღასრულეს პასექი, პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს, მწუხრის ჟამს, სინაის უდაბნოში; ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე აღასრულეს ისრაელიანებმა.
მეორე რჯული 16:1-8
„დაიცავით აბიბის თვე და აღასრულეთ უფლის, თქვენი ღმერთის პასექი; რადგან აბიბის თვეში, ღამით გამოგიყვანათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ეგვიპტიდან. დაკალით საპასექო უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის, ფარიდან ან ჯოგიდან იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი თავის სამკვიდრებლად. არ ჭამოთ მასთან ერთად საფუარიანი; ჭამეთ შვიდი დღე მასთან ერთად ხმიადი – გაჭირვების პური, ვინაიდან ჩქარობდი ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსვლისას, რომ მთელი სიცოცხლე გახსოვდეთ ეგვიპტიდან თქვენი გამოსვლის დღე. შვიდი დღის განმავლობაში ნუ იქონიებთ საფუარიანს მთელ თქვენს სამკვიდრებელში და დილამდე არ მოიტოვოთ პირველი დღის საღამოს შენაწირი ხორციდან. გეკრძალებათ საპასექოს დაკვლა უფლის, თქვენი ღმერთის მიერ საცხოვრებლად მოცემულ რომელიმე მხარეში, გარდა იმ ადგილისა, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის სამკვიდრებლად, იქ დაკალით საპასექო საღამოს, მზის ჩასვლისას, რა დროსაც გამოხვედით ეგვიპტიდან. მოხარშეთ და ჭამეთ იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი; განთიადისას გაბრუნდით და წადით თქვენს კარვებში. ჭამეთ ხმიადი ექვსი დღე და მეშვიდე დღეს კი უფლის, თქვენი ღმერთის დღესასწაულია; არავითარი საქმე არ გააკეთოთ.
1 კორინთელთა 5:7
სრულად მოიშორეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, რამდენადაც უფუარნი ხართ, ვინაიდან ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენს გამო შეეწირა.
გამოსვლა 12:11-13
ასე ჭამეთ – წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხსაცმელი გეცვათ, კვერთხი ხელში გეჭიროთ, აჩქარებით ჭამეთ; ეს საუფლო პასექია. გავივლი ეგვიპტის ქვეყანაზე ამ ღამეს და გავგმირავ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში, ადამიანიდან პირუტყვამდე, და განვსჯი ეგვიპტის ყოველ ღმერთს. მე ვარ უფალი. იყოს ის სისხლი თქვენს სახლებზე ნიშნად, სადაც იმყოფებით; დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით, არ მოგეკარებათ შემმუსვრელი სენი, როცა განვგმირავ ეგვიპტის ქვეყანას.
გამოსვლა 34:25
ნუ დამიღვრი ჩემი შესაწირის სისხლს საფუარიან პურზე და ნუ მოიტოვებ საპასექო დღესასწაულის მსხვერპლს დილამდე.
იოანეს 11:55
ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი და ამ მხარიდან მრავალი ავიდა იერუსალიმში პასექის წინ განსაწმენდად.
რიცხვნი 9:6-13
და იყვნენ კაცები, რომლებიც ადამიანის გვამთან შეხებით გაუწმიდურდნენ და არ შეეძლოთ პასექის იმ დღეს აღსრულება; და მიეახლნენ ისინი მოსეს და აჰარონს და უთხრეს: „გავუწმიდურდით ადამიანის გვამთან შეხებით, ამიტომ, მოვაკლდით დანიშნულ დროს უფლისთვის მსხვერპლშეწირვას, ისრაელის ძეთა შორის”. უპასუხა მათ მოსემ: „მაცალეთ, მოვისმენ, რას ბრძანებს უფალი”. თქვა უფალმა: „უთხარი ისრაელის ძეთ: თუ ვინმე თქვენგანი მიცვალებულთან შეხებით გაუწმიდურდება ან შორეულ გზაზე იქნება, თქვენში თუ თქვენს შთამომავლობაში, აღასრულოს მან პასექი უფლისთვის, მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს, მწუხრის ჟამს აღასრულოს იგი, ხმიადით და მწარე მწვანილით ჭამონ. არ დატოვონ მისგან არაფერი განთიადამდე და ძვლები მისი არ დაამტვრიონ: დადგენილებისამებრ აღასრულონ პასექი. ხოლო კაცი, რომელიც სუფთაა, გზაზე არ იმყოფება და არ აღასრულებს პასექს, მოისპოს იგი თავისი ხალხისგან, რადგან თავის დროზე არ მიიტანა უფლის შესაწირი; ცოდვას იტვირთავს ასეთი კაცი.
გამოსვლა 12:43-45
და უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს: „აჰა, დადგენილება პასექისა: უცხოტომელმა არ უნდა ჭამოს იგი. ფულით ნაყიდმა ყოველმა მსახურმა ჭამოს, მას შემდეგ, რაც წინადაცვეთ. ხიზანმა და მოჯამაგირემ არ უნდა ჭამოს.
რიცხვნი 9:14
თუ ხიზანი იცხოვრებს თქვენთან და აღასრულებს პასექს უფლისთვის დადგენილებისა და წესისამებრ უნდა აღასრულოს. ერთი წესი იყოს ხიზნისთვისაც და ქვეყნის მკვიდრთათვისაც”.
იესო ნავეს ძე 5:10
დაიბანაკეს ისრაელის ძეებმა გილგალში და აღასრულეს პასექი თვის მეთოთხმეტე დღის საღამოს, იერიხოს ველებზე.
4 მეფეთა 23:21-23
უბრძანა მეფემ მთელ ხალხს და უთხრა: „იდღესასწაულეთ პასექი უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის, როგორც ამ აღთქმის წიგნში წერია”. არ მომზადებულა ასეთი პასექი მსაჯულთა დროიდან, რომლებიც განსჯიდნენ ისრაელს და არც ისრაელისა და იუდას მეფეთა დღეებში არ მომხდარა ასეთი რამ. მხოლოდ იოშია მეფის გამეფების მეთვრამეტე წელს მომზადდა ასეთი პასექი უფლისთვის იერუსალიმში.
2 ნეშტთა 30:1-5
შეუთვალა ხიზკიაჰუმ მთელ ისრაელსა და იუდას; წერილები მისწერა ეფრემსა და მენაშეს, რათა მისულიყვნენ უფლის სახლში, იერუსალიმში, უფლის, ისრაელის ღმერთის პასექის აღსასრულებლად. გადაწყვიტეს მეფემ, მისმა მთავრებმა და იერუსალიმის მთელმა კრებულმა, რომ მეორე თვეში აღესრულებინათ პასექი, რადგან დადგენილ დროს არ შეეძლოთ მისი აღსრულება, ვინაიდან ჯერ კიდევ საკმარისი რაოდენობით არ იყვნენ მღვდლები განწმედილნი და ვერ შეიკრიბა ხალხი იერუსალიმში. სამართლიანი ჩანდა ეს მეფისა და მთელი კრებულის თვალში. გამოაცხადეს მთელ ისრაელში, ბეერ-შებაყიდან დანამდე, რომ იერუსალიმში ამოსულიყვნენ პასექის აღსასრულებლად უფლის, ისრაელის ღმერთისთვის, რადგან ხანგრძლივი დროის მანძილზე არ აღესრულებინათ იგი დაწერილისამებრ.
ეზრა 6:19-21
და აღასრულა ტყვედნამყოფმა ხალხმა პასექი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს. რადგან ერთიანად განიწმინდნენ მღვდლები და ლევიანები, ყველანი წმიდები იყვნენ; და დაკლეს საპასექო მსხვერპლი ყველა ტყვედნამყოფი ხალხისთვის, თავიანთი მღვდელი ძმებისთვის და თავიანთთვის. ჭამეს პასექი გადასახლებიდან დაბრუნებულმა ისრაელის ძეებმა და ყველამ, ვინც განუდგა ქვეყნის ხალხების უწმიდურებას, რათა ეძებნათ უფალი, ისრაელის ღმერთი.
ეზეკიელი 45:21-24
პირველ თვის მეთოთხმეტე დღეს პასექი გექნებათ, შვიდდღიანი დღესასწაული; ხმიადს შეჭამთ. იმ დღეს მთავარმა მოზვერი უნდა მოიტანოს თავისთვის და ქვეყნის მთელი ხალხისთვის ცოდვის გამოსასყიდ შესაწირად. დღესასწაულის შვიდივე დღეს მოუტანოს სრულადდასაწველ შესაწირად უფალს დღეში შვიდი უნაკლო მოზვერი და შვიდი ვერძი, შვიდი დღის განმავლობაში, და თხა ცოდვის გამოსასყიდ შესაწირად ყოველდღიურად. მოიტანოს მარცვლეული ძღვენი, ერთი ეფა მოზვერზე და ერთი ეფა ვერძზე და ერთი ჰინი ზეთი ეფაზე.
ლუკას 2:41-42
მისი მშობლები ყოველ წელს ადიოდნენ პასექის დღესასწაულზე იერუსალიმში. თორმეტი წლის რომ გახდა, ისინი ჩვეულებისამებრ დღესასწაულზე ავიდნენ იერუსალიმში.
იოანეს 6:4
ახლოვდებოდა პასექი, იუდეველთა დღესასწაული.
საქმეები 12:4
შეიპყრო თუ არა, სატუსაღოში ჩასვა და ჯარისკაცთა ოთხ ოთხეულს უბრძანა მისი დაცვა. განზრახული ჰქონდა, პასექის შემდეგ გამოეყვანა ხალხის წინაშე.
ლუკას 22:15
უთხრა მათ: „დიდად მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ.
მათეს 26:17-19
უფუარობის პირველ დღესვე მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: „სად გინდა, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?” მან უთხრა: „წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით, ასე ამბობს-თქო მოძღვარი, მოახლოვდა ჩემი დრო, შენთან მოვიმზადებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად”. მოწაფეებიც ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა იესომ, და მოამზადეს პასექი.
იოანეს 2:23
იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე ყოფნისას, ბევრმა ირწმუნა მისი სახელი, როცა იხილეს მის მიერ მოხდენილი სასწაულები.
1 კორინთელთა 5:7
სრულად მოიშორეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, რამდენადაც უფუარნი ხართ, ვინაიდან ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენს გამო შეეწირა.
2 ნეშტთა 35:1
საუფლო პასექი იდღესასწაულა იოშიამ იერუსალიმში და პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს დაკლეს საპასექო კრავი.
ფსალმუნები 80:3
ახალმთვარობისას ბუკს ჩაბერეთ, სავსე მთვარისას – ჩვენი დღესასწაულის დღეს.