ეფესელთა 2:8-9
ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილნი, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგან კი არაა, არამედ ღვთის საჩუქარია. არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხნოს,
გალატელთა 2:21
არ უგულებელვყოფ ღვთის მადლს, ვინაიდან თუ რჯულითაა გამართლება, აბა, ამაოდ მომკვდარა ქრისტე!
რომაელთა 8:3
ვინაიდან, რაკი ვერ შეძლო ხორცის მეშვეობით დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში,
რომაელთა 9:16
ამრიგად, ეს დამოკიდებულია არა მსურველზე და არა მცდელზე, არამედ შემწყალე ღმერთზე.
რომაელთა 11:6
ხოლო თუ მადლით, უკვე არა საქმეებით, თორემ მადლი აღარ იქნებოდა მადლი. ხოლო თუ საქმეებით იყო, ეს უკვე მადლი აღარ არის, თორემ საქმე აღარ არის საქმე.
გალატელთა 5:2-6
აჰა, მე, პავლე გეუბნებით თქვენ: თუ წინადაიცვეთთ, არავითარი სარგებლობა არ გექნებათ ქრისტესგან. და კიდევ ვმოწმობ: ყოველი წინადაცვეთილი ადამიანი ვალდებულია მთელი რჯული შეასრულოს. თქვენ, რომლებიც რჯულით იმართლებთ თავს, უქრისტეოდ დარჩით და მოსწყდით მადლს. ჩვენ კი სულით, რწმენის იმედით მოველით სიმართლეს; ვინაიდან ქრისტეში ძალა არა აქვს არც წინადაცვეთას, არც წინადაუცვეთელობას, არამედ სიყვარულით მოქმედ რწმენას.
საქმეები 13:39
ყოველივესგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ გამართლდით, მასში მართლდება ყველა მორწმუნე.
რომაელთა 3:20-30
რადგან რჯულის საქმეებით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე; ვინაიდან რჯულით შეიცნობა ცოდვა. ხოლო ახლა, რჯულის გარეშე გამოჩნდა ღმერთის სიმართლე, რომელზეც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი. ანუ ღმერთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენის მეშვეობით ყველა მორწმუნისათვის, რადგან არ არსებობს განსხვავება, ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას. და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით, რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა შეწყალების მსხვერპლად, რწმენის მეშვეობით მისსავე სისხლში, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევებით, რომელთაც ითმენდა ღმერთი, რათა ახლა ეჩვენებინა თავისი სიმართლე, რომ ის არის მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი. მაშ სადღაა დასაკვეხნი? გამოირიცხა! რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით, არა! არამედ რწმენის რჯულით! რადგან მიგვაჩნია, რომ რწმენით მართლდება კაცი, რჯულის საქმეთა გარეშე. განა ღმერთი მარტო იუდეველთა ღმერთია, განა წარმართებისაც არა? დიახ, წარმართებისაც არის. ვინაიდან ერთია ღმერთი, რომელიც ამართლებს წინადაცვეთილებს რწმენის გამო და წინადაუცვეთელთ – რწმენით.
რომაელთა 4:1-7
რა ვთქვათ, აბრაჰამმა, ჩვენმა მამამ ხორციელად მოიპოვა რაიმე? თუ საქმეებით გამართლდა აბრაჰამი, აქვს დასაკვეხნი, ოღონდ არა ღვთის წინაშე. ვინაიდან, რას ამბობს წერილი? “ერწმუნა აბრაჰამი ღმერთს და ეს ჩაეთვალა მას სიმართლედ”. საქმის აღმსრულებელს საზღაური ჩაეთვლება არა მადლის, არამედ ვალდებულების მიხედვით; მას კი, ვინც არ აღასრულებს საქმეს, მაგრამ სწამს უკეთურთა გამმართლებელი, თავისი რწმენა ჩაეთვლება სიმართლედ. როგორც დავითიც ამბობს იმ ადამიანის ნეტარებაზე, რომელსაც ღმერთი საქმეთა გარეშე უთვლის სიმართლეს: ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა.
რომაელთა 9:31-32
ხოლო ისრაელმა, რომელიც რჯულით ესწრაფვოდა სიმართლეს, ვერ მიაღწია მას რჯულში. რატომ? იმიტომ, რომ რწმენაში კი არ ეძებდა, არამედ რჯულის საქმეებში; და შებრკოლდნენ შებრკოლების ლოდზე,
1 კორინთელთა 13:1-3
თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნია, მაშინ მხოლოდ ჟღარუნა რვალი ვარ ან წკრიალა წინწილა. წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი ცოდნა, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნებოდი. მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არაფერი სარგებელი მაქვს.
გალატელთა 2:16
მაგრამ რაკი შევიტყვეთ, რომ ადამიანი გამართლდება არა რჯულის საქმეებით, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა გავმართლდეთ ქრისტეში რწმენით და არა რჯულის საქმეებით. ვინაიდან რჯულის საქმეებით ვერა ხორციელი ვერ გამართლდება.
გალატელთა 3:10-12
ინაიდან ყველანი, ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ იმყოფებიან, რადგან დაწერილია: „წყეულია ყოველი, ვინც არ ასრულებს ყოველივეს, რაც რჯულის წიგნშია დაწერილი, რათა ყველაფერი შეასრულოს”. ცხადია, რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღვთის წინაშე, რადგან მართალი იცოცხლებს რწმენით. ხოლო რჯული რწმენისგან არ არის, მაგრამ ვინც მას შეასრულებს, მისით იცოცხლებს.
გალატელთა 3:21
აბა, ეწინააღმდეგება რჯული ღვთის აღთქმებს? არასგზით! ვინაიდან, თუ ისეთ რჯულს მივიღებდით, რომელსაც სიცოცხლის მონიჭება შეეძლებოდა, მაშინ ნამდვილად იქნებოდა სიმართლე რჯულის მიერ.
გალატელთა 4:9-11
ახლა კი, როცა ღმერთი იცანით, უფრო მეტიც, როცა ღვთისგანაც შეცნობილი ხართ, როგორღა უბრუნდებით უძლურ და ღატაკ საწყისებს და გინდათ ხელახლა დაემონოთ მათ? დღეებს აკვირდებით და თვეებს, ჟამსა და წელიწადებს. ვშიშობ, ამაოდ ხომ არ გავისარჯე თქვენ შორის!
გალატელთა 5:6
ვინაიდან ქრისტეში ძალა არა აქვს არც წინადაცვეთას, არც წინადაუცვეთელობას, არამედ სიყვარულით მოქმედ რწმენას.
გალატელთა 6:15
ვინაიდან ქრისტე იესოში არაფერს ნიშნავს არც წინადაცვეთა და არც წინადაუცვეთლობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება.
ფილიპელთა 3:3-9
რადგან ჩვენ ვართ წინადაცვეთილობა – სულით რომ ვემსახურებით ღმერთს, ქრისტე იესოთი მოქადულნი და არა ხორცზე დაიმედებულნი. თუმცა ხორცისადმი ნდობაც შემეძლო. თუ სხვა ვინმე ფიქრობს, რომ ხორცს მიენდოს, მე – მით უმეტეს. წინადაცვეთილი ვარ მერვე დღეს, მოდგმით ისრაელიანი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელთაგან ებრაელი, რჯულით ფარისეველი, ეკლესიის მოშურნედ მდევნელი, რჯულის სიმართლით უმწიკვლო. მაგრამ, რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისთვის. ახლაც ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის იესო ქრისტეს შეცნობის უპირატესობის გამო, რისთვისაც უარი ვთქვი ყოველივეზე და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო; და აღმოვჩნდე მასში არა ჩემი სიმართლით, რომელიც რჯულიდანაა, არამედ იმით, რაც ქრისტეს რწმენის მეშვეობით არის, რწმენაზე დამყარებული ღვთიური სიმართლით,
კოლოსელთა 2:20-23
თუ ქრისტესთან ერთად მოუკვდით წუთისოფლის სტიქიებს, წუთისოფელში მცხოვრებთა მსგავსად რაღად ემორჩილებით მათ: – ნუ მიეკარები, ნუ იგემებ, ნუ შეეხები, – და რადგან ეს ყველაფერი კაცთა დადგენილებებისა და მოძღვრების მიხედვითაა, მათ გამოყენებას ხრწნილება მოაქვს, ყოველივე ამას მხოლოდ გარეგანი სახე აქვს სიბრძნისა; თვითნებურ მსახურებასა და თავმდაბლობაში, და სხეულის დაძაბუნებით – არა რაიმე ღირსებისათვის, არამედ ხორცის დასაკმაყოფილებლად.
2 ტიმოთეს 1:9
რომელმაც გვიხსნა ჩვენ და მოგვიხმო წმიდა მოწოდებით, არა ჩვენი საქმეების მიხედვით, არამედ თავისი განზრახვითა და მადლით, რომელიც მოგვცა ქრისტე იესოში საუკუნეთა უწინ;
ტიტეს 3:4-5
ხოლო, როცა გამოჩნდა ჩვენი მაცხოვარი ღმერთის სიკეთე და კაცთმოყვარეობა, მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, ჩვენ რომ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმიდის მიერ განახლებით,
ებრაელთა 4:3-10
სიმშვიდეში კი შევდივართ მორწმუნენი, როგორც მან თქვა: „ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას, რომ ვერ შემოვლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში”; თუმცა ღვთის საქმენი დასრულებულნი იყვნენ ჯერ კიდევ წუთისოფლის დასაბამიდან. ვინაიდან სადღაც ასე აქვს ნათქვამი მეშვიდე დღეზე: „და დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს ყოველი თავისი საქმისგან”. და კიდევ, იქვე: „ვერ შემოვლენ ჩემს სიმშვიდეში”. ჰოდა, რაკი ზოგისთვის დღემდე რჩება შესასვლელი, ისინი კი, უწინ რომ ეხარათ, ურჩობის გამო ვერ შევიდნენ, კვლავ აწესებს გარკვეულ დღეს და ამბობს დავითის მეშვეობით: „დღეს, – ესოდენ ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ, როგორც ზემოთაა ნათქვამი – თუ გაიგონებთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს”. რადგან იეშუა ნავეს ძეს რომ მიენიჭებინა მათთვის სიმშვიდე, ამის შემდეგ სხვა დღეზე აღარაფერს იტყოდა. ესეიგი, შაბათის სიმშვიდე კვლავ რჩება ღვთის ხალხისთვის. ვინაიდან ვინც მის სიმშვიდეში შევიდა, მანაც ისევე დაისვენა თავისი საქმეებისგან, როგორც ღმერთმა თავისისგან.
ებრაელთა 6:1-2
ამიტომ, მივატოვოთ ქრისტეს სიტყვის საწყისები და ვესწრაფოთ სრულყოფას; ნუღარ ჩავუყრით საძირკველს მკვდარი საქმეების მონანიებასა და ღვთის რწმენას,ნათლობის, ხელდასხმის, მკვდართა აღდგომისა და მარადიული განკითხვის მოძღვრებას.
იაკობის 2:10-11
რადგან, ვინც მთელ რჯულს იცავს და ერთში შესცოდავს, იგი ყველაფერში დამნაშავე ხდება. რადგან „არ იმრუშო!”-ს მთქმელმა ასევე თქვა: „არ მოკლა!” და თუ არ მრუშობ, მაგრამ კლავ, რჯულის დამრღვევი ხარ.
ლუკას 18:9-14
ზოგიერთებს, რომლებსაც სჯეროდათ, რომ მართალნი იყვნენ, სხვებს კი ამცირებდნენ, ეს იგავი უთხრა: „ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად, ერთი ფარისეველი იყო, მეორე – მებაჟე. ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: გმადლობ შენ ღმერთო, რომ სხვა ადამიანების მსგავსი არა ვარ – მძარცველი, უსამართლო და მრუში ან როგორიც ეს მებაჟეა. კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან. ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა, ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აღეპყრო თვალი. მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი. თქვენ გეუბნებით: ეს კაცი უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე ის, რადგან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება”.
მათეს 5:20
გეუბნებით თქვენ: თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში!
ფსალმუნები 48:7-8
ვერ გამოიხსნის კაცს თავისი ძმა, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს; რადგან ძვირია მისი სიცოცხლის გამოსახსნელი, ვერ გადაიხდის უკუნისამდე,