ხსნა ისრაელისთვის ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 13:7
ოჰ, მოვიდოდეს სიონიდან ხსნა ისრაელისა! როდესაც ღმერთი ტყვეობიდან დააბრუნებს თავის ხალხს, მოილხენს იაკობი და გაიხარებს ისრაელი.

საქმეები 1:6
ამიტომ შეკრებილნი ეკითხებოდნენ მას: „უფალო, ამ დროს ხომ არ აღუდგენ ისრაელს სამეფოს?”

მათეს 2:2
„სად არის იუდეველთა მეფე, რომელიც დაიბადა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას”.

ლუკას 23:3
ჰკითხა მას პილატემ: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?” ხოლო მან მიუგო: „შენ ამბობ”.

ლუკას 23:37-38
და ეუბნებოდნენ: „თუ იუდეველთა მეფე ხარ, იხსენი შენი თავი”. მის ზემოთ ბერძნული, რომაული და ებრაული ასოებით დაწერილი წარწერა იყო: „ეს არის იუდეველთა მეფე”.

ლუკას 1:33
უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და არ ექნება დასასრული მის მეფობას”.

იოანეს 1:31
მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ იმიტომ მოვედი წყლით სანათლად, რომ ის გამოეცხადოს ისრაელს”.

საქმეები 10:36
მან მოუვლინა ისრაელიანებს სიტყვა და ახარა მშვიდობა, იესო ქრისტეს მეშვეობით; ის არის ყოველთა უფალი!

საქმეები 11:19
სტეფანეს გამო დაწყებული დევნით დაფანტულები, ფინიკიამდე, კვიპროსამდე და ანტიოქიამდე მივიდნენ; თუმცა არავის ეუბნებოდნენ სიტყვას, იუდეველთა გარდა.

მათეს 7:26-27
წარმართი იყო ეს დედაკაცი, წარმოშობით სიროფინიკიელი, ზღვის გაღმელი; და ემუდარებოდა, ეშმაკი განედევნა მისი ასულისგან. იესომ უთხრა: „მაცალე, ჯერ შვილები გაძღნენ, თორემ არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო”.

საქმეები 18:5
ხოლო, როცა სილა და ტიმოთე მაკედონიიდან ჩამოვიდნენ, პავლემ მთლიანად ქადაგებას მიუძღვნა თავი, და უმოწმებდა იუდევლებს, რომ იესოა ქრისტე.

საქმეები 21:20
მათ კი, ეს რომ მოისმინეს, ადიდეს ღმერთი და უთხრეს: „ხედავ, ძმაო, რამდენი ათეულობით ათასი მორწმუნეა იუდეველთა შორის?! ყველანი რჯულის მოშურნენი არიან.

საქმეები 28:20
ამ მიზეზით მოგიწვიეთ, რომ მენახეთ და მელაპარაკა თქვენთან, რადგან ისრაელის სასოებისთვის ვარ ამ ჯაჭვებით შეკრული”.

რომაელთა 10:1
ძმებო! ჩემი გულის სურვილი და ჩემი ვედრება ღვთისადმი ისრაელისათვის არის, რათა გადარჩნენ.

რომაელთა 15:8
ხოლო მე ვამბობ, რომ ქრისტე, ღმერთის ჭეშმარიტებისათვის გახდა წინადაცვეთილთა მსახური, რათა დაედასტურებინა მამებისადმი აღთქმული,

1 კორინთელთა 9:20
იუდეველებისთვის იუდეველი გავხდი, რათა იუდეველები შემეძინა; რჯულის ქვეშ მყოფთათვის – როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, თუმცა თვითონ რჯულის ქვეშ არა ვარ, რათა რჯულის ქვეშ მყოფნი შემეძინა.

ლუკას 1:16
მრავალ ისრაელიანს მოაქცევს უფლისკენ – მათი ღმერთისკენ.

საქმეები 5:31
იგი აღამაღლა ღმერთმა წინამძღოლად და მაცხოვრად თავისი მარჯვენით, რათა მონანიება მისცეს ისრაელს და ცოდვების მიტევება.

Close
Close