ერების ისტორია ბიბლიური ციტატები

ეზეკიელი 5:5
ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს იერუსალიმია! ხალხების შუაგულში დავსვი იგი, მის გარშემო ქვეყნებია.

მათეს 24:7
რადგან ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ; იქნება შიმშილი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ.

საქმეები 17:26
ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ხალხი, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ; წინასწარ დააწესა მათ დასასახლებლად დრონი და საზღვრები,

იესო ნავეს ძე 24:2
უთხრა იეშუამ მთელ ხალხს, ასე ამბობსო უფალი, ისრაელის ღმერთი: დასაბამიდან მდინარის გაღმა მკვიდრობდნენ თქვენი მამები – თერახი, აბრაჰამისა და ნახორის მამა და ემსახურებოდნენ უცხო ღმერთებს.

1 მეფეთა 9:9
ძველად ისრაელში, როცა კაცი ღმერთთან კითხვით მიდიოდა, ასე ამბობდა: “მოდი, წავიდეთ მხილველთან”, რადგან ახლანდელ წინასწარმეტყველს მაშინ მხილველს უწოდებდნენ.

1 მეფეთა 27:8
მუსრავდა დავითი იმ ქვეყანას, არც კაცს უშვებდა ცოცხალს და არც ქალს. გამოირეკავდა ცხვარს, ნახირს, სახედრებს, აქლემებს, წამოაყოლებდა სამოსელს და ბრუნდებოდა აქიშთან.

ესაია 23:7
ესაა თქვენი მოზეიმე ქალაქი? რომელსაც ძველთაგანვე, დაბადებიდანვე დაატარებდნენ ფეხები შორეულ ქვეყნებში სამკვიდრებლად?

გოდება იერემიასი 5:21
შენკენ მოგვაბრუნე, უფალო, და მოვბრუნდებით! განგვიახლე დღეები, როგორც უწინ,

იობის 8:8
აბა, ჰკითხე გარდასულ თაობას და ყურად იღე მამების სიბრძნე;

გოდება იერემიასი 1:7
ტანჯვისა და უსახლკარობის დღეებში გაიხსენა იერუსალიმმა ყველაფერი ძვირფასი, ადრეულ დღეებში რომ ჰქონდა. როცა ეცემოდა მისი ხალხი მტრის ხელით და არ ჰყავდა მშველელი. მისი მტრები უყურებდნენ და დასცინოდნენ მის ნგრევას.

იერემია 30:20
უწინდელივით იქნებიან მათი ძენი და დაფუძნდება მისი კრებული ჩემ წინაშე; მე დავსჯი ყველა მის შემჭირვებელს.

მიქა 7:14
დამწყემსე შენი ხალხი შენი კვერთხით, შენი სამკვიდრო ფარა, მარტოდმარტო რომ ცხოვრობს ტყეში, ქარმელის შუაგულში! იბალახოს ბაშანში და გილყადში, როგორც უწინდელ დღეებში.

ანგია 2:9
პირვანდელზე უფრო დიდი იქნება ამ ტაძრის დიდება – ამბობს ცაბაოთ უფალი – და მშვიდობას დავამკვიდრებ ამ ადგილზე – ამბობს ცაბაოთ უფალი.

ზაქარია 8:11
ახლა კი ამ დარჩენილი ხალხისთვის ისეთი არ ვარ, როგორც უწინდელ დღეებში – ამბობს ცაბაოთ უფალი.

Close
Close