იოანეს 13:34
ახალ მცნებას გაძლევთ, გიყვარდეთ ერთმანეთი! როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.
იოანეს 15:12
ესაა ჩემი მცნება – რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.
იოანეს 15:17
ამას გიდებთ მცნებად, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი.
1 იოანეს 4:11
საყვარელნო, თუ ღმერთმა ასე შეგვიყვარა, ჩვენც გვმართებს ერთმანეთის სიყვარული!
1 იოანეს 3:23
ხოლო მისი მცნება ის არის, რომ გვწამდეს მისი ძის იესო ქრისტეს სახელი და გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც გვამცნო.
2 იოანეს 1:5
ახლა კი გთხოვ, ქალბატონო, ისე არა, თითქოს ახალ მცნებას გწერდე, არამედ იმას, რაც დასაბამიდან გვაქვს, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი.
იოანეს 13:35
იმით გაიგებს ყველა, რომ ჩემი მოწაფენი ხართ, თუ გეყვარებათ ერთმანეთი”.
1 იოანეს 4:21
და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღვთის მოყვარულს თავისი ძმაც უყვარდეს!
ფილიპელთა 2:2
სრულქმენით ჩემი სიხარული: ერთსა და იმავეს იზრახავდეთ, გქონდეთ ერთი და იგივე სიყვარული, იყავით ერთსულოვანნი და ერთაზროვანნი.
გალატელთა 5:13
ხოლო თქვენ, ძმებო, თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.
ეფესელთა 4:2
მთელი თავმდაბლობით, თვინიერებითა და სულგრძელობით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში,
ეფესელთა 4:15
არამედ ჭეშმარიტების სიყვარულით მთქმელნი, ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი, ქრისტე.
რომაელთა 12:10
ერთმანეთისადმი ძმურ სიყვარულში გულანთებულებმა, პატივისცემაში დაასწარით ერთურთს.
1 პეტრეს 1:22
და რაკი ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები – უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის, მტკიცედ და სუფთა გულით გიყვარდეთ ერთმანეთი.
1 პეტრეს 4:8
უპირველეს ყოვლისა კი, იქონიეთ გულითადი სიყვარული ერთმანეთისადმი, რადგან ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს.
1 პეტრეს 2:17
ყველას პატივი მიაგეთ, გიყვარდეთ საძმო, ღვთისა გეშინოდეთ, მეფეს პატივი ეცით.
ებრაელთა 13:1
დარჩით ძმურ სიყვარულში.
1 იოანეს 3:11
რადგან ეს არის უწყება, რომელიც დასაბამიდან მოისმინეთ: უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი,
1 იოანეს 4:7
საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი! რადგან სიყვარული ღვთისგანაა; ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს.
1 პეტრსე 3:8
და ბოლოს, იყავით ყველანი ერთი აზრისანი, გულშემატკივარნი, ძმათამოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი,
2 პეტრეს 1:7
ღვთისმოსაობას – ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი – სიყვარული.
1 თესალონიკელთა 4:9-10
ხოლო ძმათმოყვარეობაზე საჭირო არ არის თქვენთვის მოწერა, ვინაიდან ღვთის მიერ ხართ განსწავლულნი ერთიმეორის სიყვარულში. რადგან ასევე იქცევით ყველა ძმის მიმართ მთელ მაკედონიაში, მაგრამ გთხოვთ ძმანო, უფრო მეტად იუხვოთ ამაში.
1 თესალონიკელთა 5:13
უაღრესი სიყვარული გამოიჩინეთ მათდამი, მათი საქმის გამო; მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთში;
ეფესელთა 4:16
ვის მიერაც მთელი სხეული, ერთად შერწყმული და შეერთებული ყოველგვარი სახსრით, რომლითაც არის აღჭურვილი, სხეულის თითოეული ასოს სათანადო მოქმედებით ახორციელებს სხეულის ზრდას, თავისი თავის სიყვარულში აღსაშენებლად.
ფილემონის 1:9
მაგრამ უფრო გთხოვ სიყვარულით, არა ვინმე სხვა, არამედ მე, მოხუცებული პავლე, ახლა კი პატიმარიც, ქრისტე იესოსთვის;
2 კორინთელთა 2:8
ამიტომ, გთხოვთ, სიყვარული გამოიჩინოთ მის მიმართ.