მათეს 7:12
ამიტომ, ყველაფერი, რაც გინდათ, რომ გაგიკეთონ ადამიანებმა, თქვენც ასევე გაუკეთეთ მათ, რადგან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი.
მარკოზის 12:31
მეორე არის: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. ამათზე დიდი მცნება არ არსებობს.“
გამოსვლა 20:12-17
პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი. არა კლა. არ იმრუშო. არ იქურდო. არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ. არ ისურვო შენი მოყვასის სახლი, არ ისურვო შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მსახური, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არც სხვა რამ, რაც შენი მოყვასისაა.“
ლევიანნი 19:18
არ იძიო შური და არ გქონდეს ღვარძლი შენი ხალხის ძეთა მიმართ და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი; მე ვარ უფალი.
ლუკას 6:31
როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ.
გალატელთა 6:10
ამგვარად, ვიდრე გვაქვს ჟამი, სიკეთე ვაკეთოთ ყველასთვის, უფრო მეტად კი მათთვის, ვინც რწმენით ჩვენიანია.
1 ტიმოთეს 5:10
ცნობილი კარგი საქმეებით, თუ გამოუზრდია შვილები, თუ უმასპინძლია უცხოთათვის, თუ უბანია ფეხები წმიდათათვის, თუ დახმარებია გაჭირვებულებს, მიჰყოლია ყოველ კეთილ საქმეს.
1 პეტრეს 3:8
და ბოლოს: იყავით ყველანი ერთი აზრისანი, თანამგრძნობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი.
მათეს 6:1-4
ერიდეთ მოწყალების გაღებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად, თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისაგან. ამიტომ, როდესაც მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა ადიდოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისინი უკვე იღებენ თავიანთ საზღაურს. შენ კი, როდესაც მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა. რათა შენი მოწყალება დაფარულად იყოს და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ ცხადად.
გამოსვლა 21:13-14
ხოლო თუ მას ბოროტი განზრახვა არ ჰქონია, არამედ ღმერთმა ჩააგდო მის ხელში, მაშინ დაგინიშნავ ადგილს, სადაც უნდა გადაიხვეწოს. და თუ ვინმე ბოროტი განზრახვით მოკლავს თავის მოყვასს მზაკვრულად, მაშინ ჩემი სამსხვერპლოდანაც კი აიყვანეთ იგი მოსაკვდინებლად.
მათეს 5:22
მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება. ვინც თავის ძმას ეტყვის: ‘რაკა,’ სინედრიონის თანამდები იქნება. ხოლო ვინც ეტყვის: სულელო, ცეცხლის გეენას თანამდები იქნება.
ფილიპელთა 4:8
დაბოლოს, ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც სამართლიანია, რაც წმიდაა, რაც სათნოა, რაც სასახელოა, რაც სიქველეა და საქებარია, იმაზე იფიქრეთ.
იაკობის 1:15
შემდეგ კი, გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას. მომწიფებული ცოდვა კი შობს სიკვდილს.
გამოსვლა 20:4
არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.
მეორე რჯული 5:8
არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატი იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია და მიწის ქვემოთ.
ლევიანნი 26:1-2
„არ გაიკეთოთ კერპები და გამოსახულებანი, არ აღმართოთ სვეტები და მოხატული ქვა არ დაიდგათ ქვეყანაში თაყვანის საცემად, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. ჩემი შაბათები დაიცავით და მოწიწებით იყავით ჩემი საწმიდრის წინაშე, მე ვარ უფალი.
ესაია 56:2gh
ნეტარია ის კაცი, ასე რომ იქცევა და ადამის ძე, ვინც ამას ეჭიდება, შეუბღალავად რომ იცავს შაბათს და ყოველგვარი ბოროტებისგან რომ აკავებს თავის ხელს”.
საქმეები 5:29
მიუგეს პეტრემ და მოციქულებმა და უთხრეს: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს.
მეორე რჯული 26:16
გიბრძანებს დღეს უფალი, შენი ღმერთი, ამ წესებისა და სამართლის აღსრულებას; დაიცავი და აღასრულე ისინი მთელი შენი გულითა და მთელი შენი არსებით.
მათეს 7:21
ყველა, ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! როდი შევა ცათა სამეფოში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნება-სურვილს.
ეფესელთა 5:22
ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.
დაბადება 2:24
ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და დედას, მიეკრობა თავის დედაკაცს და გახდებიან ისინი ერთხორცად”.
მეორე რჯული 24:5
თუ ცოლი ახალი შერთული ყავს კაცს, ლაშქარში ნუ გააგზავნით და ნურაფერს დაავალებთ; იყოს ერთი წელი თავისუფლად თავის სახლში და გაახაროს ცოლი, რომელიც შეირთო.
მათეს 19:6
ამრიგად, ისინი უკვე ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ განაშორებს.“
1 კორინთელთა 7:10-11
ხოლო დაქორწინებულებს მე კი არა, უფალი ეუბნება: ცოლი არ გაეყაროს ქმარს. ხოლო თუ გაეყარა, დაე, უქორწინოდ დარჩეს ანდა ქმარს შეურიგდეს. და ნურც ქმარი დატოვებს თავის ცოლს.
კოლოსელთა 3:18-19
ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალშია საკადრისი. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ.
1 პეტრეს 3:1
ასევე თქვენ, ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, რომლებიც არ ემორჩილებიან სიტყვას, უსიტყვოდ იქნენ შეძენილნი ცოლების ქცევით,
ეფესელთა 6:1-4
შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია. პატივი მიაგე შენს მამას და დედას, – ეს არის პირველი მცნება აღთქმით, – რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე. თქვენც მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.
გამოსვლა 20:12
პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო შენს მიწაზე, რომელსაც უფალი ღმერთი გაძლევს.
გამოსვლა 21:15
ვინც თავის მამას ან დედას შემოჰკრავს, უსათუოდ უნდა მოკვდეს.
ლევიანნი 20:9
თუ ვინმემ თავისი მამა და დედა დასწყევლოს, უსათუოდ მოკვდეს. მამამისი და დედამისი დასწყევლა მან: მასზეა მისი სისხლი.
იგავნი 19:18
გაწვრთენ შენი შვილი, სანამ ჯერ კიდევ არის იმედი; შეხედე, ნუ დაღუპავ მას.
იგავნი 22:6
გაწვრთენი ყმაწვილი, რომ სწორ გზაზე იაროს და სიბერეშიც არ გადაუხვევს მას.
იგავნი 23:22
უსმინე მამაშენს, რომელმაც გაგაჩინა და ნუ მოიძულებ დედაშენს, როცა მოხუცდება.
კოლოსელთა 3:20-21
შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, ვინაიდან ასეა მოსაწონი უფალში. მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, რათა გულები არ დაუძაბუნდეთ.
1 ტიმოთეს 3:3-4
არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, თვინიერი და არა ფულის მოყვარული, თავისი სახლის კარგი მმართველი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ჰყავს ყოველგვარი ღირსებით.
1 ტიმოთეს 5:8
ხოლო, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავისი ოჯახის წევრებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია.
ლევიანნი 25:10
წმიდა ჰყავით ორმოცდამეათე წელი და გამოაცხადეთ თავისუფლება მთელს ქვეყანაში ყველა მისი მცხოვრებისთვის; საზეიმო იყოს იგი თქვენთვის; დაუბრუნდით თითოეული თავის სამფლობელოს, თითოეული თავის ოჯახს დაუბრუნდით.
კოლოსელთა 3:22
მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, არა მოჩვენებითი სამსახურით, როგორც კაცთმაამებლებმა, არამედ გულწრფელად, როგორც ღვთისმოშიშებმა.
კოლოსელთა 4:1
ბატონებო, სწორად და სამართლიანად მოეპყარით მონებს, იცოდეთ, რომ თქვენც გყავთ უფალი ზეცაში.
გამოსვლა 21:2
თუ ებრაელ მსახურს იყიდი, ექვსი წელი გემსახუროს და მეშვიდე წელს გათავისუფლდეს უსასყიდლოდ.
ეფესელთა 6:5
დაემორჩილეთ, მონებო, თქვენს ხორციელ უფალთ შიშითა და ძრწოლით, გულწრფელად, როგორც ქრისტეს,
1 პეტრეს 2:18
მსახურნო, დაემორჩილეთ ბატონებს მთელი შიშით, არა მარტო კეთილებსა და შემწყნარებლებს, არამედ მრისხანეთაც.
ლევიანნი 19:13
არ შეავიწროო შენი მოყვასი და არ გაქურდო; მომსახურე კაცის გასამრჯელოს დილამდე ნუ დაიტოვებ.
მეორე რჯული 24:14-15
ნუ შეავიწროებ დაქირავებულ მუშას, ღარიბსა და გლახაკს, შენი მოძმე იქნება თუ ხიზანი, რომელიც შენს ქვეყანასა და კარიბჭეშია. იმავე დღეს მიეცი თავისი ქირა, სანამ მზე ჩავა, რადგან ღარიბია იგი და მასზეა დანდობილი; თორემ შეღაღადებს შენზე უფალს და დაგედება ცოდვა.
იობი 31:13-14
თუ ოდესმე ჩემი მსახურისა და მხევლისთვის სამართალზე უარი მეთქვას, როცა დავა ჰქონიათ ჩემთან, მაშინ რას ვიზამ, როცა ღმერთი აღდგება? როცა მომკითხავს, რა პასუხს გავცემ?
მსგავსი თემები: