2 პეტრეს 3:3-5
უპირველესად იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ დაცინვით დამცინავნი, რომელნიც საკუთარი გულისთქმისამებრ იქცევიან. და ამბობენ: „სად არის მისი მოსვლის აღთქმა? რადგან მას შემდეგ, რაც მიიცვალნენ მამები, ყოველივე უცვლელად რჩება დასაბამიდან მოყოლებული.” ისინი განზრახ ივიწყებენ იმას, რომ ღვთის სიტყვით შეიქმნა ძველთაგანვე ცა და მიწა, წყლისაგან და წყალით;
ლუკას 18:8
გეუბნებით თქვენ: მალე დაიცავს მათ. მაგრამ, როდესაც კაცის ძე მოვა, ჰპოვებს კი დედამიწაზე რწმენას?“
მათეს 24:36
იმ დღეზე და ჟამზე კი არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.
ლუკას 21:25-28
და იქნება ნიშნები მზეზე და მთვარეზე და ვარსკვლავებზე. ხოლო დედამიწაზე ერები შეშფოთდებიან თავგზააბნეულნი ზღვის ხმაურისა და ბობოქრობის გამო. ადამიანებს გონება დაეკარგება შიშით და მსოფლიოზე მოსახდენის მოლოდინში, რადგან ციური ძალები შეირყევიან. მაშინ იხილავენ კაცის ძეს, ღრუბელზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით. ხოლო როდესაც ამის ახდენა დაიწყება, აღიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა.“
2 თესალონიკელთა 1:6-10
რაკი სამართლიანია ღმერთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებლებს, თქვენ კი, შეჭირვებულებს – შვება ჩვენთან ერთად, როდესაც უფალი იესო გამოცხადდება ციდან თავისი ძლიერების ანგელოზებით და ცეცხლის ალით, და იძიებს შურს მათზე, ვინც არ შეიცნობს ღმერთს და არ ემორჩილება უფალი იესოს სახარებას, ისინი სასჯელად მიიღებენ მარადიულ დაღუპვას უფლის პირისაგან და მისი ძლიერების დიდებისაგან, როდესაც მოვა ის, რათა განდიდდეს თავის წმიდებს შორის და საკვირველად გამოჩნდეს ყველა მორწმუნეში იმ დღეს; რადგან თქვენ იწამეთ ჩვენი მოწმობა.
2 პეტრეს 3:13
ჩვენ კი მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე.
გამოცხადება 21:1
და ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგან პირველი ცა და პირველი მიწა გარდავიდნენ, და ზღვა აღარ იყო.
დანიელი 8:17-19
და მოვიდა იმ ადგილას, სადაც მე ვიდექი. მისი მოსვლისთანავე თავზარი დამეცა და პირქვე დავემხე. მითხრა: „იცოდე, ადამის ძეო, რომ ეს ხილვა აღსასრულის ჟამს შეეხება.“ რომ მელაპარაკებოდა, გაოგნება დამეცა მიწაზე პირქვე გართხმულს. მაშინ ის შემეხო და ჩემს ადგილას დამაყენა. და მითხრა: „აჰა, მე გაუწყებ, რაც მოხდება რისხვის დასასრულს, რადგან ეს აღსასრულის დათქმულ ჟამს შეეხება.
მათეს 24:14
და ექადაგება ეს სახარება სასუფევლის შესახებ მთელს ქვეყნიერებას ყველა ერებისთვის დასამოწმებლად და მაშინ დადგება აღსასრული.
1 კორინთელთა 15:24
მერე კი იქნება დასასრული, როდესაცა მეფობას გადასცემს უფალსა და მამას, მას შემდეგ, რაც გააუქმებს ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას.
მათეს 13:39-40
მტერი, რომელმაც ის დათესა, არის ეშმაკი; მკა კი არის საუკუნის აღსასრული, ხოლო მომკალნი ანგელოზები არიან. ამგვარად, როგორც ღვარძლს აგროვებენ და ცეცხლში წვავენ, ასევე იქნება საუკუნის აღსასრულს.
ეზეკიელი 38:16
და აღიმართები ჩემს ერზე, ისრაელზე, როგორც ღრუბელი, რათა დაფარო ეს ქვეყანა: უკანასკნელ დღეებში მოხდება ეს, რომ მე წამოგიყვან ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, რათა მიცნონ ხალხებმა, როცა ჩემს სიწმიდეს გამოვაჩენ შენში, გოგ, მათ თვალწინ.
გამოცხადება 1:3
ნეტარია წამკითხველი და მსმენელი ამ წინასწარმეტყველების სიტყვისა და მასში დაწერილის დამცველი, რადგან ახლოა ჟამი.
ლუკას 21:36
ყოველ ჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეძლოთ ყველა მოწევნადისგან თავის დაღწევა და წარდგომა კაცის ძის წინაშე.“
1 პეტრეს 4:7
ხოლო ყველაფრის აღსასრული მოახლოვებულია. ამიტომ იყავით გონიერნი და ფხიზელნი სალოცავად.
მათეს 24:6
გაიგებთ ომების შესახებ და ხმებს საომარ ამბებზე. იცოდეთ, ნუ შეძრწუნდებით, რადგან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.
გამოცხადება 15:1
და ვიხილე სხვა ნიშანი ცაში, დიდი და საკვირველი: შვიდი ანგელოზი შვიდი უკანასკნელი წყლულით, რომლებითაც თავდებოდა ღმერთის რისხვა.
ესაია 13:9
აი, მოდის უფლის დღე – სასტიკი, გულისწყრომითა და რისხვით, რათა იავარჰყოს ქვეყანა, მოსპოს მისი ცოდვილნი.