გამხნევების მაგალითები – ბიბლიური ციტატები

2 ნეშტთა 32:6-7
მხედართმთავრები დაუყენა ხალხს, შემოიკრიბა ისინი ქალაქის კარიბჭის მოედანზე და გაამხნევა: „განმტკიცდით და გაძლიერდით! ნუ შიშობთ და ნუ თრთით აშურის მეფისა და იმ ურდოს წინაშე, თან რომ ახლავს, რადგან ჩვენთან უფრო დიდი ძალაა, ვიდრე მასთან.

1 მეფეთა 23:15-16
და ადგა იონათანი, საულის ძე, და მივიდა დავითთან ტყეში, და გაამხნევა ღვთის სახელით, და უთხრა: „ნუ გეშინია, ვერ მოგწვდება მამაჩემის, საულის ხელი. შენ იმეფებ ისრაელზე, ხოლო მე შენს შემდეგ პირველი კაცი ვიქნები; მამაჩემმა, საულმა კარგად იცის ეს.“

1 ნეშტთა 11:10
აჰა, დავითის მოყმეთა მთავარნი, რომელნიც მხარს უმაგრებდნენ მას მის სამეფოში, ისრაელთან ერთად, მის გასამეფებლად, უფლის სიტყვისამებრ.

2 ნეშტთა 35:1-2
გადაუხადა იოშიამ პასექი უფალს იერუსალიმში, და დაკლეს საპასექო კრავი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს. დააყენა მღვდლები თავ-თავიანთ საქმეებზე და ამხნევებდა უფლის ტაძრის სამსახურისთვის.

ნეემია 9:26
გაჯიუტდნენ და განგიდგნენ, ზურგს უკან გადაიგდეს შენი რჯული, ხოცავდნენ შენს წინასწარმეტყველებს, რომელნიც შეაგონებდნენ, რომ შენკენ მოქცეულიყვნენ, მაგრამ ისინი შენს წინაშე დიდად გასაწყრომ საქმეებს სჩადიოდნენ;

დანიელი 2:17-18
მერე შინ დაბრუნდა დანიელი და თავის ამხანაგებს: ხანანიას, მიშაელსა და ყაზარიას გააგებინა ეს ამბავი, რომ ზეციერი ღმერთისთვის გამოეთხოვათ წყალობა ამ საიდუმლოს გასაგებად, რათა დანიელი და მისი მეგობრები დანარჩენ ბაბილონელ ბრძენკაცებთან ერთად არ დაეხოცათ.

ზაქარია 8:20-22
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კიდევ ის მოხდება, რომ მოვლენ მრავალი ხალხები და მრავალ ქალაქთა მცხოვრებნი. ერთი ქალაქის მცხოვრებნი მეორეში წავლენ და იტყვიან: „წამოდი, წავიდეთ შესავედრებლად უფლის წინაშე და ცაბაოთ უფლის საძიებლად. მაშინ მეც უეჭველად წავალ.“ და მოვლენ მრავალი ხალხები, წარმართნი ბრბოებად, ცაბაოთ უფლის საძიებლად იერუსალიმში და უფლის წინაშე შესავედრებელად.

მალაქია 3:16
როცა უფლის მოშიშნი ლაპარაკობენ ერთმანეთში, ყურს უგდებს უფალი, ესმის და იწერება მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლის მოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენიებელთათვის.

საქმეები 11:22-23
მიაღწია ამ ამბავმა იერუსალიმში მყოფი ეკლესიის ყურამდე და მიავლინეს ბარნაბა ანტიოქიაში. როდესაც მივიდა და იხილა ღმერთის მადლი, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დარჩენილიყვნენ უფალში;

1 თესალონიკელთა 2:11-12
რადგან იცით, რომ როგორც მამა თავის შვილებს, ისე შევაგონებდით თითოეულ თქვენგანს. განუგეშებდით და გამხნევებდით და მოვითხოვდით, რომ გევლოთ ღმერთის ღირსად, ვინც მოგიწოდებთ თავის სასუფეველსა და დიდებაში.

საქმეები 13:43
რებული რომ დაიშალა, ბევრი იუდეველთაგანი და ღვთისმოსავი რჯულშეცვლილი აედევნა პავლეს და ბარნაბას. ისინიც ესაუბრებოდნენ მათ და არწმუნებდნენ, რომ დარჩენილიყვნენ ღმერთის მადლში.

საქმეები 14:21-22
უქადაგეს სახარება ამ ქალაქს და მრავალი დაიმოწაფეს და დაბრუნდნენ ლისტრაში, იკონიასა და ანტიოქიაში. და განამტკიცებდნენ მოწაფეთა სულებს, და ამხნევებდნენ, დარჩენილიყვნენ რწმენაში, რადგან მრავალი ჭირის დათმენა გვმართებს ღმერთის სამეფოში შესასვლელადო.

საქმეები 18:27-28
ხოლო როდესაც განიზრახა აქაიაში წასვლა, ძმებმა გაამხნევეს იგი და მისწერეს მოწაფეებს, ემასპინძლათ მისთვის. ისიც მივიდა და დიდად ეხმარებოდა მორწმუნეებს – მადლის მეშვეობით, რადგან იგი თავგამოდებით ამხილებდა იუდეველებს და საჯაროდ ადასტურებდა წერილებიდან, რომ ქრისტე არის იესო.

საქმეების 20:1-2
ამბოხების ჩაცხრომის შემდეგ პავლემ დაიბარა მოწაფეები, გაამხნევა, დაემშვიდობა და მაკედონიისკენ გასწია. ის მხარეები რომ მოიარა და მრავალი გაამხნევა სიტყვით, ელადაში მივიდა,

რომაელთა 1:11-12
რადგან ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გაგიზიაროთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად. ანუ თქვენთან ერთად ვინუგეშო საერთო რწმენით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც.

ეფესელთა 6:21-22
რომ თქვენც იცოდეთ ჩემი გარემოებანი და რას ვაკეთებ, ყოველივეს გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა და უფლის სარწმუნო მსახური, რომელიც სწორედ იმიტომ გამოვგზავნე თქვენთან, რომ შეიტყოთ ჩვენი ამბავი და მანაც ანუგეშოს თქვენი გულები.

ფილიპელთა 1:14
და გამხნევდა ძმათა უმრავლესობა უფალში ჩემი ბორკილებით და გაბედა, რომ უფრო მეტად და უშიშრად ელაპარაკა სიტყვა.

რომაელთა 12:1
ამრიგად, შეგაგონებთ, ძმებო, ღმერთის წყალობით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღმერთის სასურველ მსხვერპლად! ეს იქნება თქვენი სულიერი მსახურება.

1 კორინთელთა 4:16
ამიტომ შეგაგონებთ თქვენ: „მომბაძეთ მე!“

2 კორინთელთა 2:7-8
ასე რომ, პირიქით, აპატიეთ და ნუგეში ეცით, რათა მეტისმეტმა წუხილმა არ შთანთქას იგი. ამიტომ შეგაგონებთ, გამოიჩინოთ სიყვარული მის მიმართ.

ესაია 35:3-4
განიმტკიცეთ ჩამოყრილი მკლავები და დასუსტებული მუხლები გაიმაგრეთ. უთხარით სულმოკლეთ: „განმტკიცდით, ნუ შეშინდებით; აჰა, თქვენი ღმერთი, შურისგება მოვა – ღვთის საზღაური, ის მოვა და გიხსნით.“

რომაელთა 15:30
შეგაგონებთ თქვენ, ძმანო, ჩვენი უფლით, იესო ქრისტეთი და სულის სიყვარულით, ჩემთან ერთად იბეჯითოთ ჩემთვის ღვთისადმი ლოცვებში.

ესაია 1:17
ისწავლეთ სიკეთის ქმნა, ეძებეთ სამართალი; გაამაგრეთ ჩაგრული, სამართლიანად გაასამართლეთ ობოლი, გამოესარჩლეთ ქვრივს.


მსგავსი თემები:

გამამახნევებელი         აშენების მაგალითები

Close
Close