ხელების აწევა ბიბლიური ციტატები

1 ტიმოთეს 2:8
ამიტომ, ჩემი სურვილია, რომ ყველგან ლოცულობდნენ კაცები და აღაპყრობდნენ წმიდა ხელებს რისხვისა და ეჭვის გარეშე.

ლევიანნი 9:22
და აღაპყრო აჰარონმა ხელები ხალხისკენ, აკურთხა ისინი და ჩამოვიდა ძირს ცოდვისთვის შესაწირის, სრულადდასაწველისა და სამშვიდობო შესაწირის შეწირვის შემდეგ.

გამოსვლა 17:11
როცა აღაპყრობდა მოსე ხელს, სძლევდა ისრაელი, ხოლო როცა დაუშვებდა, ყამალეკი სძლევდა.

3 მეფეთა 8:22
დადგა სოლომონი უფლის სამსხვერპლოსა და უფლის მთელი კრებულის წინაშე, ზეცისკენ აღაპყრო ხელები

3 მეფეთა 8:54
და როგორც კი დაასრულა სოლომონმა ეს ლოცვა-ვედრება, ზეცისკენ ხელაპყრობილი წა­მო­იმართა მუხლებიდან, რადგან უფლის სამსხვერპლოს წინაშე იყო დაჩოქილი.

ნეემია 8:6
და აკურთხა ეზრამ უფალი, დიდებული ღმერთი. მთელი ხალხი კი ხელაპყრობილი პასუხობდა „ამინ! ამინ!” და თაყვანს სცემდა უფალს პირქვე დამხობილი.

მეორე რჯული 32:40
ამიტომ ხელს აღვმართავ ზეცისკენ და ვამბობ: ცოცხალი ვარ უკუნისამდე!

ფსალმუნები 62:4
ამიტომ გადიდებ, სანამ ვიცოცხლებ, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს.

ფსალმუნები 118:48
ხელებს აღვაპყრობ შენი მცნებებისკენ, რომლებიც მიყვარს და შენს დადგენილებებზე ვიფიქრებ.

ფსალმუნები 27:2
ისმინე ჩემი ვედრების ხმა, როცა მოგიხმობ და შენი საწმიდრისკენ აღვაპყრობ ხელებს.

ფსალმუნები 140:2
კეთილსურნელებად იყოს ჩემი ლოცვა შენ წინაშე და ხელთა აღპყრობა – მწუხრის შესაწირად.

ფსალმუნები 133:2
აღაპყარით თქვენი ხელები საწმიდარში და აკურთხეთ უფალი.

გოდება 2:19
ადექი, შეჰღაღადე ღამით, საგუშაგოს დასაწყისში, წყალივით გადმოღვარე გული უფლის წინაშე. მისკენ აღმართე ხელები შენი ჩვილების სიცოცხლისთვის, შიმშილისგან გულწასულები რომ ყრიან ყოველი ქუჩის დასაწყისში.

გოდება 3:41
გულები და ხელები აღვაპყროთ ზეცაში მყოფი ღმერთისკენ და ვთქვათ:

ეზრა 9:5
საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს, ავდექი მარხული და სამოსელშემოგლეჯილი, მუხლებზე დავემხე და ხელები უფლის, ჩემი ღმერთის მიმართ აღვაპყრე.

დანიელი 12:7
სელით შემოსილმა კაცმა, მდინარის წყლებზე რომ იდგა, ზეცისკენ აღაპყრო მარჯვენა და მარცხენა ხელი და გავიგონე, როგორ დაიფიცა საუკუნოდ ცოცხალი, რომ ეს იქნებოდა დადგენილ დროს, დროებსა და დროის ნახევარში; როცა სრულად შეიმუსრება წმიდა ერის ძალა, მაშინ აღსრულდება ეს ყველაფერიც.

მიქა 5:9
აღიმართება შენი ხელი შენს წინააღმდეგ გამოსულებზე და შენი ყველა მტერი მოიკვეთება.

იობი 31:21
ან თუ აღმიმართავს ხელი ობოლზე, კარიბჭესთან მჯდომთა მხარდაჭერის იმედით?

აბაკუმი 3:10
დაგინახეს და იძვრნენ მთები, წყლის ნაკადებმა გადაიარეს; უფსკრულმა გამოსცა ხმა და ხელები ასწია.

ლუკას 24:50
ბეთანიამდე გაიყვანა და ხელებაპყრობილმა აკურთხა ისინი.

გამოცხადება 10:5
ანგელოზმა კი, რომელიც ზღვასა და მიწაზე მდგომი ვიხილე, ზეცისკენ აღაპყრო მარჯვენა ხელი;

Close
Close