გვალვა – ბიბლიური ციტატები

იერემია 17:7-8
კურთხეულია კაცი, რომელსაც უფლის იმედი აქვს, და უფალია მისი საესავი. და იქნება ის, როგორც წყლის ნაკადებთან დარგული ხე, და ნოტიოზე გაიდგამს ფესვებს, და არ შეშინდება, როცა ხვატი დააცხრება მიწას, არ დაუჭკნება ნორჩი ყლორტები, გვალვიანი წელიწადი ვერ შეაშინებს, და არ მოაკლდება კეთილი ნაყოფი.

ამოსი 4:6-8
კბილის დასადგმელი არაფერი მოგეცით თქვენს ქალაქებში, და უპურობა მოგეცით თქვენს ადგილებზე; მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ, – ამბობს უფალი. წვიმაც კი შეგიწყვიტეთ მკამდე სამი თვით ადრე; ვაწვიმებდი ერთ ქალაქზე და მეორე ქალაქზე არ ვაწვიმებდი; ერთ ყანას წვიმით ვაჟიებდი, მეორე ყანა კი უწვიმრად იშრიტებოდა. ორი-სამი ქალაქი ერთ ქალაქში იყრიდა თავს წყლის სასმელად და ვერ იკლავდნენ წყურვილს; მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ, – ამბობს უფალი.

საქმეები 14:17
თუმცა მოწმობის გარეშე არ დაუტოვებია თავისი კეთილმოქმედება, ზეციდან გვაძლევდა წვიმას და ნაყოფის მომცემ დრო-ჟამს, გვასაზრდოებდა და სიხარულით გვივსებდა გულებს.“

იობი 5:9-10
ის არის შემოქმედი დიადი და შეუცნობელი საქმეებისა, საკვირველებათა, რომელთაც არა აქვს რიცხვი. წვიმას მოავლნენს ხმელეთზე, და წყლებს აგზავნის ველებზე.

მეორე რჯული 11:17
თორემ აღეგზნება რისხვა უფლისა თქვენზე და დახშავს ცას, და არ მოვა წვიმა, და მიწა აღარ მოგცემთ ნაყოფს, და მალევე გადაშენდებით ამ მშვენიერი ქვეყნიდან, რომელსაც უფალი გაძლევთ თქვენ.

ფსალმუნები 64:9-10
კეთილად გაიხსენე ქვეყანა და მორწყე, დიდად გაამდიდრე იგი; ნაკადი ღმერთისა სავსეა წყლით; მოამზადე მათი პური, რადგან ასე წარმართე იგი. მის კვლებს არწყულებ, ასწორებ მის ბელტებს, ჟუჟუნა წვიმით ალბობ, მის აღმონაცენს აკურთხებ.

ფსალმუნები 146:7-8
უმღერეთ უფალს მადლობის გალობით, უგალობეთ ჩვენს ღმერთს ქნარით! ის ფარავს ცას ღრუბლებით, ამზადებს დედამიწისათვის წვიმას, აღმოაცენებს მთებში ბალახს;

ლევიანნი 26:18-21
და თუ მაინც არ გამიგონებთ, შვიდჯერ გავზრდი სასჯელს თქვენი ცოდვების გამო.  გავტეხავ თქვენი სიჯიუტის ძალას, რკინად ვაქცევ თქვენს ცას და სპილენძად – თქვენს მიწას, ფუჭად დაილევა თქვენი ძალ-ღონე, რადგან არ გამოიღებს თქვენი მიწა თავის მოსავალს, და ხე თქვენი მიწისა არ გამოიღებს თავის ნაყოფს. და თუ მაინც წამოხვალთ ჩემს წინააღმდეგ და არ მომისმენთ, შვიდმაგად გავზრდი თქვენს გვემას თქვენი ცოდვების გამო.

3 მეფეთა 17:1
და უთხრა ელია თიშბელმა, გალაადის მცხოვრებმა, ახაბს: „ვფიცავ უფალს, ისრაელის ღმერთს, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ არ იქნება ამ წლებში არც ცვარი და არც წვიმა, თუ არა ჩემი სიტყვით.“

იერემია 5:24-25
არ თქვეს გულში: გვეშინოდესო უფლის, ჩვენი ღვთისა, რომელიც დროულად გვაძლევს წვიმას – შემოდგომისა და გაზაფხულის წვიმას, თავ-თავის დროზე, და გვინახავს სამკალად დადგენილ შვიდეულებს. თქვენმა უკუღმართობამ გაამრუდა ეს ყველაფერი და თქვენმა ცოდვებმა მოგაკლოთ სიკეთე.

იერემია 14:22
განა არის წარმართთა ამაო ღმერთებს შორის ისეთი, წვიმის მოყვანა რომ შეეძლოს? ან იქნებ ცას შეუძლია თავისით თავსხმა გადმოუშვას? ეს ხომ მხოლოდ შენ ძალგიძს, უფალო, ჩვენო ღმერთო? შენ გესავთ, რადგან შენ ქმნი ყოველივე ამას.

ფსალმუნები 106:31-35
დაე, აქონ უფლის წყალობა და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ, დაე, აღამაღლონ ის ხალხის კრებულში და მოხუცებულთა შესაკრებელში ხოტბა შეასხან!  აქცევს მდინარეებს უდაბნოდ, წყაროს წყლებს – ურწყულად. ნაყოფიერ მიწას – ბიცად, მის მკვიდრთა უკეთურების გამო. აქცევს უდაბნოს წყალუხვ ტბად და გამოფიტულ მიწას – წყაროს წყლად.

მათეს 5:45
რათა გახდეთ შვილები თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ბოროტთა და კეთილთა თავზე ამოჰყავს და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს.

ესაია 5:6
ოხრად დავაგდებ და აღარც გაისხვლება და აღარც გაითოხნება; ნარ-ეკლი მოედება და ღრუბლებს ვუბრძანებ, არ აწვიმონ მასზე წვიმა.

2 ნეშტთა 7:13-14
თუ ცას დავხშავ და წვიმა აღარ მოვა, ან თუ კალიას დედამიწის გადაჭმას ვუბრძანებ, ან თუ შავ ჭირს მოვუვლენ ჩემს ერს, და ჩემი ერი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ძებნას დამიწყებს და შემობრუნდება თავისი უკეთური გზიდან, მაშინ ზეციდან მოვუსმენ, მივუტევებ ცოდვებს და განვკურნავ მათს ქვეყანას.

იერემია 2:2-6
„წადი და გამოაცხადე იერუსალიმის გასაგონად: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘მე მახსოვს, რომ შენს სიყმაწვილეში საპატარძლოსავით ერთგული იყავი ჩემს მიმართ, უკან რომ მომყვებოდი უდაბნოში, უხნავ-უთესავ მიწაზე. უფლის წმიდა იყო ისრაელი, ნათავარი მისი მოსავლისა; ყოველი მისი მჭამელი დადანაშაულდება, უბედურება ეწევა მათ.’“ – ამბობს უფალი. ისმინეთ უფლის სიტყვა, იაკობის სახლო და ისრაელის სახლის ყველა საგვარეულოვ! ასე ამბობს უფალი: რა უსამართლობა ჰპოვეს თქვენმა მამებმა ჩემში, რომ გამშორდნენ და ამაოებას მიჰყვნენ, და თავადაც ამაოებად იქცნენ? და არც უთქვამთ: სად არისო უფალი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგვიყვანა? უდაბნოში გვატარა, შიშველ და უკაცრიელ მიწაზე, ურწყულ და სიკვდილის აჩრდილთა ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც არავის გაუვლია და სადაც კაცისშვილს არ უცხოვრია.

ოსია 13:4-5
მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლებული; სხვას არავის იცნობთ ჩემს გარდა არავინაა მხსნელი. მე გცანი შენ უდაბნოში, მწყურვალე მიწაზე.

Close
Close