მარკოზის 1:34
მრავალი სნეული განკურნა სხვადასხვა სენისაგან, ბევრი ეშმაკი განდევნა და ნებას არ აძლევდა ეშმაკებს, ეთქვათ, რომ იცნობდნენ მას.
მათეს 8:16
ხოლო როდესაც მოსაღამოვდა, მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და სიტყვით განდევნა სულები და ყველა სნეული განკურნა.
მათეს 9:32-35
ისინი რომ გავიდნენ, მიუყვანეს მას ეშმაკეული მუნჯი კაცი. და როცა ეშმაკი განდევნა, მუნჯმა ენა ამოიდგა. და უკვირდა ხალხს და ამბობდა: „ასეთი რამ არასოდეს მომხდარა ისრაელში.“ ფარისევლები კი ამბობდნენ: „ეშმაკთა მთავრით განდევნის ეშმაკებს.“ და დადიოდა იესო ყველა ქალაქსა და დაბაში, ასწავლიდა მათს სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას.
ლუკას 11:15-20
ზოგიერთი ამბობდა: „ეშმაკთა მთავრით, ბელზებულით, დევნის ეშმაკებს.“ სხვანი გამოსაცდელად მოითხოვდნენ მისგან ნიშანს ციდან. ხოლო მან იცოდა მათი ფიქრები და უთხრა მათ: „ყოველი სამეფო, რომელიც თავისი თავის წინააღმდეგ არის გაყოფილი, გაუდაბურდება და სახლი სახლზე დაემხობა. და თუ სატანა გაყოფილია თავისი თავის წინააღმდეგ, როგორღა გაძლებს მისი სამეფო? – რადგან ამბობთ, რომ მე ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს. თუ მე ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი შვილები ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები. თუ მე ღმერთის თითით ვდევნი ეშმაკებს, მაშ, მოსულა თქვენთან ღმერთის სასუფეველი.
მათეს 10:1
და მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ძალაუფლება უწმიდურ სულებზე, მათ განსადევნად და ყოველგვარი სენისა და ყოველგვარი უძლურების განსაკურნებლად.
ლუკას 9:49-50
მიუგო იოანემ და თქვა: „მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით ეშმაკებს დევნის, და დავუშალეთ მას, რადგან არ მოგვდევს ჩვენ.“ უთხრა მას იესომ: „ნუ დაუშლით, რადგან ის, ვინც თქვენს წინააღმდეგ არ არის, თქვენთანაა.“
საქმეები 19:13
შეეცადა ზოგიერთი იუდეველი მოხეტიალე შემლოცველი უფალი იესოს სახელის ხსენებას ბოროტი სულით შეპყრობილზე, ამბობდნენ: „გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო.“
მათეს 7:22-23
ბევრი მეტყვის იმ დღეს: ‘უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს? და განა შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?’ მაშინ მე განვუცხადებ მათ: ‘მე არასოდეს გიცნობდით თქვენ, გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო!’
იოანეს 12:31
ახლაა ქვეყნიერების სამსჯავრო; ახლა განიდევნება ქვეყნიერების მთავარი გარეთ.
რიცხვნი 33:51-52
„დაელაპარაკე ისრაელიანთ და უთხარი მათ: როდესაც გადახვალთ იორდანეს გადაღმა ქანაანის ქვეყანაში, განდევნეთ თქვენგან ყველა მკვიდრი იმ ქვეყნისა და მოსპეთ მათი ღმერთების ყველა გამოსახულება, და ყველა მათი ჩამოსხმული კერპი და ყველა მათი მაღლობი ააოხრეთ.
ფსალმუნები 42:2
შენი ხელით განდევნე წარმართნი, ხოლო ისინი დანერგე; გაანადგურე ერები და განდევნე, ისინი კი გააფართოვე.
იგავნი 22:10
გააგდე თავხედი და გაჰყვება შუღლი; დავას და ლანძღვას ბოლო მოეღება.