ეჭვის ბუნება – ბიბლიური ციტატები

დაბადება 3:1
გველი ყველაზე ცბიერი იყო ველის ცხოველთა შორის, რომლებიც კი შექმნა უფალმა ღმერთმა. და უთხრა გველმა დედაკაცს: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არც ერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო?“

იერემია 17:15
აჰა, ისინი მეუბნებიან მე: რა იქნაო უფლის სიტყვები? აბა, გვეწიოსო!

2 პეტრეს 3:3-4
უპირველესად იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ დაცინვით დამცინავნი, რომელნიც საკუთარი გულისთქმისამებრ იქცევიან. და ამბობენ: სად არის მისი მოსვლის აღთქმა? რადგან მას შემდეგ, რაც მიიცვალნენ მამები, ყოველივე უცვლელად რჩება დასაბამიდან მოყოლებული.”

იაკობის 1:6-8
რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რადგან დაეჭვებული ჰგავს ზღვის ტალღას, ქარისაგან აღძრულსა და მიმოტაცებულს.  ნუ ჰგონია ასეთ კაცს, რომ ღმერთისაგან მიიღებს რაიმეს.  ორჭოფი კაცი მერყევია თავის ყოველ გზაზე.

იობი 30:20
შველას გთხოვ და პასუხს არ მაძლევ. მე ვდგავარ და შენ თვალს არ მაცილებ.

ესაია 49:14
და თქვა სიონმა: „დამტოვა მე უფალმა და დამივიწყა მე უფალმა!“

ფსალმუნები 12:2-3
როდემდე უფალო? ნუთუ სამუდამოდ დამივიწყებ? როდემდე დაფარავ შენს სახეს ჩემგან? როდემდე ვინახო ზრახვანი ჩემს სულში, ნაღველი ვატარო გულში დღენიადაგ? როდემდე იქნება მტერი ჩემზე აღზევებული?

ფსალმუნები 21:1-2
ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე? შემოგღაღადებ, მაგრამ შორს არის ჩემგან შველა. ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით და არ მპასუხობ, ღამით – და არ არის სიმშვიდე ჩემთვის.

მათეს 21:21-22
მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ გექნებათ რწმენა და არ დაეჭვდებით, მარტო იმას კი არ გააკეთებთ, რაც ამ ლეღვს დაემართა, არამედ ამ მთას რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდი, ასეც მოხდება. ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ.“

ფსალმუნები 34:17
უფალო, როდემდე უყურებ ამას? მიხსენ გაპარტახებისაგან, ლომებისაგან იხსენ ჩემი სიცოცხლე!

მარკოზის 6:6
და უკვირდა მათი ურწმუნოება, და დადიოდა გარშემო სოფლებში და ასწავლიდა მათ.

იერემია 8:18-22
სევდა მომეძალა, წუხს ჩემი გული! აჰა, მესმის ჩემი ერის ასულის ქვითინის ხმა შორეული ქვეყნიდან: ნუთუ აღარ არისო უფალი სიონზე? ნუთუ აღარ არის იქ მეფე? რატომ განმარისხა ჩემმა ერმა თავიანთი კერპებით – უცხოთა ამ არარაობებით? ალოობა დამთავრდა, მიილია ზაფხული, ჩვენ კი არ გვეშველა. ჩემი ერის ასულის შემუსვრით მეც შევიმუსრე, დავბნელდი, საშინელებამ შემიპყრო. ნუთუ აღარ არის ბალზამი გალაადში? ნუთუ აღარც მკურნალი არის იქ? მაშ რატომ არ განიკურნა ჩემი ერის ასული?

მარკოზის 16:14
მოგვიანებით ეჩვენა თერთმეტს, ინახით მსხდართ, და უსაყვედურა ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ირწმუნეს მათი, რომლებმაც აღმდგარი იხილეს იგი.

გოდება იერემიასი 3:8
კიდევაც რომ ვიღაღადო და მოვუხმო მშველელს, ის ჩაახშობს ჩემს ვედრებას.

Close
Close