იაკობის 1:8
ორჭოფი კაცი მერყევია თავის ყოველ გზაზე.
იაკობის 4:8
მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ. გაისუფთავეთ ხელები, ცოდვილნო, უბიწოდ დაიცავით გულები, ორგულნო.
ფსალმუნები 118:113-115
ბოროტგანმზრახველნი შევიძულე, და შენი რჯული შევიყვარე. თავშესაფარი და ფარი ხარ ჩემი; შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული. შორს ჩემგან, უკეთურნო, რათა დავიცვა მცნებანი ჩემი ღმერთისა!
3 მეფეთა 18:21
და მივიდა ხალხთან ელია და უთხრა: „როდემდის უნდა იცვლიდეთ აზრს? თუ უფალი არის ღმერთი, მას გაჰყევით, ხოლო თუ ბაყალია, მას გაჰყევით.“ სიტყვა არ დაუძრავს ხალხს.
ოსია 10:1-2
რქამშვენიერი ვენახია ისრაელი, ნაყოფსაც თავის მსგავსს იძლევა; რა უხვი ნაყოფიც ჰქონდა, ასევე გააუხვა სამსხვერპლოები; რა კარგი მიწაც ჰქონდა, ასევე დაამშვენა სვეტები. მათი გული გაიყო, რის გამოც მსჯავრი დაედებათ; შეიმუსრება მათი სამსხვერპლოები, დაილეწება მათი სვეტები.
ესაია 29:13-14
და თქვა უფალმა: ეს ხალხი მხოლოდ სიტყვით არის ჩემთან ახლოს, მხოლოდ სიტყვით მცემს პატივს, მათი გული კი შორს არის ჩემგან. მათი შიში ჩემს წინაშე – მხოლოდ მცნებაა, კაცთაგან რომ აუთვისებიათ. ამიტომ, აჰა, კვლავ მოვახდენ ამ ხალხზე გასაოცარ, არნახულ საქმეებს. და დაიკარგება მის ბრძენთა სიბრძნე, გონება არ შერჩებათ გონიერთ.
მათეს 23:25-28
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან ასუფთავებთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსე ხართ ნატაცებით და სიხარბით. ბრმა ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავე სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსე არიან მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმიდურებით. ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა თვალში, შიგნით კი თვალთმაქცობით და ურჯულოებით ხართ აღვსილნი.
1 ტიმოთეს 3:8
დიაკვნებიც ასევე პატიოსნები უნდა იყვნენ, არა ორპირნი, ღვინოს ნაკლებად მიძალებულნი, არა ანგარებიანნი,
1 მეფეთა 7:3
და ელაპარაკა სამუელი მთელს ისრაელის სახლს და უთხრა: „თუ მთელი გულით გსურთ მოიქცეთ უფლისაკენ, მოიშორეთ უცხო ღმერთები და ყაშთორეთები; გულები მიმართეთ უფლისაკენ და მხოლოდ მას ემსახურეთ და მაშინ გიხსნით იგი ფილისტიმელთა ხელიდან.“
მათეს 6:24
არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ანდა ერთს შეეთვისება და მეორეს დაამცირებს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და სიმდიდრესაც.
იაკობის 4:4
მრუშებო, განა არ იცით, რომ ამა ქვეყნის მეგობრობა ღმერთის მტრობაა? ასეა, ვისაც ამა ქვეყნის მეგობრობა სურს, იგი ღმერთის მტერი ხდება.
1 იოანეს 2:15
ნუ შეიყვარებთ ქვეყნიერებას, ნურც იმას, რაც ქვეყნიერებაზე არის. ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული.
გამოცხადება 3:15-18
ვიცი შენი საქმენი: შენ არც ცივი ხარ, არც ცხელი. ნეტავ ცივი იყო ან ცხელი! მაგრამ რაკი ნელთბილი ხარ და არც ცივი და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან. რადგან შენ ამბობ: მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლია. ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი. გირჩევ, იყიდო ჩემგან ცეცხლში განწმედილი ოქრო, რომ გამდიდრდე, და თეთრი სამოსი, რომ შეიმოსო და აღარ ჩანდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და მალამო, რათა წაიცხო თვალებზე და ხედავდე.
4 მეფეთა 17:33
უფლისაც ეშინოდათ და თავიანთ ღმერთებსაც ემსახურებოდნენ იმ ხალხთა ჩვეულებით, რომელთაგანაც გადმოასახლეს ისინი.
1 კორინთელთა 10:21
ვერ შეძლებთ შესვათ უფლის სასმისიც და ეშმაკის სასმისიც. ვერ ეზიარებით უფლის ტრაპეზსაც და ეშმაკის ტრაპეზსაც.