ლუკას 22:69-70
ამიერიდან კაცის ძე იქნება ღმერთის ძალის მარჯვნივ მჯდომარე.“ თქვა ყველამ: „მაშ, შენ ხარ ღმერთის ძე?“ უთხრა მათ: „თქვენ ამბობთ, რომ მე ვარ.“
იოანეს 10:30
მე და მამა ერთი ვართ.“
იოანეს 10:37-38
თუ ჩემი მამის საქმეებს არ ვაკეთებ, ნუ მერწმუნებით. ხოლო თუ ვაკეთებ და არ მერწმუნებით, საქმეებს მაინც ერწმუნეთ, რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ მამა ჩემშია და მე მამაში ვარ.“
იოანეს 12:45
და ვინც მე მხედავს, ხედავს მას, ვინც მე მომავლინა.
იოანეს 14:7-10
მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცოდინებოდათ. ამიერიდან იცით ის და გინახავთ იგი.“ ეუბნება მას ფილიპე: „უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის.“ ეუბნება მას იესო: „ფილიპე, ამდენი ხანია თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ მე? ვინც მე მიხილა, მან მამაც იხილა. როგორღა ამბობ, გვიჩვენე მამა? არა გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია? სიტყვებს, რომელთაც გეუბნებით, ჩემგან არ ვამბობ, არამედ მამა, რომელიც ჩემშია, აკეთებს თავის საქმეებს.
იოანეს 16:15
ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია. ამიტომ გითხარით: ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ.
მათეს 16:16
მიუგო სიმონ-პეტრემ და თქვა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა.“
იოანეს 1:1-2
დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო დასაწყისში ღმერთთან.
რომაელთა 1:4
რომელიც ღმერთის ძედ იქნა განწესებული სიწმიდის სულის ძალით, მკვდრეთით აღმდგარის – ჩვენი უფალი იესო ქრისტესი,
რომაელთა 9:5
მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული. ამინ.
კოლოსელთა 1:15
ვინც არის უხილავი ღვთის ხატება, პირმშო ყოველი ქმნილებისა,
კოლოსელთა 2:9
რადგან მასში დამკვიდრებულია ხორციელად ღვთაების მთელი სისავსე.
1 ტიმოთეს 3:16
უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორციელად, გამართლდა სულში, ეჩვენა ანგელოზებს, ნაქადაგები იქნა ერებს შორის, მიღებულ იქნა სამყაროში რწმენით და ამაღლდა დიდებით.
1 ტიმოთეს 6:15
რომელსაც თავის ჟამს გამოავლენს ნეტარი და ერთადერთი ხელმწიფე, მეფეთა მეფე, უფალთა უფალი,
ებრაელთა 1:3
იგია მისი დიდების გამოსხივება და მისი არსების ანაბეჭდი, რომელსაც ყოველივე უჭირავს თავისი ძალმოსილი სიტყვით. როცა მან ჩვენი ცოდვების განწმედა აღასრულა, დაჯდა იგი დიდების მარჯვნივ მაღალთა შინა.
მათეს 3:17
და, აჰა, ხმა იყო ციდან, რომელიც ამბობდა: „ეს არის ჩემი ძე საყვარელი, რომელშიც არის ჩემი სათნოება.“
1 იოანეს 5:9
თუ კაცთა მოწმობას ვიწყნარებთ, ღმერთის მოწმობა უფრო დიდია; რადგან ეს არის ღმერთის მოწმობა, ვინაიდან დაამოწმა თავის ძეზე.