ფსალმუნები 112:9
რომელიც ბერწს დაამკვიდრებს სახლში, რათა იყოს შვილებით ბედნიერი დედა. ადიდეთ უფალი!
1 თესალონიკელთა 2:7
მაგრამ მშვიდად ვიქცეოდით თქვენს შორის, როგორც მეძუძური, თავის ბალღებს რომ დაჰფოფინებს.
ლუკას 2:48
რომ დაინახეს, გაოცდნენ; უთხრა დედამისმა: „ასე რად მოგვექეცი, შვილო? აჰა, მამაშენი და მე შეწუხებულნი დაგეძებდით”.
იგავნი 1:8
ისმინე შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ.
იგავნი 6:20
შვილო, მამაშენის მცნებები დაიცავი და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ.
2 ტიმოთეს 1:5
მახსენდება შენი წრფელი რწმენა, უწინ დიდედაშენ ლოისში და დედაშენ ევნიკეში რომ იყო დამკვიდრებული და მწამს, რომ იგი შენშიცაა;
იგანვი 29:15
წკეპლა და დარიგება სიბრძნეს იძლევა, ხოლო მიშვებული ყმაწვილი დედას არცხვენს.
იგავნი 10:1
იგავნი სოლომონისა: ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნური შვილი კი დედის დარდია.
იგავნი 23:25
გაიხარონ მამაშენმა და დედაშენმა; მოილხინონ შენმა მშობლებმა.
მათეს 19:19
პატივი ეცი მამას და დედას და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი”.
ეფესელთა 6:1-3
შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია. პატივი მიაგე შენს მამას და დედას, – ეს არის პირველი მცნება აღთქმით, – რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე.
მათეს 10:37
ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი; ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი;
მარკოზის 3:31-35
მივიდნენ მისი ძმები და დედა, გარეთ დადგნენ და გაგზავნეს მის დასაძახებლად. მის გარშემო ხალხი ისხდა, როცა უთხრეს, გარეთ დედაშენი და შენი ძმანი და დანი არიან და გეძებენო. მან კი პასუხად უთხრა: „ვინ არიან დედაჩემი და ჩემი ძმები?” და გადახედა რა გარშემო მსხდომთ, თქვა: „აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები. რადგან ის, ვინც ღვთის ნებას შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც”.
მსგავსი თემები:
დედის სიყვარული დედა მამის მზრუნველობა მამის მოვალეობები