იობი 3:20-26
რისთვის მიეცა ტანჯულს ნათელი, და სულგამწარებულს – სიცოცხლე, – მათ, რომელნიც სიკვდილს ნატრობენ და ვერ პოულობენ, თუმცა დამარხულ განძზე მეტად ეძებენ, რომელნიც უზომოდ გახარებულნი და აღტაცებულნი არიან საფლავის პოვნით? რისთვის მიეცა ნათელი იმ კაცს, ვისი გზაც დაფარულია და რომელიც ყველმხრივ შებორკა ღმერთმა? რადგან ოხვრა მქცევია საზრდოდ, და ჩემი ქვითინი წყალივით იღვრება. რადგან მეწია შიში, რომელიც მზარავდა, და რაც მაძრწუნებდა, ის დამემართა. აღარ მაქვს სიმშვიდე, აღარც შვება, არც მოსვენება, – მხოლოდ ვაება.“
რიცხვნი 21:4-5
და დაიძრნენ ჰორის მთიდან მეწამული ზღვისაკენ მიმავალი გზით, რათა გვერდი აევლოთ ედომის ქვეყნისთვის. და ხალხმა გამოავლინა სულმოკლეობა გზაზე. ალაპარაკდა ხალხი ღმერთისა და მოსეს წინააღმდეგ: „რისთვის გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან, რომ უდაბნოში დავხოცილიყავით? რადგან აქ არ არის პური და არც წყალი, და შეგვძაგდა ეს უვარგისი საჭმელი.“
მეორე რჯული 1:21
აჰა, გაძლევთ უფალი, თქვენი ღმერთი, ამ ქვეყანას. წადით, დაიმკვიდრეთ, როგორც გვითხრა ჩვენ უფალმა, ჩვენი მამების ღმერთმა. ნუ გეშინიათ და ნუ შეძრწუნდებით!“
იესო ნავეს ძე 1:9
აჰა, მე გიბრძანებ შენ: გამაგრდი და განმტკიცდი, ნუ შედრკები და ნუ შეძრწუნდები, რადგან შენთანაა უფალი, შენი ღმერთი, ყველგან, სადაც კი წახვალ.“
იობი 5:6-7
რადგან სიავე მტვრიდან არ მოდის და არც სატანჯველი აღმოცენდება მიწიდან. 7 რადგან ადამიანი ტანჯვისთვის იბადება, და როგორც ნაპერწკალი, ისწრაფვის ზევით!
ფსალმუნები 37:1-14
უფალო, შენი რიხსვით ნუ მამხილებ, და ნუ დამსჯი განრისხების ჟამს! რადგან შენი ისრები ჩემშია განწონილი და შენი ხელი მამძიმებს მე. აღარ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში შენი რისხვის გამო; აღარ არის სისაღე ჩემს ძვლებში ჩემი ცოდვის გამო. რადგან ცოდვანი ჩემნი ასცილდნენ ჩემს თავს, მძიმე ტვირთად დამძიმდნენ ჩემზე. აყროლდნენ, დალპნენ ჩემი წყლულები ჩემი უგუნურების გამო. წელში მოვიხარე, დავმდაბლდი, მთელ დღეს ნაღვლიანი დავიარები. რადგან ჩემი წელი გათანგულია სიცხით და აღარ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში. დავუძლურდი და დავძაბუნდი მეტისმეტად, ვღრიალებ ჩემი გულის სატკივარით. უფალო, შენს წინაშეა ყველა ჩემი სურვილი, ჩემი ოხვრა დაფარული არ არის შენგან. ჩემი გული თრთის, ძალღონემ დამტოვა, ჩემს თვალთა სინათლე – აღარც ის არის ჩემთან. მოყვარულნი და მეგობარნი განერიდნენ ჩემს წყლულებს, და ახლობლები შორს განმიდგნენ. მახეს მიგებენ ჩემი სულის მაძიებლები, ჩემი სიავის მსურველები ბჭობენ ჩემს დასაღუპად და მთელ დღეს მზაკვრობას განიზრახავენ. მე კი არ მესმის, ვითარცა ყრუს და ვითარცა მუნჯს, პირს რომ ვერ აღებს. დავემსგავსე კაცს, რომელსაც არ ესმის და რომლის ბაგეებსაც არ შეუძლიათ პასუხის გაცემა.
იგავნი 1:26-27
ამიტომ მეც გავიცინებ თქვენს უბედურებაზე; გავიხარებ, როცა თავზარი დაგეცემათ. 27 როცა ქარიშხალივით დაგაცხრებათ ძრწოლა და უბედურება გრიგალივით დაგატყდებათ თავს, როდესაც გეწევათ უბედურება და გასაჭირი,
იერემია 29:11
რადგან მე კარგად ვიცი ის ზრახვები, რაც მე განვიზრახე თქვენთვის, – ამბობს უფალი, – სამშვიდობო ზრახვები, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი.
იგავნი 3:5-6
მიენდე უფალს მთელი გულით და შენს გონებას ნუ დაენდობი. ყოველ შენს გზაზე შეიცანი იგი, და ის წარმართავს შენს ბილიკებს.
2 კორინთელთა 12:9
და მითხრა: „საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, რადგან უძლურებაში სრულიქმნება ჩემი ძალა.“ ამიტომ უფრო ხალისით დავიქადნი ჩემი უძლურებებით, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.
იოანეს 16:33
ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ქვეყნიერებაზე გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე ქვეყნიერებას.“
ესაია 21:2-4
სასტიკი ხილვა მეჩვენა მე: მოღალატე ღალატობს და მძარცველი ძარცვავს. ამოდი, ყელამ! ალყა შემოარტყი, მიდია! ახლა ბოლოს მოვუღებ ყველა მის ოხვრას. ამის გამო ჩემი წელი კანკალმა მოიცვა, ტკივილებმა შემიპყრო მე, მსგავსად მშობიარის ტკივილებისა, მოვიკრუნჩხე გაგონილისაგან, შევძრწუნდი ნახულისაგან. გული მითრთის, შიში მზარავს; სიამის ღამე საშინელებად მექცა.
იერემია 45:3
შენ მოსთქვამ: ვაიმე, ვაიმე! უფალმა მწუხარება დართო ჩემს სატკივარს, მოვიქანცე ვაებით და სიმშვიდე ვერ მიპოვნია.
იერემია 51:46
ნუ შეგიდრკებათ გული, ნუ წაგახდენთ ამბის გაგონება, ქვეყანაზე რომ ისმის; და მოვა ის ამბავი ერთ წელს, და მას შემდეგ სხვა ამბავიც მოვა მომდევნო წელს; და იქნება ძალადობა ქვეყანაზე, და აღდგება ხელმწიფე ხელმწიფის წინააღმდეგ.
ეზეკიელი 21:7
და რადგან გკითხავენ: რატომ კვნესიო? უთხარი: ხმის გამო, რომელიც მოდის-თქო, და დადნება ყოველი გული, და მოდუნდება ყოველი მკლავი, და დაუძლურდება ყოველი სული, და ყოველი მუხლი გაწყალდება. აჰა, ეს მოვა და ახდება, – ამბობს უფალი ღმერთი.
ებრაელთა 12:3
იფიქრეთ იმაზე, ვინც მოითმინა ესოდენი მტრობა ცოდვილთაგან, რათა თქვენ არ დაძაბუნდეთ და სულით არ დაეცეთ.
იოანეს 14:1
„ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.
გამოცხადება 2:3
გაქვს მოთმინება და გაიტანჯე ჩემი სახელის გულისათვის და არ დაქანცულხარ.
1 პეტრეს 5:7
თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.
რომაელთა 8:31
ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენსკენ არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ?
1 კორინთელთა 15:58
ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ იუხვეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არაა თქვენი შრომა უფლის წინაშე.
რომაელთა 15:13
ხოლო სასოების ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ სასოებაში.