განხეთქილება – ბიბლიური ციტატები

იგავნი 6:16-19
ექვსი რამ სძულს უფალს და შვიდი რამ ეზიზღება: ზვიადი თვალები, მატყუარა ენა, ხელები, უდანაშაულო სისხლის დამღვრელნი, გული – ბოროტი განზრახვების განმზრახველი, ფეხნი – სწრაფად მორბენალნი ბოროტებისაკენ, ცრუ მოწმე, მზაკვრობის წარმომთქმელი და განხეთქილების დამთესავი ძმათა შორის.

რომაელთა 16:17-18
შეგაგონებთ, ძმანო, მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ნასწავლი გაქვთ, და შეაქციეთ მათ ზურგი. ვინაიდან ასეთი ადამიანები ემსახურებიან არა ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, არამედ თავიანთ მუცელს და ლამაზი სიტყვებით და მოფერებით აცდუნებენ უმანკოთა გულებს.

იგავნი 26:20
სადაც შეშა არ არის, ცეცხლი ქრება; სადაც ენის მიმტანი არ არის, შუღლს ბოლო ეღება.

1 კორინთელთა 3:3
იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ. რადგან თუ შური და დავაა თქვენს შორის, განა ხორციელნი არა ხართ და ადამიანისებურად არ იქცევით?

იოანეს 6:41-44
იუდევლები დრტვინავდნენ მის გამო, რომ თქვა: „მე ვარ პური, ზეციდან გადმოსული.“ თქვეს: „განა ეს იესო არ არის, იოსების ძე, რომლის მამას და დედას ვიცნობთ? როგორღა ამბობს, ზეციდან გადმოვედიო?“ მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ნუ დრტვინავთ ერთმანეთს შორის. არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი ჩემმა მომავლინებელმა მამამ არ მოიყვანა, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.

2 ტიმოთეს 2:14
ეს შეახსენე და დაუმოწმე მათ ღმერთის წინაშე, არ იკინკლაონ სიტყვების გამო უსარგებლოდ, მსმენელთა დასაღუპად.

1 ტიმოთეს 1:3-4
როდესაც მე მაკედონიაში მივდიოდი, გთხოვე, რომ დარჩენილიყავი ეფესოში და გემცნო ზოგიერთებისათვის, რომ ნუ ასწავლიან განსხვავებულს და ნუ ერთობიან ზღაპრებითა და დაუსრულებელი საგვარტომო ნუსხებით, რომლებიც დავას უფრო იწვევენ, ვიდრე ღვთიური განგების შემეცნებას რწმენით.

იგავნი 20:3
შუღლის აღკვეთა ღირსეული საქციელია, სულელი კი შფოთის ამტეხია.

მათეს 5:25
შეურიგდი შენს მოდავეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად ადგახარ გზას, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში.

იგავნი 3:30
ნუ შეედავები ადამიანს უმიზეზოდ, თუ ბოროტი არ შეუმთხვევია შენთვის.

ეფესელთა 4:1-3
ამგვარად, მე, პატიმარი უფალში, შეგაგონებთ მოიქცეთ ისე, რომ ღირსი იყოთ იმ მოწოდებისა, რომლითაც მოწოდებულნი ხართ, მთელი თავმდაბლობით, სიმშვიდითა და სულგრძელებით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულით. ეცადეთ, შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის კავშირში:

რომაელთა 12:17-21
ნურავის მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს. ეცადეთ კეთილს ყველა ადამიანის წინაშე. თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, იყავით ყველა ადამიანთან მშვიდობიანად. შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, რადგან წერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ“ – ამბობს უფალი. ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე. რადგან ამის გაკეთებით ნაკვერცხლებს აგროვებ მის თავზე. არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ კეთილით სძლიე ბოროტს.

გალატელთა 5:19-21
ხორცის საქმეები აშკარაა. ესენია: გარყვნილება, უწმიდურება, თავაშვებულება, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, თავკერძოება, უთანხმოებანი, განხეთქილება, შური, ლოთობა, გაუმაძღრობა და ამათი მსგავსი. წინასწარ გეუბნებით, როგორც ადრეც მითქვამს, რომ ამის ჩამდენნი ღმერთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ.

Close
Close