გამჭრიახობის წყარო – ბიბლიური ციტატები

დანიელი 2:20-21
და დანიელმა თქვა: „კურთხეულ იყოს ღვთის სახელი უკუნითი უკუნისამდე! რადგან მისია სიბრძნე და ძალი; იგი ცვლის დრო-ჟამს, იგი ამხობს მეფეებს და იგივე აღაზევებს მათ; ბრძენთ სიბრძნეს აძლევს და გონიერთ – ცოდნას;

იგავნი 9:10
უფლის შიში სიბრძნის დასაბამია, სიწმიდის შეცნობა – გონიერება.

დანიელი 2:26-28
მიუგო მეფემ და უთხრა დანიელს, ბელტეშაცარად წოდებულს: „მართლა შეგიძლია მითხრა სიზმარი, მე რომ ვნახე, და ამიხსნა?“ მიუგო დანიელმა მეფეს და უთხრა: „ბრძენთ, შემლოცველთ, მისნებს და გრძნეულთ არ შეუძლიათ იმ საიდუმლოს ახსნა, რასაც მეფე ითხოვს, მაგრამ არის ზეცაში საიდუმლოთა განმცხადებელი ღმერთი; სწორედ მან ამცნო მეფე ნაბუქოდონოსორს, რაც იქნება უკანასკნელ დღეებში. აჰა, შენი სიზმარი და შენი ხილვა, რომელიც შენს სარეცელზე იხილე:

1 კორინთელთა 2:12-15
ხოლო ჩვენ მივიღეთ არა ამ ქვეყნიერების სული, არამედ სული ღმერთისაგან, რათა შევიცნოთ ღმერთისაგან ჩვენთვის მონიჭებული. და ამას ვამბობთ არა ადამიანთა სიბრძნით ნასწავლი სიტყვებით, არამედ სულიწმიდისაგან ნასწავლით და სულიერს სულიერით განვმარტავთ. ხოლო მშვინვიერი ადამიანი არ იღებს იმას, რაც ღმერთის სულისაგან არის, რადგან უგუნურებად მიაჩნია და არც ძალუძს მისი შეცნობა, რადგან სულიერად არის განსასჯელი. ხოლო სულიერი გამოიძიებს ყოველივეს, თავად კი არავისგან გამოიძიება.

ებრაელთა 5:14
მაგარი საჭმელი სრულთათვისაა, რომელთა გრძნობანი გაწაფული არიან კეთილისა და ბოროტის გასარჩევად.

ფსალმუნები 18:7
რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, სიბრძნეს ანიჭებს გულუბრყვილოებს.

ფსალმუნები 118:130
საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, გონიერებას ანიჭებს მიამიტებს.

რომაელთა 12:2
და ნუ მიესადაგებით ამ საუკუნეს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღმერთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.

1 კორინთელთა 2:16
„რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება, რომ ურჩიოს მას?“ ჩვენ კი ქრისტეს გონება გვაქვს.

Close
Close