გულმოდგინების მაგალითები – ბიბლიური ციტატები

2 ნეშტთა 15:15
და ხარობდა მთელი იუდა ამ ფიცის გამო, რადგან მთელი გულით შეჰფიცეს, მთელი გულმოდგინებით ეძიებდნენ მას და ისიც გამოუჩნდა მათ; და უბოძა უფალმა სიმშვიდე ყოველი მხრიდან.

ზაქარია 6:15
შორსმყოფნი მოვლენ და ააშენებენ უფლის ტაძარს. და მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა თქვენთან. ეს მოხდება, თუ გაიგონებთ თქვენი უფალი ღმერთის ხმას.

ლუკა 8:15
ხოლო კარგ მიწაზე დაცვენილნი ისინი არიან, ვინც კეთილი და წრფელი გულით ისმენს სიტყვას, იცავს მას და მოთმინებით გამოაქვს ნაყოფი.

საქმეები 17:10-11
ძმებმა იმ ღამითვე დაუყოვნებლივ გაისტუმრეს პავლე და სილა ბერიაში, სადაც ისინი ჩასვლისთანავე შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში. ესენი უფრო კეთილშობილები იყვნენ თესალონიკელებზე. მათ მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე არჩევდნენ წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო.

1 კორინთელთა 4:12
ვშრომობთ ჩვენი ხელით. გვლანძღავენ – ვლოცავთ, გვდევნიან – ვითმენთ,

2 კორინთელთა 6:4-8
არამედ ყველაფერში წარვადგენთ თავს, როგორც ღვთისმსახურნი: დიდი მოთმინებით, მწუხარებაში, გაჭირვებაში, შევიწროებაში, დარტყმებში, საპყრობილეებში, შფოთში, უძილობაში, მარხვაში, სიწმიდეში, ცოდნაში, დიდსულოვნებაში, სიკეთეში, წმიდა სულში და უანგარო სიყვარულში, ჭეშმარიტების სიტყვაში, ღმერთის ძალაში, სიმართლის საჭურველით მარჯვენასა და მარცხენაში, დიდებისა და შერცხვენისას, გმობისა და ქებისას, როგორც შემცდარნი, მაგრამ ჭეშმარიტნი,

1 თესალონიკელთა 2:9-10
ხომ გახსოვთ, ძმებო, ჩვენი შრომა და ჯაფა: დღე და ღამე ვშრომობდით, რათა არავის დავწოლოდით ტვირთად და ასე ვქადაგებდით თქვენს შორის ღმერთის სახარებას. მოწმენი ხართ თქვენც და ღმერთიც, რა წრფელად, სამართლიანად და უმწიკვლოდ ვიქცეოდით თქვენი, მორწმუნეების, მიმართ.

2 ტიმოთეს 4:7-8
ვიღვაწე კეთილი ღვაწლით, გავასრულე ასპარეზი, რწმენა შევინახე. ახლა კი მომელის მე სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს იმ დღეს უფალი, მართალი მსაჯული, და არა მარტო მე, არამედ ყველას, რომელთაც შეიყვარეს მისი გამოცხადების მოსვლა.

რომაელთა 12:8
თუ გამხნევის ნიჭია – გაამხნევე, თუ გამნაწილებელის – გაანაწილე უბრალოებით, თუ წინამძღოლის – უწინამძღვრე ბეჯითად და თუ მწყალობელის – ხალისით გაეცი წყალობა.

2 კორინთელთა 8:4-5
დიდი დაჟინებით გვთხოვეს უფლება, მადლი და თანაზიარება გაეწიათ წმიდათა მსახურებაში. და გასცეს არა მარტო ის, რასაც მოველოდით, არამედ მათ საკუთარი თავი შესწირეს ჯერ უფალს და მერე ჩვენ, ღმერთის ნებით.

1 თესალონიკელთა 5:12-13
გთხოვთ, ძმებო, პატივი ეცით თქვენს შორის მშრომელთ და თქვენს წინამძღოლებს უფალში და თქვენს დამრიგებლებს. უაღრესი სიყვარული გამოიჩინეთ მათდამი მათი საქმის გამო. მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთთან.


მსგავსი თემები:

გულმოდგინება       გულმოდგინების შედეგები

Close
Close