გულმოდგინება – ბიბლიური ციტატები

იგავნი 13:4
ზარმაცის სულს სწადია და არა აქვს, ბეჯითის სული კი აღივსება.

იგავნი 10:4
ზარმაცი ხელი აღარიბებს, გამრჯე ხელი კი ამდიდრებს.

გალატელთა 6:9
სიკეთის კეთება ნუ მოგვეწყინება, რადგან თავის ჟამს მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით.

1 კორინთელთა 15:58
ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ ამრავლეთ უფლის საქმენი, რადგან იცით, რომ ფუჭი არაა თქვენი შრომა უფლის წინაშე.

2 ტიმოთეს 2:15
ეცადე თავი ღირსეულად წარუდგინო ღმერთს, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად.

იგავნი 12:24
ბეჯითი ხელი იბატონებს; ზარმაცს კი ბეგარა დაედება.

იგავნი 21:5
ბეჯითის ზრახვანი მატებას იწვევს, ხოლო დაუდევრისა – კლებას.
3 მეფეთა 11:28
მამაცი კაცი იყო იერობოყამი. და დაინახა სოლომონმა, რომ ვარგოდა საქმეში ეს ყმაწვილი, და ზედამხედველად დაუყენა იოსების სახლიდან გამოყვანილ ბეგრის ხალხს.

2 ნეშტთა 24:13
და იშრომეს სამუშაოს შემსრულებლებმა და მოამთავრეს შეკეთება მათი ხელით. და აღადგინეს ღვთის სახლი თავისი წესის და რიგის მიხედვით და გაამაგრეს.

ეზრა 6:12
და ღმერთმა, რომლის სახელიც იქ არის დავანებული, დაამხოს ყოველი მეფე და ხალხი, ვინც ხელს აღმართავს ამ ბრძანების შესაცვლელად, ან ამ ღვთის სახლის საზიანოდ, რომელიც იერუსალიმშია. მე, დარიოსმა, გავეცი ეს ბრძანება; დაე, ზედმიწევნით შესრულდეს იგი!“

ეზრა 7:23
ყოველი, რაც ნაბრძანებია ცათა ღმერთისაგან, აღსრულდეს ზუსტად ცათა ღმერთის ტაძრისათვის, რათა არ დაატყდეს რისხვა სამეფოს, მეფეს და უფლისწულთ.

იგავნი 14:23
ყოველ გარჯაშია მატება, ბაგეთა ამაო სიტყვისაგან – მხოლოდ დანაკლისი.

იგავნი 31:17
ძალას შემოირტყამს წელზე და მკლავს გაიმაგრებს.

2 კორინთელთა 8:11
და ახლა დაასრულოთ ეს საქმე, რათა, რისი გაკეთებაც გულმოდგინედ გსურდათ, დაამთავროთ კიდეც თქვენი შეძლებისამებრ.

1 ტიმოთეს 5:17
ხუცესნი, რომლებიც კარგი წინამძღოლები არიან, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, უფრო კი ისინი, რომელნიც იღწვიან ქადაგებითა და დამოძღვრით.

1 პეტრეს 5:2
მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღმერთის სამწყსო არა იძულებით, არამედ ღმერთის ნებით, არა სამარცხვინო ანგარებისათვის, არამედ გულმოდგინებით.

2 თესალონიკელთა 3:10
რადგან, როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, ამას გამცნობდით: ვისაც შრომა არ სურს, ის ნურც ჭამს,

რომაელთა 12:8
თუ გამხნევის ნიჭია – გაამხნევე, თუ გამნაწილებელის – გაანაწილე უბრალოებით, თუ წინამძღოლის – უწინამძღვრე ბეჯითად და თუ მწყალობელის – ხალისით გაეცი წყალობა.

1 კორინთელთა 15:58
ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ ამრავლეთ უფლის საქმენი, რადგან იცით, რომ ფუჭი არაა თქვენი შრომა უფლის წინაშე.

1 ტიმოთეს 4:15-16
ამაზე იზრუნე და ამაში იდექი, რათა ყველასათვის ცხადი იყოს შენი წარმატება. გაუფრთხილდი თავს და მოძღვრებას. ამას უერთგულე, რადგან ასე მოქცევით შენს თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც.

2 პეტრეს 1:10
ამიტომ, ძმებო, უფრო და უფრო ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა; თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ,

მეორე რჯული 6:17
მტკიცედ დაიცავით უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებები, მისი მოწმობანი და მისი წესები, რაც გიბრძანათ თქვენ.

იგავნი 4:23
ყველა დასაცავზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან მოედინებიან სიცოცხლის წყაროები.

ფილიპელთა 3:14
ვილტვი მიზნისაკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების პატივისაკენ ქრისტე იესოში.

ებრაელთა 6:11-12
მაგრამ გვსურს, რომ ყოველი თქვენგანი, სასოების სისრულისათვის იჩენდეს იმავე ერთგულებას ბოლომდე, რათა არ გაზარმაცდეთ, არამედ მიბაძოთ მათ, ვინც რწმენით და სულგრძელებით იმკვიდრებენ აღთქმებს.

2 პეტრეს 3:14
ამიტომ, საყვარელნო, რაკი ამას ელოდებით, იბეჯითეთ, რომ შეუბღალავნი და უბიწონი წარდგეთ მშვიდობით მის წინაშე,


მსგავსი თემები:

გულმოდგინების მაგალითები       გულმოდგინების შედეგები

Close
Close